იყო მშობელი- ნიშნავს საკუთარ თავზე აიღო უზარმაზარი პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის სიცოცხლეზე. აუცილებელია უამრავი წესის დაცვა, რათა თქვენი შვილი იზრდებოდეს უსაფრთხო გარემოში, იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. მშობლები ბავშვების აღზრდისას კონცენტრირებულები არიან სხვადასხვა ასპექტებზე. არაფერია იმაში გასაოცარი, რომ მათ შვილის ცხოვრების რომელიმე მომენტი გამოერჩეთ მხედველობიდან. ზოგჯერ აღმოცენდება ხოლმე კრიტიკული შემთხვევებიც, როცა ახლობელი ადამიანის რჩევა აუცილებელია.
ბავშვების აღზრდისადმი მიდგომა
დედობა – რთულია, მუდამ სიმშვიდე გამოიჩინო ხოლმე, როცა შენს გვერდით აქტიური და სიცოცხლით სავსე ბავშვია. საკმარისია, რომ პატარა უბრალოდ წაიქცეს, რომ მშობელს შიშით გული უსკდება.ასე ზრდიდა ტანგოც თავის ქალიშვილს. ქეთის რამდენიმე თვეში 7 წელი შეუსრულდება, ის უკვე პირველ კლასში სწავლობს. ვინ იფიქრებდა, სულ ცოტა ხნის წინათ დედას ის ხელჩაკიდებული დაჰყავდა ბაღში. ახლა კი მშობელი აცმევს და ამზადებს შვილს უფრო მაღალი ინსტანციისთვის, თუმცა მღელვარება ამით არ შემცირებულა.ერთი მხრივ, ტანგოს ქმარი მოუწოდებდა, რომ შეეწყვიტა ქალიშვილზე ნერვიულობა, მას ხომ მასწავლებელი აქცევდა ყურადღებას. დედა არც იღევლვებდა, პატარა ნანუკა აკურატული ბავში რომ ყოფილიყო. ის კი საოცრად მოუხერხებელი იყო, ტყუილუბრალოდ ეცემოდა ხოლმე და სერიოზულ ტრავმებს იღებდა. ერთხელ, როცა ნანუკა სკოლაშ იყო, ტანგო მამასთან წავიდა მწნილის მისატანად. ვიდრე ისინი ჩაის სვამდნენ და ტკბილად საუბრობდნენ, დედას ქალიშვილის ტელეფონიდან დამრიგებელმა დაურეკა.
მან გოგონას მშობელს შეატყობინა, რომ ნანუკა თანაკლასელს დერეფანში დაეჯახა და ცხვირის ტრავმა მიიღო. დამრიგებელმა ტანგოს სთხოვა, რომ მალე მისულიყო სკოლაში და ბავშვი საავადმყოფოში წაეყვანა. მამა-შვილი მალევე გაემზადა და სასწავლებისკენ გაქანდა.სკოლაში ტანგო ლამის მუხლებზე დაეცა, როცა ქალიშვილის გაღუნული ცხვირი დაინახა. ნანუკა ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. დედა ეცადა, რომ პანიკაში არ ჩავარდნილიყო, მან დამრიგებელს მადლობა გადაუხადა, გოგონას ხელი ჩაჰკიდა და მანქანისკენ წაიყვანა.
- “-ოჰ, აღმოხდა გახარებულ ბაბუას შვილიშვილის დანახვისას. -უკვე საომარი ჭრილობები გაქვს, თავს როგორ გრძნობ, ჯარისკაცო?
- -ნორმალურად,- უთხრა ნანუკამ, რომელიც მძიმედ სუნთქავდა.
- -ძალიანაც კარგი, ახლა გავისერინებთ და მალე ცხვირი აღარ გეტკინება”.ტანგო ადგილს ვერ პოულობდა. ის ისე ნერვიულობდა, რომ ხელები უცახცახებდა. ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გოგონას ცხვირი მალევე ჩაუსწორეს.
- “-დედა, ახლა ყველაფერი კარგადაა- დაამშვიდა ნანუკამ მშობელი.
- -შესანიშნავია, შვილო, ახლა სახლში წავიდეთ”.ცოტა ხნის შემდეგ ისინი უკვე სახლში იყვნენ. ნანუკა ხელების დასაბანად გაიქცა, ტანგო კი მამამისის გვერდით დერეფანში იდგა.
- “-ახლა შეგიძლია, გული წაგივიდეს, ოღონდ შენს ოთახში- გაეცინა მშობელს.- არასოდეს დაანახო ბავშვს, რომ ძალიან გეშინია. როგორც მშობლებს, მუდმივად უნდა შეგვეძლოს თავის ხელში აყვანა”.
დასკვნა: მოიცავს თუ არა ბევშვების აღზრდის თქვენეული მეთოდი ტანგოს მამის რჩევას? მართალია თუ არა, რომ მშობელმა შვილს არ უნდა დაანახოს თავისი მღელვარება?