კანალიზაციის სოდით გაწმენდა დაგეხმარებათ მილების გაჭედვის დროს. ასეთი რამ ხშირად ხდება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგი წვრილი მავთულით ცდილობს პრობლემის მოგვარებას, ზოგს კი ალტერნატიული საშუალებები ურჩევნია.
კანალიზაციის გაწმენდა სოდით
ასეთი შემთხვევისთვის სახლში უნდა გქონდეთ სპეციალური საშუალებები, მაგრამ საყოფაცხოვრებო საშუალებები ყოველთვის არ მუშაობს.მთავარია, არ მიაყენოთ ზიანი საკუთარ სახლს და ხალხური მეთოდის გამოყენებით ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს – არ ქონდეს ეფექტი. მაშინ უკვე შეიძლება უახლოეს მაღაზიაში გასვლა და ქიმიური საშუალების ყიდვა. კანალიზაციის წმენდის რა ხერხს წავაწყდებით სოციალურ ქსელში? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.
ექსპერიმენტალური მეთოდი – ინტერნეტის მომხმარებლები გვთავაზობენ საინტერესო ხრიკს. უნდა ჩაყაროთ გაჭედილ მილში სოდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი სოდა. ის უნდა დამუშავდეს ტაფაზე. აიღეთ 200 გრ. საჭმელი სოდა და დაყარეთ ცხელ ტაფაზე. დაამუშავეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. ამ დროს გამოიყოფა აირები. ამიტომ ღია გქონდეთ ფანჯარა და ანიავეთ.შემდეგ სოდა ჩაყარეთ მილში და გააჩერეთ 1-2 საათი, შემდეგ ცოტა ხნით მოუშვით ონკანი. ამ ხერხს თავისი მოწინააღმდეგეები ჰყავს. ისინი თვლიან, რომ სოდით მილის გაწმენდა შეუძლებელია და ძმრის დამატებას გვირჩევენ. თვლიან, რომ ეს მეთოდი უფრო ეფექტურია.
სპეციალური საშუალებები –გაითვალისწინეთ, რომ სახლში მუდამ გქონდეთ მილების გასაწმენდი სპეციალური საშუალებები და სულ არ არის აუცილებელი ძვირიანების ყიდვა. მაღაზიის თაროებზე იყიდება არანაკლებ ეფექტური იაფიანი ვარიანტებიც.კარგად მუშაობს ნატრიუმის კარბონატი დ კაუსტიკური სოდა. საჭმელი სოდისგან განსხვავებით, ისინი ბევრად ეფექტური და ძლიერი საშუალებებია. ეს ნივთიერებები აზიანებს კანს, ამიტომ აუცილებლად იმუშავეთ ხელთათმანებით. მოარიდეთ თვალებს და გამოიყენეთ ნიღაბი.
კანალიზაციის სწრაფი წმენდა სოდით: ორი ხელმისაწვდომი ხერხი – კალცირებული სოდა გამოიყენება სანტექნიკის, ჭუჭყიანი ფილების, მიმწვარი ცხიმის, ობის მოსაცილებლად. ის კარგად უმკლავდება გაჭედილ მილებს. გააზავეთ 2 ს/კ ნატრიუმის კარბონატი 1 ჭიქა მდუღარე წყალში და ჩაასხით მილებში.ნატრიუმის ჰიდროქსიდი საკმაოდ აგრესიული ნივთიერებაა. იმუშავეთ ხელთათმანებით, მოარიდეთ თვალებს და სასუნთქ გზებს. კაუსტიკური სოდა მარტივად შლის ცხიმებს, ნამწვავს, ნადებს. შეურიეთ ის ნებისმიერ სარეცხ საშუალებას, დაამატეთ ცოტა წყალი ფაფისებური მასის მიღებამდე და ჩაუშვით მილში.კაუსტიკური სოდა კარგად უმკლავდება ორგანულ ნივთიერებებს, რაც ყველაზე ხშირად ხდება მილების გაჭედვის მიზეზი: თმები აბაზანაში, საჭმლის ნარჩენები სამზარეულოს ნიჟარაში და სხვა. გაითვალისწინეთ, რომ კაუსტიკური სოდის რეაქციის დროს გამოიყოფა სითბოს დიდი რაოდენობა და ყველა მილი ვერ უძლებს ამას. ალუმინის ზედაპირები, პლასტმასი ან ცინკის მასალა შეიძლება დაზიანდეს.კაუსტიკური სოდით გაწმენდის დროს გაჭედილ მილში ჩაუშვით მდუღარე წყალი, შემდეგ ჩაყარეთ სოდა და ბოლოს ცივი წყალი. 2-3 საათის შემდეგ დიდი ნაკადით მოუშვით ცივი წყალი.
პირველ რიგში, სიფრთხილე – ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობის დროს იყავით მაქსიმალურად ფრთხილად. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, გამოუძახეთ ხელოსანს. მუშაობის დროს გამოიყენეთ ხელთათმანები და ნიღაბი, ყველაფერი აკეთეთ მაქსიმალურად ყურადღებით და ფაქიზად.თქვენ რა საშუალებებს იყენებთ მილების გაჭედვის დროს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.