პირველ ორსულობას ხშირად თან ახლავს მშობლად გახდომის შიში. ამ სტრესში არაფერია გასაოცარია, ეს ბინებრივია ნებისმიერ ასაკში. ცუდია, როცა ახალშობილი მოკლებულია სიყვარულს. მაშინ უკვე იწყება ნამდვილი პრობლემები.ბევრი ოჯახი სწორედ ამ მიზეზით ინგრევა. რთულია ურთიერთობის აგება ისეთ ადამიანთან, რომელიც ცუდად ეპყრობა საკუთარ ბავშვს. ასეთ შემთხვევაში როგორ ეყვარებით მას თქვენ? ვგულისხმობთ არა ტირან მამას, არამედ დაბნეულ დედას. რატომ ხდება ასე? ექიმებს უჭირთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირია.
ბავშვს აკლია სიყვარული
მე და ჩემმა მეუღლემ 26 წლის ასაკში გავიცანით ერთმანეთი, ქორწილი კი მხოლოდ 2 წლის შემდეგ გადავიხადეთ. შეძლებული მშობლები მყავს, უმაღლესი განათლებითა და კარგი თანამდებობით.ჩემი მეუღლეც არაა ღარიბი, მას არ აქვს მავნე ჩვევები. იგი სპორტითაა გატაცებული, ასევე ჩვენ ხშირად ვმოგზაურობთ. ვიცი, ეს ყველაფერი ზღაპრულ სიუჟეტს ჰგავს. ალბათ, გამიმართლა. საოცრად ბედნიერები ვიყავით, როცა ჩემი დაფეხმძიმების ამბავი გავიგეთ. ორსულობის პერიოდში ვიტამინების და მიკროელემენტების კომპლექსი გამომიწერეს. ფეხმძიმობამ სტრესის გარეშე უნდა ჩაიაროს და დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ უნდა შეექმნას.და, აი, სასიხარულო დღეც დადგა. გარშემო ყველა ცამდე ბედნიერი იყო ბავშვის გაჩენის გამო. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არაფერი იგრძნო, იყო ახალშობილის დედა. ანუ მე. სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. მეუღლე ყველა ჩემს თხვონას უსიტყვოდ ასრულებდა, ჩვილის დანახვისას სიხარულისგან ტიროდა. მე თავს ვაჩვენებდი, რომ ეს მაღლევებდა. შედეგად, ნახევარი წელი დეპრესიაში ვიყავი. ძალიან მიჭირდა, თუმცა ვცდილობდი, რომ გაღიზიანება გარშემომყოფებისთვის არ მეჩვენებინა.
შემდეგ ჩემი ქალიშვილი ავად გახდა. ის სრულიად სხვა მხრიდან დავინახე. ვაკვირდებოდი, თუ როგორი ნაზი, სათუთი და დაუცველი იყო იგი. ამ დროს ჩემს შიგნით რაღაც მექანიზმი ამოქმედდა. ერთ მომენტში ნადმვილ დედად ვიქეცი. თვალს არ ვხუჭავდი, ვიდრე პატარა არ დაიძინებდა. რძეს მხოლოდ განსაზღვრულ გრადუსამდე ვუცხელებდი.როგორც იქნა, შევიყვარე ჩემი ანგელოზი და თავი ნამდვილ დედად ვიგრძენი. ახლა მინდა მას საკუთარი სითბო და სიყვარული ვაჩუქო. ასეც ხდება.
რას ამბობენ სპეციალისტები – მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალების 10-20% აღენიშნება. მეტიც, არსებობს შემთხვევები, როცა ეს მამაკაცებსაც ემართებათ. მეცნიერები დღემდე იკველევენ ამის განმაპირობებელ მიზეზებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დეპრესიისგან არავინაა დაზღვეული.რასაკვირველია, დედის მდგომარეობა აისახება მთელს ოჯახსა და საახლობლოზე. ამ დროს ქალს სჭირდება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა, სითბო, ალერსი და სპეციალისტის დახმარება. თუ ამ ტაქტიკას მიჰყვებით, გამოჯანმრთელების შანსები მრავალჯერადად იზრდება.