თბილი შემოდგომა და ზამთარი, სამწუხაროდ, ისეთივე მშფოთვარე დროა შინაური ცხოველებისთვის, როგორც ზაფხულის თვეები. სარდაფები თავშესაფარს აძლევს რწყილებს, რომლებიც “მოგზაურობენ” ადამიანის ტანსაცმელზე და შეუძლიათ შეაწუხონ შინაური კატები და მათი პატრონები. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი საყვარელი ცხოველები რწყილებისგან.
როგორ მოვიშოროთ რწილები სწრაფად და მარტივად
რწყილებით დაინფიცირების სიმპტომები მარტივი შესამჩნევია. პარაზიტებისგან დატანჯული კატები უფრო ხშირად იფხანენ და ილოკავენ სხეულს, მშფოთვარედ სძინავთ. როცა რწყილების რაოდენობა საკმაოდ დიდია, კანზე შეიძლება გაჩნდეს ნაკაწრები, ბეწვზე კი- შავი გამხმარი მარცვლები.
როგორ შევამოწმოთ, ჰყავს თუ არა კატას რწყილები?
- კატა დასვით თეთრ ქსოვილზე, ამგვარად მოფხანის შედეგად დაყრილი რწყილები, მათ კვერცხები მარტივად გასარჩევი იქნება.
- აიღეთ რწყილების საწინააღმდეგო სავარცხელი და დავარცხნეთ ცხოველი თავიდან კუდის მიმართულებით.
- რწყილების ცხოველქმედების პროდუქტების გარჩევა მტვრისა და ჭუჭყის ნაწილაკებისგან მარტივად შეიძლება, თუ მათ წყლის წვეთებს მოასხამთ. თუ წვეთი გავარდისფერდება ან გაყავისფერდება- სამწუხაროდ, ეს ის პროდუქტია, რითაც რწყილები იკვებებიან.
პროფილაქტიკა და დეზინსექცია – თუ რწყილები იპოვეთ, შინაური ცხოველის მკურნალობასთან ერთად დარწმუნდით, რომ სახლში ყველა ადგილი უსაფრთხოა. ამისათვის ჩაატარეთ დეზინსექცია.პარაზიტები ცხოვრობენ იქ, სადაც ცხოველები თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ: ავეჯზე, ფანჯრის თაროებზე. აუცილებლად შეამოწმეთ თბილი ადგილები: სააბაზანოს ქვეშ, გამათბობელი ბატარეის უკან, ოთახის ხალიჩებში.
- მოწმინდეთ იატაკი და ფანჯრების რაფები ქლორის ხსნარით ან რწყილების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებით. აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და რესპრატორი.
- მტვერსასრუტით გაწმინდეთ ხალიჩები და რბილი ავეჯი.
- დადუღრეთ ქვეშაგები, რომელზეც კატას სძინავს, ასევე შეუცვალეთ მას სათამაშოები.
- გარეცხეთ დივნების და საწოლების გადასაფარებლები.
ვაქცინები – მზაკვარ პარაზიტებს შესაძლოა გადაჰქონდეთ სხვადასხვა დაავადებები: დერმატიტებიდან დაწყებული, ლეპტოსპიროზით დამთავრებული. სწორედ ამიტომ რწყილების საწინააღმდეგო საშუალების არჩევამდე სჯობს გაარკვიოთ, რომელი სნეულები გადააქვთ პარაზიტებს თქვენს რეგიონში და აცრათ ცხოველი. თავად რწილებისგან ის ვერ დაიცავს კატას, თუმცა შეამსუბუქებს მათი კბენის შედეგებს.
შამპუნები – შამპუნი არც ისე ეფექტური დაცვის საშუალებაა. სჯობს ის დამხმარედ გამოიყენოთ. მისი მუდმივი გამოყენება არ შეიძლება (რადგან კატის დაბანა ჩვეულებრივ დიდი მორალური გამოცდაა, რასაც კანის გამოშრობის რისკი ახლავს თან). წვეთებისა და სპრეებისგან განსხვავებით, კარგად ჩამობანილი შამპუნი არ დააზიანებს ცხოველის კანს, თუმცა თვალის ლორწოვანზე მისმა მოხვედრამ შეიძლება წვის შეგრძნება გამოიწვიოს.
კანის სპრეი და წვეთები – არსებობს ორი სახის სპრეი: პირველი კატეგორიის საშუალებები აფრთხობს რწყილებს. მეორე სახის სპრეები კი უშუალოდ ანადგურებს პარაზიტებს, მათ განეკუთვნება წვეთებიც. დროთა განმავლობაში რწყილებს მათ მიმართ შეიძლება გაუჩნდე რეზისტენტობა.სპრეი პოტენციური საფრთხესაც შეიცავს. მისი გამოყენება არ შეიძლება პატარა ცხოველების შემთხვევაში, ასევე დაავადებული კატებისთვის და დედებისთვის, რომელთაც პატარა კნუტები ჰყავთ. არ დაგავიწყდეთ სპრეის ან წვეთების განმეორებით დატანა ცხოველზე წვიმაში მისი დასველების ან დაბანის შემდეგ.
რწყილების საწინააღმდეგო საყელოები – საყელოებსაც ორი ტიპის მოქმედება ახასიათებს. ისინი სპრეებსა და წვეთებზე უფრო უსაფრთხოა, თუმცა ცხოველებისთვის დისკომფორტის მომტანი შეიძლება იყოს. ხდება ისეც, რომ საყელოს ტარებიდან გარკვეული დროის შემდეგ, კატას კვლავ შემოესევიან პარაზიტები. ეს შესაძლოა იმის მტკიცებულება იყოს, რომ რწყილები არამგრძონიარეები არიან პრეპარატისადმი. ასეთ შემთხვევაში, ცხოველს გაუკეთეთ სხვა საყელო, რომელიც შეიცავს ახალ მოქმედ ნივთიერებას.
ულტრაბგერითი დამაფრთხობლები – ესაა რწყილებთან ბრძოლის შედარებით ახალი და უსაფრთხო მეთოდი. ულტრაბგერითი დამაფრთხობლების მთავარი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ვერ ანადგურებს პარაზიტებს. ასევე ისინი ვერ უმკლვდება დერმატიტს და კბენისგან გამოწვეულ სხვა პრობლემებს.
აბები – აბები ერთგვარი ბალანსია უსაფრთხოებასა და ეფექტურობას შორის. მოქმედი ნივთიერების შემცველობის მიხედვით, მათ შეიძლება დაიცვან შინაური ცხოველები 4-დან 12 კვირამდე. დიდი ზომის ძაღლების შემთხვევაში სჯობს შეარჩიოთ სინთეტიკური ინსექტიციდი- პერმეტრინი. მცირე დოზირების ვარიანტშიც კი, მან შეიძლება ზიანი მიაყენოს პატარა შინაურ ცხოველებს. მათთვის გამოიყენეთ პერმეტრინის შედარებით სუსტი ანალოგი- პირეტრინი.ბუნებრივ ინსექტიციდს განეკუთვნება- სპინოსადი, Saccharopolyspora spinosa ბაქტერიის ცხოველქმედების პროდუქტი. ის უსაფრთხოა ნებისმიერი ზომის შინაური ცხოველებისთვის.
დაცვის ძირითადი წესები – რწყილების წინააღმდეგ დაცვის მთავარი წესებია- რეგულარულობა და ზომიერება. სასურველია გახსოვდეთ, თუ როდის უნდა განაახლოთ დამცავი საშუალება (აბების შემთხვევაში- ეს ვადა ერთი თვეა, საყელოებისთვის- რამდენიმე თვე, ულტრაბგერითი დამაფრთხობლები კი წლის განმავლობაში ეფექტურია). სწორად შერჩეული დაცვის გზა იმოქმედებს უსაფრთხოდ, საიმედოდ და ხანგრძლივად.