საჭიროა თუ არა სამზარეულოს კარადის გატეხვა იმისათვის, რომ გამოიღოთ ჩინური ფაიფურის სერვიზი?

477

დიასახლისებს სამზარეულოში ყოველთვის ბევრი ჭურჭელი აქვთ. თეფშები ყველა ხარისხის და ფერის, სადილის ნაკრები, სამზარეულოს ტექნიკა და სხვა საინტერესო რამ. აქ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი პუნქტი – მათი სწორი განლაგება სამზარეულოს სივრცეში.

ბევრი ჭურჭელი

ახლო წარსულში ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. რამდენიმე თეფში გაიჭედა კარადის თაროსა და შუშის კარს შორის. რა უნდა გაკეთდეს ამ სიტუაციაში? შეველიოთ მემკვიდრეობას, გავაღოთ კარი და გვერდზე გავიწიოთ? სიტუაცია ნამდვილად სადაოა და გათვლილია ადამიანის მოხერხებულობასა და მოსაზრებულობაზე.რაც დაგეხმარებათ ზედმეტი ნივთების მოცილებასა და სწორ ორგანიზებას სამზარეულოს სამუშაო კუთხეში. სუფთა სამზარეულოში ყოფნა დიდი სიამოვნებაა და გამონახეთ დრო და გადაყარეთ ყველაფერი ზედმეტი. არ დაგენანოთ გაბზარული ან ამოტეხილი თეფშები და ჭიქები, ის, რასაც საერთოდ არ ხმარობთ, გაფუჭებული სამზარეულოს ტექნიკა.

ახალი ავეჯი – რა ხდება მაშინ, თუ სამზარეულო ძალიან ძველია, ან პატარაა იმდენად, რომ სახლის პატრონებს არ უყვართ იქ ყოფნა. ასეთ სამზარეულოში რამეს მომზადება დიდი გამოცდაა. აქ კარგი გამოსავალია პატარა რემონტი და თითოეული კუთხის ეკონომიურად და სწორად გამოყენება.კარგად გააანალიზეთ, როგორ შეიძლება თქვენი სამზარეულოს ფართის ოპტიმიზაცია. შესაძლებელია თაროების უფრო მაღლა აწევა, ნივთებისთვის სხვა ადგილის მოძებნა და ადგილის გამოთავისუფლება. ერგონომიკა – ეს მოხერხებულობა და პრაქტიკულობაა.მაგალითად, გაგიგიათ სიტყვათა შეთანხმება “სამუშაო სამკუთხედი სამზარეულოში.” ანუ, სამზარეულო, გაზქურა და ონკანი უნდა ქმნიდეს სამკუთხედს და ახლოს იყოს ერთმანეთთან. ეს სამკუთხედი უადვილებს საქმეს დიასახლისებს.

სივრცის ორგანიზება – დაყავით თქვენი სამზარეულოს ინვენტარი სამ ნაწილად: ის, რასაც იყენებთ ყოველ დღე, რასაც იყენებთ ხშირად და რასაც იყენებთ იშვიათად. ასე უკეთ განკარგავთ ჭურჭელს, რომელიც საერთოდ უნდა გაიტანოთ სამზარეულოდან. შეიძინეთ სპეციალური ორგანაიზერი სასადილო ნაკრებისთვის, დაფის სადგამები, ქვაბები და ჭიქები. საერთო ჯამში, ყველაფერს თავისი კონკრეტული ადგილი უნდა ჰქონდეს.თუ სამზარეულო პატარაა, გააკეთეთ შიდა თაროები, მოძრავი ყუთები, ან მოძრავი თაროები.

ბევრი ჭურჭელი სამზარეულოში – უპირატესობა მიანიჭეთ კარგად ორგანიზებულ სამზარეულოს ავეჯს, რომელიც დაგეხმარებათ მეტი თავისუფალი ადგილის ათვისებაში. მაგალითად, დაკიდული კარადები ჟალუზებით. ეს სპეციფიკური გასაწევი ელემენტი. შეგიძლიათ კედელზე გააკეთოთ მაგნიტის მექანიზმები. მასზე შეგიძლიათ დაამაგროთ რკინის ნივთები, დანები.შეეცადეთ გამოიყენოთ თითოეული სანტიმეტრი სამზარეულოს სივრცეში. განსაკუთრებით ისეთი ადგილები, რომელიც ნაკლებ ყურადღებას იქცევს. მაგალითად, კარადა, სადაც დგას სარეცხი მანქანა. თუ ცოტას მოინდომებთ, სამზარეულო ყველაზე მოსახერხებელი და მყუდრო ადგილი გახდება თქვენს სახლში.

თქვენ როგორი სამზარეულო გაქვთ, როგორ ახერხებთ მის სწორად ორგანიზებას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს