არავისთვისაა საიდუმლო, რომ პოლიეთილენის პარკები აბინძურებს გარემოს და იხრწნება ასეულობით წლის განმავლობაში. ყველა კუთხიდან ჟღერდება მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გაცნობიერებული მოხმარების მხარეზე უნდა გადავიდეთ. ამის მიუხედავად, ადამიანებს მაღაზიებიდან გამოსვლისას ხელთ უჭირავთ გამჭვირვალე უწონო “დამხმარეები”, რომლებიც მომდევნო დღესვე აღმოჩნდება ნაგვის ურნებში. ნუთუ ასე რთულია პარკების ჩანაცვლება? მოცემულ სტატიაში შევეცდებით ეს საკითხი ერთად გავარკვიოთ!
რითი ჩავანაცვლოთ პარკები
ევროპის განვითარებული სახელმწიფოების მაცხოვრებლების წინაშე უკვე დიდი ხანია აღარ დგას არც პარკებთან და არც პლასტმასის ნარჩებთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა. ამ კუთხით ჩვენ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.მაგალითად, ამას წინათ უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი “უკრაინის ტერიტორიაზე პოლიეთილენის პარკების შეზღუდული ბრუნვის შესახებ”. მოსახლეობა გაურკვევლობაშია, ბევრი უჩივის კიდეც მთავრობას, რადგან ისინი სანაცვლოდ არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობენ. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რით შეიძლება ჩავანაცვლოთ პარკები.
- ნაქსოვი ჩანთები – ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი ვარიანტია- ნაქსოვი ჩანთები. მათში შეგიძლიათ ჩააწყოთ ხილი, ბოსტნეული და ნებისმიერი ფხვიერი პროდუქტი.როგორც წესი, მწარმოებლები ამზადებენ მრავალჯერად ჩანთებს ბადისებრი უწონო ქსოვილისგან. ისინი მარტივად დაგავიწყებთ პარკებს. თუ არ გსურთ ფულის დახარჯვა, შეგიძლიათ ჩანთები თქვენი ხელით მოქსოვოთ. სახლში უსათუოდ გექნებათ შემონახული ძველი უსარგებლო ტიული.
- კონტეინერები – უკვე გავარკვიეთ, რაში შეიძლება ჩავაწყოთ ხილი, ბოსტნეული და ფხვიერი პროდუქტები, თუმცა რა ვუყოთ თევზსა და ხორცეულს? მაგალითად, უკრაინაში არ იკრძალება მათი ჩალაგება თხელ პოლიეთილენის პარკებში. საუკეთესო ალტერნატივად მაინც კონტეინერები გამოდგება. ოღონდ არ გაგაკვირვოთ გამყიდვლის გაოცებისგან გაფართოებულმა თვალებმა. ყველას არ შეუძლია აიღოს თავისი ჭურჭელი, დადოს იგი სასწორზე და დააჭიროს განულების ღილაკს. თუმცა ხელი არ ჩაიქნიოთ! პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყოველთვის შეიძლება საკუთარი მიზნის მიღწევა.პარკების გამოყენებაზე საყოველთაო უარმა შეიძლება კიდევ ერთი პრობლემა გამოიწვიოს. სად შეიძლება ჩააწყოს ადამიანმა მაღაზიაში ან ბაზრობაზე ნაყიდი პროდუქტები? შოპერები ხსნად მოგევლინებათ, ისინი დიდ წონას უძლებს.
- ნაგვის პარკები – უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, გაყიდვაში რჩება ნაგვისთვის განკუთვნილი ბიოპაკეტები. ისინი იხრწნება ბუნებრივი წარმოშობის ელემენტებად. თუმცა არიან კი ადამიანები მზად შედარებით ძვირი გადაიხადონ ეკოლოგიისთვის? ნაგვის პარკების ჩასანაცვლებლად საუკეთესო ვარიანტია სიმინდის სახამებლისგან დამზადებული პარკები. სხვათაშორის, ეს კარგი ინვესტიციაა ჩვენი პლანეტის მომავლისთვის.
- პირადი გამოცდილება – უკანასკნელი რამდენიმე წელი ვახარისხებ ნარჩენებს, ვიყენებ ნაქსოვ ჩანთებს. კაფეში საკუთარი მრავალჯერადი ფინჯანი მიმაქვს ხოლმე. ბაზრობაზე ლობიოს ან ნიგოზს ქაღალდის პაკეტებში ვაყრევინებ ხოლმე.
ვიდრე ადამიანები შინაგანად არ შეიცვლებიან, ისინი არ დაიწყებენ გავლენის მოხდენას იმაზე, რაც მათ გარშემო ხდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია დაგეხმარებათ, რომ გააცნობიეროთ თქვენი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.