რამდენადაც არ უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ სახლის ქიმიკატების გამოყენებისგან და ვიხმაროთ ეკოლოგიური საშუალებები, რემონტის დროს ჩვენ მაინც ვურთიერთქმედებთ მავნე ნივთიერებებთან. კედლების გამონგრევა, იატაკის გალაქვა, საღებავი ბატარეაზე და სხვა ქიმიკატები სწრაფად ორთქლდება საცხოვრებელი შენობის შიგნით. მოცემულ სტატიაში თქვენ ყურადღებას შევაჩერებთ ოთახის სუროზე, შროშანსა და სხვა მცნარეებზე, რომლებიც თქვენი სახლის სანიტრები გახდებიან.ჩატარდა კვლევები, რომელთა მსვლელობისას სხვადასხვა მცენარეს ათავსებდნენ პათოგენურ არეში. გარკვეული დროის შემდეგ იღებდნენ ნიმუშს. გაირკვა, რომ არსებობს ქოთნები, რომლებიც ეფექტურად ებრძვის ობის სოკოს.
ოთახის სურო – ეპიპრემნუმი, იგივე ეშმაკის სურო, თავისი ბუნებით ძალიან სასარგებლო მცენარეა. სურო კარგად წმენდს ოთახს ბენზოლის და ფორმალდეჰიდის ორთქლისგან, ებრძვის ობის სოკოს. ამასთან, ის არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ერთადერთი სირთულე იმაში მდგომარეობს, თუ სად შეიძლება ტალღვანი მცენარის განთავსება, რომლის სიმაღლე 2,5 მ-აც კი აღწევს. სპეციალური მმართველი ბადეებით ის შეგიძლიათ ჭერისკენ მიმართოთ.მათ, ვინც ხშირად იღებავს თმას, იყენებს სპრეებსა და თავის მოვლის სხვა ქიმიურ საშუალებებს, სჯობს შეიძინონ ინგლისური სურო. მცენარე შეგიძლიათ დადგათ სააბაზანოში, რადგან ის კომფორტულად გრძნობს თავს ტენიან გარემოში.
მშვიდობიანი შროშანი – ყვევილი კარგად შთანთქავს ნესტს და ებრძვის სახლში ობის სოკოს გაჩენას. კვირაში ერთხელ შეამოწმეთ მიწა, თუ ის ნოტიოა, ესე იგი მცენარეს მორწყვა არ სჭირდება. მშვიდობიანი შროშანი უძლებს გვალვებს და მზის არაპირდაპირი სხივების მოყვარულია. დიდი მწვანე ფოთლები იგროვებს მტვერს, არ იქნება ურიგო მათი დროდადრო სველი ტილოთი გაწმენდა.
პალმა – პალმის ხეები თავისი სიმაღლით გვაშინებენ. ეს მცენარეები ეფექტურად ებრძვიან ობის სოკოს და ზედმეტ ტენიანობას. სახლისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ ჯუჯა პალმა. სჯობს ახალგაზრდა მცენარეები შეიძინოთ, რადგან უჩვეულო პირობებში ისინი ჭირვეულდებიან. მიწის სინოტივე ზომიერი უნდა იყოს.რაც მეტი მცენარეა სახლში, მით უფრო სუფთაა ჰაერი. ზამთარში ჰაერის დამატენიანებლები გვშველის ხოლმე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სუროს და მშვიდობიანი შროშანის შინაურ ცხოველებთან ერთ შენობაში თანაარსებობა არაა სასურველი. მთავარია- ისწავლოთ მცენარეების სწორად მოვლა, ისინი კი წლების განმავლობაში სიამოვნებით მოგემსახურებიან.