მზესუმზირის ზეთზე ჩვენი ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება. მას ვამატებ ცომში, სალათებში, სხვადასხვა კერძებში. მარტივი ქალური ხრიკების დახმარებით შევძელი დამეზოგა მზესუმზირის ზეთი. ადრე, ოთხსულიან ოჯახში თვეში 4 ბოთლი გვეხარჯებოდა, ახლა კი- მხოლოდ 2-3.
ხრიკი მწარმოებლისგან
მომდევნო ჯერზე, როცა ზეთი ახალ ბოთლს გახსნით, არ იჩქაროთ რგოლის ფირფიტის გადაგდება, რომელიც ჩამკეტის ფუნქციას ასრულებს. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დოზატორი.
თანამედროვე მოწყობილობები
დიდ შპრიცს მოაჭერით თავი და ჩასვით იგი ბოთლის თავსახურის ხვრელში. საჭიროების შემთხვევაში დააწებეთ ისინი ერთმანეთთან. ხელნაკეთი მრავალჯერადი დოზატორი მზადაა! შესაძლოა, ის ძალიან ესთეტიურად არ გამოიყურება, თუმცა საოცრად პრაქტიკული ნივთია.საჭმლის მზადების პროცესში ზეთის დაზოგვაში დაგეხმარებათ აეროზოლი. ფაქტობრივად, მისი 2-3 წვეთიც საკმარისია ტაფის მთელს ზედაპირზე წასასმელად და სალათების შესაკმაზად.
გამოცდილი მზარეულები იყენებენ საჭმლის მზადების პროცესში იყენებენ კულინარიულ ფუნჯებს. მათი დახმარებით შეიძლება ზეთი თანაბრად განაწილდეს ჭურჭლის ან პროდუქტის ზედაპირზე.ამბობენ, რომ პროდუქტების დაზოგვაში გენიოსები იყვნენ საბჭოელი მზარეულები. იმ დროს სუფრაზე გაჰქონდათ მინიმალური რაოდენობის შემწვარი პროდუქტი. ხორცს და კოტლეტებს ამზადებდნენ ორთქლზე ან თუშავდნენ, გარნირი კი უპირატესად მოხარშული იყო. ამ გზით სასადილოების თანამშრომლები სტუმრების ჯანმრთელობაზეც ზრუნავდნენ.
გეთანხმებით, მზესუმზირის ზეთის დაზოგვა საკმაოდ რთულია, თუ მას ყოველ მეორე კერძში ამატებთ. თუმცა არაფერი გვიშლის ხელს, რომ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური მენიუ.