ჩვენს ოჯახში არსებული ბალიშები იმდენად ძველია, არც კი მახსოვს, ისინი როდის შევიძინეთ. ამ ზაფხულს მეუღლემ ისინი ხელოსანთან წაიღო შემავსებლის შესაცვლელად. მისი თქმით, ბალიშების გაახლება მხოლოდ ასე შეიძლება. ადრე არ იყო არც სარეცხი მანქანა და არც ქიმწმენდა, თუმცა დიასახლისები როგორღაც ზრუნავდნენ თეთრეულის ჰიგიენაზე.
როგორი მოვლა სჭირდება ბალიშს
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბალიში შეზღუდული ვარგისიანობის მქონე ნივთია. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ იგი შევცვალოთ 2-3 წელიწადში ერთხელ. შემავსებელში შეიძლება დაგროვდნენ მიკრობები და მავნე ნივთიერებები, რომლებთან კონტაქტირებაც გვიწევს ხოლმე ღამით. ბუნებრივმა დაბინძურებამ და მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.დროთა განმავლობაში ბალიშს, განსაკუთრებით კი ბუმბულისას, უჩნდება უსიამოვნო სუნი. ეს ხდება ოფლის დაგროვების ხარჯზე. ასევე იგი კარგავს ფორმას და ხდება კოშტოვანი.
ბალიშების დეზინფექცია – რასავირველია, ბალიშის დეზინფიცირების საუკეთესო გზა- მისი ქიმწმენდაში წაღებაა. აღსანიშნავია, რომ მისი გასუფთავება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ექიმები გვირჩევენ, რომ ბალიშები 2-3 თვეში ერთხელ მაინც გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში.
როგორ აახლებდნენ ბალიშებს ჩვენი ბებიები – მზე არა მხოლოდ ხარისხიანად აშრობს ბალიშს, არამედ ასევე კლავს მასზე არსებულ მავნე მიკროორგანიზმებსაც. ყველაფერი ულტრაიისფერი სხივების დამსახურებაა. ამის გამო ამზეურებენ ჩვენი ბებიები ბალილებს უქარო მზიან ამინდში.არაა აუცილებელი მათი წინასწარ გარეცხვა. ამ გზით ბალიშებს გაუქრება უსიამოვნო სუნი და ნესტი.გამომგონებელი დიასახლისები გვირჩევენ, რომ ბალიშების დეზინფიცირება ორთქლით მოვახდინოთ. მაგალითად, უთოს დახმარებით, რომელსაც აქვს ავტომატური დაორთლის ფუნქცია. ამ მეთოდით გააქრობთ ბაქტერიებს, თუმცა ბალიშები კვლავ დაბინძურებული დარჩება. სწორედ ამიტომ გაცილებით ეფექტურია შეცვალოთ შემავსებელი ძველ ბალიშებში.
რა თქმა უნდა, ახალი ბალიშის გადაგდება დასანანია, შემავსებლის ყოველთვიური შეცვლაც საკმაოდ ხარჯიანია. სწორედ ამიტომ გირჩევთ ისინი გაამზეუროთ ხოლმე.