ავტო აქსესუარები, რომელზეც ფულის ჩარეცხვა სირცხვილია.

0
252

მამაკაცებს უყვართ თავიანთი ავტომობილები. ბევრ მათგანს არ ენანება ფული აქსესუარებისთვის, რაც რკინის მეგობარს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. თუმცა ყველა მათგანი როდია ერთნაირად სასარგებლო. იმ ნივთების უმეტესობა, რაც ავტომობილის სალონზე ჩნდება, არაა მათში გადახდილი თანხის შესაფერისი.

საავტომობილო აქსესუარები

  • ჰაერის იონიზატორები – თანამედროვე ჰაერის იონიზატორის პროტოტიპი შეიქმნა საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1931 წელს. დღემდე არ არებობს ერთმნიშვნელოვანი სამეცნიერო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება ჰაერის გაჯერება ჟანგბადის იონებით.
  • თერმო საფხეკები – ხშირად იყიდება ავტომობილის მინების საწმენდი საფხეკები, რომლებიც ცხელდება. ასეთი გაჯეტი მარტივად უმკლავდება ყინულის სქელ ფენას ისე, რომ არ ფხაჭნის მინას. მსუბუქად რომ ვთქვათ, ავტომოყვარულების უმრავლესობა არაა აღტაცებული ამ სიახლით. ფაქტობრივად, ესაა ჩვეულებრივი მექანიკური საფხეკები, რომელსაც გამათბობელი ელემენტის ნაცვლად აქვს საეჭვო დანამატი.”ელემენტი სწრაფად ხურდება, თუმცა საფხეკი ამის გამო არ ცხელდება. თავად ხელსაწყო ცივი რჩებოდა, სპირალი კი მხურვალე იყო. ცხადია, მან ყინული ვერ გაალღო…” – წერს თერმო საფხეკის ერთ-ერთი ბედნიერი მფლობელი.
  • ვენტილატორები – იყო დრო, როცა ავტოვენტილატორი მანქანის სალონის შეუცვლელი ნაწილი იყო. დღეს სიტუაცია უკვე შეცვლილია.თანამედროვე ავტომობილების უმრავლესობა უზრუნველყოფილია კონდიციონერით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი მოწყობილობის შეძენა ფულის ფუჭად გადაყრა იქნება.
  • ექვალაიზერები უკანა მინაზე – “ეს ავტომობილის ტუნინგის თანამედროვე და იაფიანი ელემენტია, რასთან ერთადაც თქვენი მანქანა არასოდეს დარჩება შეუმჩნეველი”, – გვამცნობს რეკლამა. ექვალაიზერი არ უნდა მიაერთოთ მაგნიტოფონს, მასში ჩამონტაჟებულია ხმის სენსორი. უნდა გესმოდეთ, რომ მუსიკალური გაჯეტის დაყენება შეგიზღუდავთ თვალთახედვის არეს უკანა მინიდან.
  • ანტი რადარი – ბევრი ავტომოყვარული ამბობს, რომ ამ მოწყობილობის წყალობით უამრავი ფული დაზოგა ჯარიმებზე. სხვები წუწუნებენ უსასრულო მცდარ ამოქმედებებზე. ამასთან, თანამედროვე ანტი რადარს მარტივად ჩაანაცვლებს სმარტფონის აპლიკაცია.
  • საცობები უსაფრთხოების ღვედის ბუდისთვის – თანამედროვე მოდელების ავტომობილებში დაყენებულია სენსორები, რომლებიც გვამცნობენ, როცა უსაფრთხოების ღვედი ამოვარდნილია ბუდიდან. სისტემის გასაცურებლად და ინდიკატორის გამაღიზიანებელი ციმციმისგან თავის ასარიდებლად, ზოგიერთი ავტომოყვარული ხელსაწყოთა დაფაზე ამაგრებს საცობს.

ადამიანთა ნაწილი ვერ ხედავს რაიმე სარგებელს ღვედის გაკეთებისგან, სხვებს ჰგონიათ, რომ უსაფრთხოების ბალიშები ნებისმიერ შემთხვევაში გადაარჩენს. სპეციალისტები დაიღალნენ იმის გამეორებით, რომ ისინი უსაფრთხოების დამატებითი ზომაა. თუ პიროვნებას არ უკეთია ღვედი, ამოქმედებული საჰაერო ბალიშის სუჩქარე სუმირდება ინერციულთან. ამ დროს ადამიანს მანქანის წინა მხრიდან დაჯახების შემთხვევაში არ აქვს გადარჩენის შანსი.