სველ ხელსახოცს მივაკრავ ხოლმე ფეხსაცმელს პირდაპირ მაღაზიაში, ვრწმუნდები, რომ გამყიდველი ურცხვად მატყუებს.

17904

ტყავის ნივთებზე დიდი მოთხოვნაა ბაზარზე. პირველ რიგში, მაღალი ხარისხის გამო. ასევე, ისინი სტილურად გამოიყურება და ნებისმიერ იერსახეს წარმატებით ავსებს.თუმცა ყოველთვის როდია გასაგები, თუ რა მასალისგანაა შეკერილი ჩანთა, ფეხსაცმელი ან საფულე. არსებობს ტყავის ნამდვილობის დამადასტურებელი უამრავი მეთოდი, რომელთა ნაწილს მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ.

ტყავის ნივთები

ადრე გაცილებით მარტივი მისახვედრი იყო, ნაკეთობა ნამდვილად იყო თუ არა ტყავისგან დამზადებული. ამას მრავალნაირად აკეთებდნენ: მასალას სრესდნენ და ჭმუჭნიდნენ, ზოგჯერ ყნოსავდნენ კიდეც. მართლაც, ტყავს აქვს სპეციფიკური არომატი, რომელიც არაფერში აგერევათ. თანამედროვე მწარმოებლებმა ისწავლეს მისი ხარისხიანი შემცვლელის დამზადება.დღეს მაღაზიებში წარმოდგენილია ეკო ტყავისგან დამზადებული ნაკეთობების აურაცხელი რაოდენობა. ის თავისი პარამეტრებით ხშირად არც კი ჩამოუვარდება ნატურალურ ტყავს. მეტიც, მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. ასეთ დროს პატარა ხრიკები დაგეხმარებათ. ცნობილია, რომ ნატურალური ტყავი კარგად შეიწოვს სითხეს.საკმარისი ნაკეთობას მიადოთ სველი ხელსახოცი. 10 წამში ტყავზე დარჩება შესამჩნევი კვალი. გაშრობის შემდეგ ის სრულად გაქრება. თუ ეს არ მოხდა, ესე იგი, თქვენს წინაშეა ტყავის შემცვლელი. ნატურალური ინარჩუნებს სითბოს, ხელოვნური კი- არა. მასალის შესამოწმებლად მჭიდროდ მიიკარით იგი ხელის გულზე 15-30 წამით. შემდეგ მიიდეთ იგი ლოყაზე. თუ სითბოს იგრძნობთ, ესე იგი ნივთი ტყავისაგანაა დამზადებული. ასევე ნაკეთობა ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ. ჩვეულებრივ ტყავის ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის მწარმოებლები ტყავის ფირფიტების დაბოლოებებს ნაკერებში მალავენ.

თუ უკვე შეიძინეთ რაიმე ნივთი და მასალის შემოწმება გინდათ, არსებობს სხვა მეთოდიც. აიღეთ წვრილი ნემსი და ჩაჩხვლიტეთ მასალა ყველაზე შეუმჩნეველ ადგიალს. ნამდვილ ტყავში ნემსი მარტივად გაივლის, ეკო ტყავში კი- ჭრიალით.ტყავის ნამდვილობის შემოწმება შეგიძლიათ ნივთზე ზეწოლით ან მასალის გაწელვით. თუ ის სწრაფად უბრუნდება საწყის ფორმას, მაშინ ნამდვილი ტყავია. ასევე იგი არ შეიცვლის ფერს.ნამდვილ ტყავზე ფორები განლაგებულია თვითნებურად და ისინი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ხელოვნური ტყავის შემთხვევაში ფორები ერთნაირია.პასუხისმგებლიანი მწარმოებლები ნაკეთობასთან დამატებით მომხმარებლებს სთავაზობენ მასალის ნიმუშს, რაც სხვადასხვა ფორმის იარლიყია ხოლმე. ასევე მასზე შეიძლება იყოს დატანილი აღნიშვნა. ინგლისურად ნამდვილი ტყავი ითარგმნება, როგორც genuine leather, იტალიურად- vera pelle, ფრანგულად- cuir, გერმანულად კი- echtleder.

რედაქციისგან: რაოდენ ხარისხიანი არ უნდა იყოს ტყავისგან შეკერილი ნივთები, ადამიანები ხშირად უარს ამბობენ მათ შეძენაზე. პატარა ნაბიჯებით სამყარო უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას ავლენს ცხოველებისადმი.გვჯერა, რომ ადამიანები უფრო გაცნობიერებულები გახდებიან. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ატაროთ თუ არა ტყავის ნაკეთობა. სხვათაშორის, თუ ამ მასალის ნამდვილობის შემოწმების სხვა მეთოდებიც იცით, გაგვიზიარეთ ისინი კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს