თუ დეკემბერა აყვავდება დეკემბერში, ოჯახს მთელი წელი ფული არ მოაკლდება, ვახდენ მისი ზრდის სტიმულირებას ყველა შესაძლო მეთოდით!

1254

ლამაზი ხედი ფანჯრიდან მუდამ ახარებს ადამიანის გულს. ძალიან ლამაზად გამოიყურება დეკაბრისტის კოკრები და ის დამსახურებულად სარგებლობს პოპულარულობით.ამასთან, საყვავილის იერსახის გაუმჯობესებაც შეიძლება, რომ ერთმა ყლორტმა გამოისხას კიდევ უფრო მეტი კვირტი, რასაც შესანიშნავი შესახედაობა აქვს. რასაკვირველია, საჭიროა გარკვეული ცოდნა და ეშმაკობა. თუმცა შედეგი ამად ღირს: კარგად გაფორმებული ფანჯრის რაფა ყოველთვის აუმაღლებს განწყობას შრომისმოყვარე დიასახლისს.

დეკაბრისტის კვირტები

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რათა დეკაბრისტმა წელიწადში ორჯერ იყვავილოს. პირველი უფრო “ხალხურია”, მეორე კი ყველაზე ზარმაც დიასახლისებსაც ესადაგება. თუმცა ასეთ შემთხვევაში წარმატებული შედეგის 100%-იან გარანტიას ვერავინ მოგცემთ. პირველ რიგში, უფრო სანდო ხერხზე ვისაუბრებთ.დეკაბრისტის მეცნიერული სახელწოდებაა შლუმბერგერმა. აუცილებელია მან განიცადოს მოყინვა, ამგვარად მცენარე უფრო ძლიერი და ამტანი ხდება. დაბალი ტემპერატურა დეკაბრისტისთვის კარგი გამოცდაა, რადგან მისი სიცოცხლის მთავარი მიზანი ყვავილების გამოსხმაა.ზაფხულის დასაწყისიდან მცენარე აივანზე გაიტანეთ. თუ ის მზიან მხარესაა, მაშინ სჯობს უფრო ჩრდილიანი ადგილი შეარჩიოთ. ამ შემთხვევაში შლუმბერგერი სუფთა ჰაერზე შეგიძლიათ დატოვოთ ზამთრის დადგომამდეც კი.

ასეთი გამოწრთობის დროს დეკაბრისტი იღებს კარგ სტარტს დიდი რაოდენობით კვრიტების გამოსხმისთვის. უფრო კომფორტული ტემპერატურული პირობები გაანებივრებს ყვავილს. მისი წვენი და მასაზრდოებელი ნივთიერებები ნაწილდება ღეროებში.თუ არ გყოფნით დრო იზრუნოთ მცენარის ჯანმრთელობაზე ცივ აივანზე, გირჩევთ სხვა მეთოდს. გამოიყენეთ ჩვეულებრივი სასუქები. დეკაბრისტი კარგად ეხმაურება ნებისმიერი სახის სასუქი. ამ შემთხვევაშიც კი საჭიროა იმი ცოდნა, თუ რით უნდა გაანოყიეროთ ყვავილი.დეკაბრიტის შემთხვევაში სჯობს გამოიყენოთ ფოსფორის, მაგნიუმის და კალიუმის შემცველი სასუქი. “კაქტუსების” ვარიანტში პირველი ელემენტი უნდა ჭარბობდეს. “აყვავილებული მცენარეების” შემთხვევაში აუცილებელია კალიუმის სათანადო შემცველობა.

ფოსფორი და მაგნიუმი ხელს უწყობს ფესვების სისტემის განვითარებას. რაც შეეხება ყვავილების ზრდას, ამ დროს წამყვანი ელემენტი კალიუმია. სასუქი უნდა შეიტანოთ ორჯერ იმ პერიოდში, როცა ხდება შლუმბერგერის გამოწრთობა.პირველად სასუქი შეიტანეთ შემოდგომის დასაწყისში, იმ დროს, როცა ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს ზაფხულის შემდეგ. მეორე განოყიერება ხდება კვირტების მოსხმის პირველი ნიშნების გამოვლენისას. დოზირებას რაც შეეხება, 10 მლ ნივთიერება გახსენით 1 ლ წყალში.თუ მიჰყვებით შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციას და გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, ზამთარში დეკაბრისტს ექნება ძლიერი ფესვი. ლამაზი ყვავილების სიუხვე გულს სიხარულით და სიამაყით აგივსებთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, ყველაფერი გამოგივათ. საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი მოთმინება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს