ხანდაზმულები თავადვე არიან დამნაშავენი, რომ ზრდასრული შვილები არც ტელეფონზე ურეკავენ და არც მათ მოსანახულებლად დადიან. უბრალოდ საჭიროა საკუთარ ქცევაში რამდენიმე მომენტის შეცვლა.

540

ხანდაზმულ ასაკში ადამიანი სულ უფრო მძაფრად განიცდის მარტოობას. ამის გამომწვევი მიზეზები უამრავია: პენსიაზე გასვლა და კოლეგებთან ურთიერთობის გაწყვეტა, ჯანმრთელობის პრობლემები და ხასიათის გაუარესება, სამყაროსადმი კონსერვატიული ხედვები და ფსიქიკური თავისებურებები. შედეგად, ზოგჯერ ახლობლებიც კი ამჯობინებენ დისტანციის დაჭერას.მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ მამაკაცის ისტორიას, რომლესაც დედასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. ახლა ზრდასრული ვაჟი ვერ ხვდება,  ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანებიც კი სიბერეში როგორ ხდებიან აუტანლები.

ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები

“დედასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა: ადრეულ ბავშვობაშიც, სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. მიჭირს გახსენება, ბოლოს როდის ვიკამათეთ. ოჯახში ყველაფერს შეხმატკბილებულად ვაკეთებდით”- იხსენებს 35 წლის ომარი.

“მენატრება ის დრო, მაშინ დედა სხვა ადამიანი იყო. იგი ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, უამრავი საქმე ჰქონდა, ყველა აფასებდა, განსაკუთრებით, სამსახურში. ის მამას გაშორდა, შემდეგ კი სხვა მამაკაცს გაჰყვა ცოლად. დედა ქალიშვილის მოვლასაც და საბუღალტრო კურსების გავლასაც ახერხებდა. არცაა გასაკვირი, რომ იგი მალევე დააწინაურეს სასახურში. მე უსაზღვროთ ვამაყობდი მისით.შემდეგ დედას ხელფასი შეუმცირეს, იგი ნერვიული გახდა. ის და მამინაცვალი ხშირად ჩხუბობდნენ, მალე მან ოჯახი მიატოვა. დედა კიდევ უფრო პირქუში და საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდა, სამსახურიც დაკარგა. ჩემი ნახევარდა სკოლის დამთავრებიც შემდეგ სხვა ქალაქში გადავიდა, მეც მოშორებით ვცხოვრობდი. დედა წუხდა იმაზე, თითქოს შვილებმა მიატოვეს და მისი ამბავი აღარ აინტერესებდათ.დედა მხოლოდ 55 წლისაა, თუმცა მას ვეღარ ვცნობ. მან დაკარგა ცხოვრების უწინდელი ხალისი და ჩუაქრა შინაგანი ცეცხლი. ის ბევრ რჩევას მაძლევს, წუხს, რომ პერსპექტიული სამსახური არ მაქვს. მასთან ყოველი სტუმრობის შემდეგ დანაშაულის გრძნობა მოსვენებას არ მაძლევს. საკუთარ თავს ვიწყევლი, რომ უფრო ხშირად არ ჩავდივარ მის მოსანახულებლად. ერთხელ კურორტის საგზური ვაჩუქე, მას კი ეწყინა და ბრალი დამდო, რომ მხოლოდ მის მოშორებაზე ვფიქრობდი.მას არაფერი აინტერესებს, თითქოს ყველაფმა მნიშვნელობა დაკარგა. სამსახურის შემდეგ დედა მთელს საღამოს უაზრო გადაცემების ყურებაში ატარებს. ვერ ვხვდები, ასეთი განათლების, გამოცდილებისა და პეფექციონიზმის მქონე ადამიანი ამაზე როგორ ხარჯავს ძვირფას დროს”,- გაურკვევლობაშია ომარი.

ფსიქოლოგები გვახსენებენ, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანები, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში ინარჩუნებენ ცხოვრებისადმი ინტერესს და ვნებას, არ ხდებიან მარტოსულები. მათ საკმარისად აქვთ გატაცებები. სამსახურის და ჰობის ქონა, ასევე თანამოაზრეების ყოლა სჯობს ახლობლებისგან დადებითი ემოციების მოთხოვნას და სანაცვლოდ არაფრის გაღებას. თუ პიროვნება რჩება საინტერესო და სიცოცხლით სავსე თანამოსაუბრე, გარშემომყოფები მისკენ მიისწრაფვიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს