რატომ არ გვანან გერმანელი პენსიონერები ქართველ მოხუცებს და მათგან რისი სწავლა შეგვიძლია.

1606

1964 წლიდან გერმანიაში საპენსიო ასაკი 67 წელია. იქაური პენსიონერები ქართველი მოხუცებისგან საოცრად განსხვავდებიან. ყველაფერი ევროპული აზროვნების და სრულიად სხვაგვარი მენტალიტეტის დამსახურებაა. რთულია საკუთარი თავის გარდაქმნა მოწიფულ ასაკში, თუ მთელი სიცოცხლე ადამიანმა განსაზრვრული დადგენილებებით იცხოვრა. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უყურებენ სამყაროს გერმანელები და რა შეიძლება მათგან ვისწავლოთ.

საპენსიო ასაკი გერმანიაში

გერმანელები ჩვენი თანამემამულეების მსგავსად აგროვებენ ფულს სიბერისთვის, თუმცა ქართველი ბებია-ბაბუები არ წყვეტენ თანხის დაზოგვას პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი. ისინი ყველაფერში იზღუდავენ თავს, ოღონდაც შვილები აცხოვრონ უზრუნველად. ეს ძალიან დიდსულოვანი საქციელია და უდავოდ იმსახურებს პატივისცემას.გარდაცვალების წინ ბებიამ მითხრა, რომ ცხოვრებაში ვერაფრის ნახვა  მოასწრო, ვერ იყიდა სასურველი ნივთები, ვერ ესტუმრა საოცნებო ადგილებს. მთელი მისი სიამოვნება ბოსტანში მუშაობასა და საყვარელი სატელევიზიო გადაცემების ყურებით შემოიფარგლებოდა.გერმანელები ამაზე არ ფიქრობენ აღსასრულის წინ. 60 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ ისინი წყვეტენ ფულის დაგროვებას. შვილები უკვე ზრდასრულები არიან და საკუთარ თავს დამოუკიდებლად მიხედავენ. დადგა პირადი სიამოვნებისთვის ცხოვრების დროც. გერმანელები ხარჯავენ დაგროვილ ფულს და სწორადაც იქცევიან.

ისინი მიჩვეულნი არიან დამოუკიდებლობას. შვილები არ ელოდებიან, რომ მშობლები მათ ლოლიავს სრულწლოვანების ასაკამდე გააგრძელებენ. ასევე უფროსებიც არ ცხოვრობენ იმაზე ფიქრით,”სიბერეში წყალს ვინ მომაწვდის”. რასაკვირველია, დედ-მამა ცდილობს, რომ შვილს ხარისხიანი განათლება მიაღებინოს. გერმანელები გაოცებულები დარჩებიან, თუ გაიგებენ როგორ არჩენენ მშობლების 40 წელს მიღწეულ წარუმატებელ შვილს. სად გაგონილა, რომ ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობდეს? გერმანელები საგულდაგულოდ ზრუნავენ თავიანთ ჯანრთელობაზე. ისინი დაკავებულნი არიან ცურვით, დადიან სპორტულ დარბაზებში და შესანიშნავად გამოიყურებიან.საბჭოთა ეპოქაში გაზრდილ ადამიანებს მენტალიტეტი სრულიად განსხვავებულ წესებს კარნახობს. 60 წელს მიღწეული ხალხი ხშირად კარგავს ცხოვრების ინტერესს. მათ ერთადერთ საფიქრალად შვილების კეთილდღეობა რჩება, საკუთარ თვითგანწყობაზე ისინი უკვე აღარ ღელავენ.

ვფიქრობ, ჩვენი თანამემამულეების ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ პირად განვითარებას ურჩევნიათ თავი ცხოვრებაში დამარცხებულად აღიარონ და შვილების საქმეებით იცხოვრონ. სწორედ ამიტომ ხშირად აღმოცენდება ხოლმე კონფლიქტები იმ ნიადაგზე, რომ დედ-მამა ზედმეტად აქტიურად ერევა ვაჟიშვილისა თუ ქალიშვილის პირად ცხოვრებაში.ამის შედეგად ჩნდება უსასრულო წყენები. მშობლები ზოგჯერ აღშფოთებულები არიან შვილების უმადურობით. იქნებ სჯობდა მეტი დრო პირადი ინტერესებისთვის დაეთმოთ? ადამიანი უნდა დაკავდეს თავისი სხეულის და გონების განვითარებით, სამსახურითა და გართობით, ურთიერთობებით. ზოგი ამჯობინებს იფიქროს, რომ “მის ცხოვრებაში კარგი აღარაფერი მოხდება” და თავისი რჩევებით სხვის პირად საქმეებში ჩაყოს ცხვირი.

რედაქციისგან: სამწუხაროა, რომ ასეთი ქცევა ადამიანებს აუბედურებს. სხვის ცხოვრებაში ჩარევით პიროვნებას არასოდეს განუცდია ჭეშმარიტი სიხარული. ადამიანს მხოლოდ თავისი არსებობის ყველა ძირითადი სფეროს შევსების შემდეგ შეუძლია მოიპოვოს შინაგანი სიმშვიდე. არა აქვს მნიშვნელობა, დადგა ჯერ საპენსიო ასაკი თუ არა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს