საბჭოთა დროინდელი მავნე ჰიგიენური ჩვევები: რა საშუალებების გამოყენება არ შეიძლება და რატომ.

1431

ვიღაცას გულწრფელად სჯერა, რომ საბჭოთა დროინდელი ჰიგიენის წესების სწავლა თანამედოვე ადამიანებსაც არ აწყენდათ. ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა: “გარშემო ყველაფერი ქიმიაა!”. სხვების მტკიცებით, სწორედ ჩვენს დროშია ყველაზე კომფორტული საკუთარი სხეულის მოვლა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სად იმალება ჭეშმარიტება, გავარკვევთ მოცემულ სტატიაში.რედაქცია პაპარაცია მოგითხრობთ საბჭოთა დროინდელი მავნე ჰიგიენური ჩვევების შესახებ. ასევე გაიგებთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი ეკოლოგიური საშუალებები.

მავნე ჰიგიენური ჩვევები

საბჭოთა კავშირის მოქალაქეები უსიტყვოდ იყენებდნენ ხელმისაწვდომ, ბიუჯეტურ და უსაფრთხო ჰიგიენურ საშუალებებს. სქემა საკმაოდ მარტივი იყო: ხმარობდნენ იმას, რაც ხელთ ჰქონდათ, რადგან ალტერნატივა არ არსებობდა.

საყოფაცხოვრებო საპონი – შხაპის გელის არქონის გამო ისინი ხმარობდნენ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო საპონს. არადა, ბევრი ვერ ხვდებოდა, თუ რა გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა საკუთარ ჯანმრთელობას. მის შემადგენლობაში, ცხიმოვანი მჟავების, ჰიდროგენიზირებული ცხიმის და ტუტეების გარდა, შედიოდა ასევე კაუსტიკური სოდა და ხის ფისი. ადამიანები არ აქცევდნენ ყუდარღებას, რომ სარეცხი საპონი აღიზიანებდა ლორწოვან გარსს. მედიკოსების მტკიცებით, იგი არა მხოლოდ აქვეითებს იმუნიტეტს, არამედ ახდენს დერმატიტის განვითარების პროვოცირებასაც.

გაზეთი ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად – საბჭოთა კავშირის პედიორში გაზეთები ყოველდიურადიბეჭდებოდა, ტუალეტის ქაღალდი კი დეფიციტური იყო. სწორედ ამიტომ მათი ფუთები საპატიო ადგილს იკავებდა უნიტაზთან ახლოს. ბევრი არ აქცევდა ყურადღებას იმ ფაქტს, რომ გაზეთის საღებავი შეიცავდა ტყვიის სულფიდს და ქრომატს.პირველი საბჭოური დეკორატიული კოსმეტიკა ჯერ კიდევ 40-იან წლებში გაჩნდა, მისი მოსაშორებელი საშუალების წარმოება კი მხოლოდ 1981 წლიდან დაიწყეს. თავდაპირველად სახიდან საღებავის მოსაცილებლად საპონს ხმარობდნენ, თუმცა იგი წვავდა ლორწოვან გარსს. მოგვიანებით ქალებმა მაკიაჟის მოშორების ახალი მეთოდი დანერგეს- იაფფასიანი ოდეკოლონის გამოყენებით. პარფიუმერია, რომელიც შეიცავს სპირს, აზიანებს თვალებს, სახის კანს და ტუჩებს, იწვევს მათ აქერცვლას.

სხეულის ჰიგიენის ძირითადი წესები

  1. ტანი ყოველდღიურად უნდა დაიბანოთ, ამისთვის გამოიყენეთ შხაპის გელი. წყლის ტემპერატურა 37-38 გრადუსი უნდა იყოს. ადამიანის კანის საფარველი მუდმივად გამოყოფს ოფლს და ცხიმს. თუ არ მოხდება მათი ჩამობანა, შეიქმნება ხელსაყრელი პირობები სოკოების და მავნე ბაქტერიების გასამრავლებლად.
  2. მიიღეთ შხაპი ღრუბლის გამოყენებით სულ მცირე კვირაში ერთხელ.
  3. დიდი სიფრთხილით მოეპყარით სახის კანს. დასაბანად გამოიყენეთ რბილი საშუალებები.
  4. ადევნეთ თვალი ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავეს. დიზენტერია, ჰელმინთოზები, A ჰეპატიტი- ბინძური ხელების დაავადებების არასრული ჩამონათვალია.
  5. სახლში დაბრუნებისთანავე დაიბანეთ ხელები ანტიბაქტერიული საპნით.
  6. თუ გზაში ხართ და ვერ ახერხებთ ხელების ხარისხიანად დაბანას, თან იქონიეთ სველი ხელსახოცის ქაღალდები და ანტისეპტიკი.

პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა უარყოფითად აისახება როგორც თვითგანწყობაზე, ასევე ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჰიგიენის დამტკიცებული ეფექტურობის მიუხედავად, ყველა როდი იცავს მას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს