უკვე მეათე წელია დაბადების დღეს იტალიაში მარტო აღვნიშნავ, შვილებს სულ არ ეჩქარებათ ჩემი სახლში დაბრუნება.

0
7724

“ძალიან გადავიღალე და უბრალოდ სახლში დაბრუნება მსურს, მაგრამ ჩემს შვილებს ეს არ ესმით.” – შემოგვჩივლა ქალბატონმა ელენემ. 10 წლის წინ ის სამუშაოდ წავიდა იტალიაში და მთელ ფულს ოჯახს უგზავნიდა. როდესაც დაბრუნების სურვილი გამოთქვა, შვილებს არ ესიამოვნათ. რატომ არიან მისი ზრდასრული შვილები დედის დაბრუნების წინააღმდეგნი და რა გადაწყდა საბოლოოდ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

მინდა სახლში დაბრუნება

“იტალიაში სამუშაოდ პრობლემების გამო წავედი, ჩემს ოჯახს დახმარება სჭირდებოდა. ქმარი უეცრად გარდაიცვალა, ბოლომდე ვიბრძოლეთ მის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოვიდა.დავრჩი ორ ვაჟთან ერთად მარტო. თავიდან როგორღაც გაგვქონდა თავი, მაგრამ შემდეგ უფროსმა შვილმა ცოლი მოიყვანა და ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად, უმცროსმა კი სახლში მოიყვანა მეუღლე. დემეტრესთან და მის ცოლთან ერთად ბებია და ბაბუა ცხოვრობდა და ძალიან ვიწროდ იყვნენ.უმცროსი შვილი კი წუწუნებდა, რომ ჩვენი სახლი სარემონტო იყო და ამის საშუალება არ ჰქონდა. ერთ დღეს იტალიაში სამუშაოდ წასვლა შემომთავაზა. მითხრა, რომ ახლობლები ჰყავდა და დამეხმარებოდნენ სამსახურის შოვნაში. მეც მომეწონა ეს აზრი და გავფრინდი.ვფიქრობდი, 2-3 წელიწადში უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, უცხო ქვეყანაში 10 წელი დავყავი. ვუვლიდი მოხუცებს და მთელს შემოსავალს შვილებს ვუგზავნიდი. დემეტრემ ცალკე სახლი იყიდა, ვახომ კი საუკეთესო რემონტი გააკეთა.მთელი მონდომებით ვმუშაობდი, ამას ხომ ჩემი შვილებისთვის ვაკეთებდი? თუმცა, როდესაც დაბრუნების სურვილი გამოვთქვი, არ ესიამოვნათ.

მწარე სიმართლე – მე კი უბრალოდ სახლში დაბრუნება მინდოდა. 60 წელს მივაღწიე და ჩემიანები მენატრებოდნენ. ვოცნებობდი, როგორ შევიკრიბებოდით ყველანი ერთად და მოვესიყვარულებოდით ერთმანეთს. შვილებთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ იქ არავინ მელოდებოდა. მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ, მეტი არაფერი.პრობლემა კიდევ ის იყო, რომ ქალი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვუვლიდი, გარდაიცვალა და უმუშევარი დავრჩი. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა მასთან გადასვლა და ახალი სამსახურის შოვნაში დახმარება, მაგრამ სახლში მინდა.ჩემი დაბადების დღე მარტომ გავატარე. შვილებმა და რძლებმა დამირეკეს და მომილოცეს, ჩემი 3 წლის შვილიშვილიც მანახეს, რომელიც ახლოდან არასდროს მინახავს. იმ დღეს კიდევ უფრო დავითრგუნე.ეხლა აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. აღარ მიდა მხოლოდ ფულის ტომარა ვიყო. იმის თქმაც მეშინია, რომ აღარ დავეხმარები, მერე შვილიშვილით დაიწყებენ მანიპულირებას და აღარ მანახებენ.

რედაქციისგან: საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული დედების ამბები ყოველთვის მძიმე მოსასმენია. ქალბატონი ელენე იმ სიტუაციის ტყვე გახდა, რომელიც თავად შექმნა. თავიდან რას წარმოიდგენდა, შვილები ცუდად რომ ისარგებლებდნენ მისი სიკეთით. არადა ყველაფერი იმ წუთიდან იყო ნათელი, როდესაც მისმა ვაჟმა იტალიაში გამგზავრება შესთავაზა.საინტერესოა, სინამდვილეში სად მიდიოდა მისი გამოგზავნილი ფული. მხოლოდ რემონტში და ბინის საყიდლად? რა მოხდება, თუ ელენე გაუფრთხილებლად დაბრუნდება სახლში, ან დარჩება და შეწყვეტს შვილების დახმარებას?  თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.