კურკისგან ვაზი გამოვიყვანე, მოსავლით დაკვეხნის დროა!

196

ჩვეულებრივ მებაღეები ვაზს ამრავლებენ აცრებით, ლერწმით ან გადანაწვენით. არსებობს ალტერნატიული მეთოდიც, რომელიც ზედმეტი დანახარჯების გარეშე მოგცემთ უამრავ ნერგს, დაგეხმარებათ ახალი ჯიშების გამოყვანაში და მათ რეალურ პირობებთან ადაპტირებაში. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ გაახაროთ ვაზი კურკისგან.

კურკისგან ვაზის გამოყვანა

როცა გადაწყვეტთ კურკისგან სასურველი ჯიშის გამოყვანას, გახსოვდეთ, რომ მისი მოსავლიანობა და გემოვნური თვისებები დედისეული ჯიშისგან ძირეულად განსხვავებული იქნება. არსებობს იმის შანსიც, რომ გამოყვანილი ჯიში შეიძენს ახალ მახასიათებლებს.სჯობს ყურძნის ისეთი ჯიშის თესლი შეიძინოთ, რომელიც გაიხარებს ადგილობრივ პირობებში, რადგან ბევრი მათგანი შეიძლება ვერ შეეგუოს ჭირვეულ კლიმატს. თესლი საჭიროა მოამზადოთ ნოემბერ-დეკამბრის პედიოდში. შემდეგ ჩაალბეთ ისინი წყალში. ამოტივტივებული კურკები მაშინვე გადაყარეთ.შემდეგ მოახდინეთ რჩეული თესლების სტრატიფიცირება. ამისთვის შეახვიეთ ისინი სველ ხელსახოცში, მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და შეინახეთ მაცივარში 1,5-2 თვით. ამ პერიოდის განმავლობაში პერიოდულად გაავლეთ თესლებს ონკანის წყალი. ობის სოკოს გაჩენა რომ არ დაუშვათ, გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. კურკების დაბზარვა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მზადაა დათესვისთვის. შემდეგ შეახვიეთ ისინი წყალში დასველებულ ხელსახოცში და მოათავსეთ თბილ ადგილას პირველი ფესვების გაჩენამდე. ახლა უკვე შეგიძლიათ მათი მიწაში ჩათესვა. ამისთვის ოპტიმალური ვადებია- თებერვალ-მარტის თვეები. ჭურჭლის ფუნქციას შეასრულებს ერთჯერადი ჭიქები ან პლასტმასის პატარა კონტეინერები. განათავსეთ ისინი თბილ მზიან ადგილას.

ვაზის ნერგების მოვლის მთავარი პირობა- მათი მუდმივი მორწყვაა. როცა გაჩნდება 2-4 ფოთოლი, ნიადაგი შეგიძლიათ გაანოყიეროთ ამონიუმის ნიტრატით. ის მწვანე საფარის ზრდას დააჩქარებს. გაზაფხულის შუა პერიოდში ვაზი უნდა გადარგოთ დიდ კონტეინერში.სექტემბერში გამაგრებული ნერგები მზად არიან ღია მიწაში გადარგვისთვის. ჩასარგავ ორმოში შეიტანეთ კომპლექსური სასუქი და ჰუმუსი. ყინვისგან დასაცავად ლერწმები უნდა გასხლათ მე3- მე-4 კვირტის დონეზე, ვაზს მოაყაროთ ნახერხი და დააფაროთ აგრობოჭკო. შემდგომ კურკისგან გამოყვანილი ვაზის მოვლის წესები სხვა ჯიშებისგან არაფრით განსხვავდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს