კომუნალურების გადასახდელად წავედი და ბებია შემხვდა მოკლე ვარიდსფერ კაბაში, შესახედავად თოჯინას ჰგავდა. როგორც გაირკვა, ის ჩემი პირველი მასწავლებელი იყო.

909

ბოლო დროს სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ვარსკვლავები სასაცილო ბავშვურ მოკაზმულობებსა და პლასტმასის მორთულობებში, მწვანე ფერის თმითა და საბავშვო აქვაგრიმის ტექნიკით შესრულებული მაკიაჟით. რა ხდება? რა უცნაური მოდას აქვს ადგილი? რედაქცია პაპარაცის აქვს პასუხი- ეს “ქიდქორია”, ახალი ტრენდი.

უცნაური მოდა

ვინ ვერ მოასწრო ბისერის სამკაულების და კაშკაშა მოკაზმულობის შეძენა? დროა თავისუფლება მისცეთ თქვენს შინაგან ბავშვს. “ქიდქორის” ესთეტიკა- ეს გარეგნულ იერსახეზე მეტია.

ამ მოდური ტრენდის საწყისები უნდა ვეძებოთ თაობის მენტალურ ტრავმებში. 80-იან და 90-იანებში დაბადებული ადამიანები არ ცდილობენ დაემსავსონ თავიანთ მშობლებს და არ სურთ თავით გადაეშვან ზრდასრულთა სამყაროში. 30 წლის ხალხს აშინებს პასუხისმგებლობები და ისინი მოზარდებად გრძნობენ თავს.თანამედროვეობა იმდენად დინამიურია, რომ ბავშვობის ნოსტალგია სავსებით გასაგებია. ეს დაცვის ერთგვარი მექანიზმია, საკუთარი თავის დამშვიდების მეთოდი. ზრდასრულები ადრეც იყვნენ შთაგონებულები ახალგაზრდობით, რისთვისაც დამახასიათებელი გულუბრყვილობა და კიჩი.

გავიხსენოთ ტვიგი, 60-იანი წლების სუპერმოდელი. მთელი კარიერის განმავლობაში იგი რეგულარულად თავის თავზე ირგებდა მოზარდი გოგონას სახეს.

რაც შეეხება მოსიყვარულე ჰიპებს, ყვავილების შვილებს, მათაც ისესხეს ნორჩი ქმნილებებისგან თავიანთი სუბკულტურის ვიზუალური ელემენტები.

მასობრივი ინფანტილიზაცია – დიზაინარებმა ჯერ კიდევ 2014 წლიდან გაიარეს ინფანტილიზაციის კურსი  და დაიწყეს საბავშვო მორთულობების შეკერვა. ტანსაცმელთან ერთად სასაცილო გახდა მაკიაჟიც, აქსესუარებიც, ინტერიერიც, ხელოვნებაც, საკვებიც.ბავშვობაში მასობრივი დაბრუნების მიზეზები სავსებით გასაგებია. პირველად კაცობრიობის არსებობის ისტორიაში სამყარო გახდა დეტოცენტრული. აქტიურმა გაციფრებამ დააჩქარა პროცესი. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოზარდებს მიეცათ ფულის გამომუშავების შესაძლებლობა.90-იანებისადმი ნოსტალგია იხსნება იმით, რომ სწორედ იმ დროს მოხდა მასობრივი ახალგაზრდული კულტურის ფორმირება. იმ წლებში შეიქმნა სათამაშო ინდრუსტრია, მუსიკა და კინო ორიენტირებული იყო მოზარდ აუდიტორიაზე.თუ ადრე ახალგაზრდა ვარსკლავების იერსახე ზედმეტად თამამი იყო, ახლა ყურადღების ცენტრმა სხვა ადგილისკენ გადავიდა. ეს მარტივი მისახვედრიცაა, თუ ადრეული ეპოქის ორ სელებრით გოგონას შევადარებთ: ბრიტნი სპირსს, მილიონერთა თაობის წარმომადგენელს და ბილი აილიშს, Z თაობის წევრს. თანამედროვე ნორჩ ქმნილებებს არ აქვთ მგრძნობიარობის უჩვეულო ფორმატში გამოვლენის საჭიროება, ისინი აღარ თამაშობენ ზრდასრულის როლს.

შესაძლოა,”ქიდქორი”- ეს არა მხოლოდ უცნაური მოდა და მორიგი ტრენდია, არამედ თანამედროვე ტანსაცმლის რეფორმაც, რომელიც შეიძლება შევადაროთ მამაკაცთა დიადი უარყოფის ფენომენს (როცა მათ უარი თქვეს ბრჭყვიალა და დახვეწილ მორთულობაზე და ის ქალებს დაუთმეს).

როგორც იქნა, გავიაზრეთ, რომ ბავშვებს  თანასწორად უნდა მოვექცეთ და ვცდილბთ დიალოგის დამყარებას იმ სოციალურ ჯგუფთან, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღვიქვამდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს