სამწუხაროა, რომ სკოლაში ფინანსურ წიგნიერებას არ ასწავლიან, როგორც ცალკე საგანს. უკვე დიდი წარმატებაა, თუ მშობლები უხსნიან შვილებს ფულთან ურთიერთობის წესებ. სამწუხაროდ, ეს ყველა ოჯახში როდი ხდება. ზოგჯერ ზრდასრულებმაც კი არ ვიცით, თუ როგორ მოვიქცეთ ზოგიერთი ფინანსური პრობლემის აღმოცენების შემდეგ. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გასწავლით, თუ როგორ უნდა დაუმეგობრდეთ ფულს და აღარასოდეს დაგედოთ ვალები!
საბავშვო ფინანსური წიგნიერება
ბევრს გამოადგა ცხოვრებაში უმაღლესი მათემატიკა? ერთეულებს. ფულთან კი ნებისმიერ ადამიანს აქვს შეხება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მაშინ რატომ არ ასწავლიან ფინანსრუ წიგნიერებას ადრეული ასაკიდანვე? შესაძლოა, იმიტომ, რომ გლობალურად ეს არაა მომგებიანი ეკონომიკისთვის. ახლა გაგიზიარებთ ფინანსური წიგნიერების რჩევებს.დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავეთ! ეცადეთ გადადოთ ხოლმე თანხა! დააფიქსირეთ შემოსავალი და ხარჯები. საკმარისია ეს ცხრილი აღრიცხოთ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ შეძლოთ უსარგებლო ხარჯების და იმპულსური შენაძენების განსაზღვრა.ხელფასის აღებისთანავე გადადეთ თანხა აუცილებელი ყოველთვიური გადასახადებისთვის, შეგიძლიათ ისინი კატეგორიებადაც კი დაყოთ. გადახდისას გამოიყენეთ საბანკო ბარათი, ეს ნამდვილად უფრო მოსახერხებელი და მომგებიანია. არ დაგავიწყდეთ ლოიალურობის სისტემა და ქეშბექები.გააკეთეთ მხოლოდ გაცნობიერებული შენაძენი. მაღაზიაში წასვლამდე აუხსენით ბავშვს, თუ რატომ აპირებთ კონკრეტული პროდუქციის განსაზღვრული რაოდენობით შეძენას, ასევე იმსჯელეთ მათ ხარისხსა და ფასზე. ყურადღება მიაქციეთ დამზადების ვადებს. დაისახეთ მიზნები, რისთვისაც დაზოგავთ ფულს. მაშინ თქვენს ქმედებებს ექნება მინიჭებული მნიშვნელობა.
“ფული- ბოროტებაა”, “ბევრი ფულის შოვნას დიდი შრომა სჭირდება”, “საკუთარ შრომას მაღალ ფასს ვერ დავადებ, ამის ღირსი არ ვარ”, “პატიოსანი შრომით გამდიდრება შეუძლებელია”. ესენი შეზღუდული მტკიცებებია, რომლებიც ბავშვობიდან იღებს სათავეს. უხშირესად სწორედ აზროვნება განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. გთავაზობთ ამ აზრობრივი ვირუსებისგან გათავისუფლებას! გაანალიზეთ მათი რაობა, შემდეგ კი ჩამოწერეთ მათი საპირისპირო თეზისები. თუ მათ ყოველდღიურად ხმამაღლა წაიკითხავთ, ტვინი მოახდენს ახალ დადგენილებებზე ფოკუსირებას და გაჩნდება ახალი ნეირონული კავშირები. რასაკვირველია, ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ მათი გამომრიცხავი მაგალითებიც, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს რეალობის მხოლოდ მცირე ნაწილია. ერიდეთ ფინანსურ პირამიდებს, მათ შეიძლება დაახარჯოთ მთელი დანაზოგი ერთ ჯერზე. გახსოვდეთ, რომ რისკები გამართლებული უნდა იყოს!”გადაუხადეთ ფული საკუთარ თავს!”- ერთ-ერთი მთავარი ფრაზაა ბესტსელერიდან “ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში”. იგი შეეხება ოცნებისთვის ან მიზნისთვის ფულის გადადებას. კიდევ ერთი რჩევა: ყველგან ერიდეთ რეკლამებს, რათა ზედმეტი არაფერი იყიდოთ.გახსოვდეთ, რომ საყვარელი საქმე გაცილებით ბევრ ფულს მოგიტანთ ხანგრძლივ პერსპექტივაში, სამსახურში არ გადაიწვებით.
ფრაზა “ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ” ხსნის ზრდასრული ადამიანების წარუმატებლობების მრავალ საიდუმლოს. საბავშვო ფინანსური წიგნიერება- აუცილებელი საგანია, რომელიც პატარას ადრეული ასაკიდანვე უნდა შეასწავლოთ. აუხსენით ბავშვს, თუ საიდან გაქვთ ფული. განუმართეთ, რომ ის არ ცვივა ციდან და ამიტომ თანხა გონივრულად უნდა დაიხარჯოს. პირად მაგალითზე აჩვენეთ შვილს, თუ როგრო შეიძლება ეკოლოგოიურად საკუთარი კეთილდღეობის გაზრდა.ვიმედოვნებთ, რომ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ ფულის გამრავლებაში!