თითქოს, არაფერია რთული ბურღულეულის მომზადების პროცესში. დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად – სულ ეს არის! თუმცა, უბრალო ფაფის მოსამზადებლადაც გარკვეული ნიუანსებია გასათვალისწინებელი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით როგორ გარეცხოთ ბურღულეული სახეობების მიხედვით.
როგორ გავრეცხოთ ბურღული
ყველაფერი დამოკიდებულია ბურღულის სახეობაზე. ზოგიერთი მოითხოვს კარგ რეცხვას, ზოგს კი ეს არ ჭირდება და არც არის სასურველი.ბევრი კულინარი მომზადებამდე არჩევს და კარგად რეცხავს ბურღულეულს, რადგან ხშირად მასში ხვდება გაფუჭებული მარცვლები, კანი და ზოგჯერ პატარა კენჭებიც კი.მომზადებამდე ბრინჯი, წიწიბურა, ფეტვი აუცილებლად უნდა გაირეცხოს, ეს ეხება პარკოსნებსაც – მუხუდოს, ოსპს, ლობიოს… ამასთან ბრინჯი, ფეტვი და ქერი უნდა გაირეცხოს ხანგრძლივად, სანამ წყალი გამჭირვალე არ გახდება.
- რატომ ვაკეთებთ ასე – ჩამოთვლილი ბურღულეულის გარეცხვა მხოლოდ ჭუჭყის მოსაშორებლად არ ხდება. ეს პროცედურა აშორებს მას ზედმეტ სახამებელს. მუხუდო, ოსპი, ლობიო და ქერი მომზადებამდე რამდენიმე საათი წყალში უნდა დაალბოთ.
- როგორ წყალში უნდა გარეცხოთ ბურღულეული – რაც შეეხება ბრინჯს და ფეტვს, ეს სახეობები უნდა გაირეცხოს ცივ წყალში, ხოლო წიწიბურა, ქერი და ხორბალი პირიქით. ცხელ წყალში გავლება აშორებს ზედმეტ სიმწარეს კერძს.
- ომელი ბურღულის გარეცხვა არ არის საჭირო – ბურღულის ზოგიერთი სახეობის გარეცხვას აზრი არ აქვს. მაგალითად, მანანის ბურღული და ჰერკულესის ფანტელი. ის მომენტალურად იწოვს წყალს.ასევე არ ჭირდება გარეცხვა ბულგურს, რადგან ეს ბურღული გადის წინასწარ დამუშავებას და მის მოსამზადებლად მხოლოდ მდუღარე წყლის დასხმაა საჭირო.კუს-კუსი – მისი გარეცხვაც არ არის საჭირო, არც წინასწარ დასველება. თუმცა, საჭიროა დადაარჩიოთ და მოაცილოთ ზედმეტი მინარევები.
თქვენ რომელ ბურღულს ანიჭებთ უპირატესობას? როგორ ხარშავთ მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.