რისთვის აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირში მოხრილ კოვზებს

2347

ხანდახან ყველზე ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთებს შეუძლიათ საინტერესო ამბავი მოგვიყვნენ თავის ეპოქაზე.  დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ გამოიცნოთ, რისთვის იყო საჭირო ფოტოზე გამოსახული კოვზი.

რისთვის არის საჭირო კოვზი

კოვზი – ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და საინტერესო ნივთია, რომელსაც კაცობრიობა საუკუნეები იყენებს. მეტალის ან ხის, პლასტმასის ან ვერცხლის. ყველა მათგანი სხვადასხვაა და მის მოხმარებას ბავშვობიდანვე ვსწავლობთ.ისე გამოვიდა, რომ 30-40 წლის წინ წარმოებული კოვზები რადიკალურად განსხვავდებიან 30-40 წლის წინ თანამედროვე უსახური კოვზებისგან. ვიტყოდი, რომ ისინი უფრო ახლოს არიან გამოყენებით ხელოვნებასთან, ვიდრე დანა-ჩანგლის თანამედროვე უტილიტარიზმთან.თავად ამ საოცარ ნამუშევრებს შორის შეიძლება ვნახოთ ნიმუშები, რომლებიც კიდევ უფრო გაგვაოცებენ. როდესაც პირველად ვნახე მოხრილი კოვზი, მეგონა ვიღაცამ სპეციალურად გაღუნა.

შემდეგ კარგად დავაკვირდი და მივხვდი, რომ ეს კოვზი სწორედ ასეთი იყო თავიდანვე. მწარმოებლებმა შეგნებულად გაღუნეს, მაგრამ რა მიზნით? იქნებ, ასე უფრო მარტივია რამეს აღება? ხომ არსებობს კოვზები ძალიან გრძელი ტარით ნაყინისთვის და კოქტეილებისთვის.თუ ლოგიკას ჩართავთ, კოვზის ტარზე გამოსახულია მხიარული ჯუჯა. ნახატი აშკარად საბავშვოა, გამოდის, რომ კოვზი განკუთვნილია ბავშვებისთვის, მაგრამ რაში ჭირდებათ ბავშვებს ასეთი ფორმის კოვზი? ამ კითხვაზე პასუხი ვიპოვე ძველ წიგნში, სადაც აღწერილი იყო ყველა ნივთის დანიშნულება.

რა დანიშნულება ჰქონდა საბჭოთა კავშირში მოხრილ კოვზებს?

ნამდვილად გაგაოცებთ ამ კოვზის დანიშნულების გაგება: მოხრილი კოვზები განკუთვნილი იყო ცაციებისთვის, რათა პრობლემა შექმნოდათ მარცხენა ხელით ჭამის დროს. მართლაც ამ კოვზიდან მარცხენა ხელით ვერ შეჭამთ.საბჭოთა კავშირში მიაჩნდათ, რომ ცაცია აუცილებლად უნდა მიჩვეოდა მარჯვენა ხელის ხმარებას და რატომ: თავად საბჭოთა დოქტრინა კატეგორიულად უარყოფდა ყველაფერ განსხვავებულს და მასიდან გამორჩეულს. ამასთან, ხელსაწყოები, დანადგარები, იარაღები გათვლილი იყო მხოლოდ მარჯვენა ხელზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ცაცია ვერ იქნებოდა კარგი თანამშრომელი ან ჯარისკაცი.

მოგვიანებით კვლევებმა აჩვენა, რომ მემარცხენეობის გადაჩვევა არა მარტო რთული საქმეა, არამედ სახიფათოც და ნეგატიურად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე, რადგან ეს განსაკუთრებული თვისება ეხმარება ადამიანს იფიქროს არასტანდარტულად. მაგალითად, ბილ გეითსი, არისტოტელე, ნაპოლეონი, აინშტაინი, ალექსანდრე მაკედონელი – ყველანი ცაციები იყვნენ.დღეს ცაციას აღარ აძალებენ მარჯვენა ხელის ხმარებას, მაგრამ მოხრილი კოვზი დარჩა როგორც მოგონება გასულ ეპოქასა და მაშინდელ პედაგოგიურ მიდგომებზე. თქვენ გყავთ ცაცია ახლობლები? მოგვიყევით მათ შესახებ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს