კლასიკური სქელი კლიარის მომზადების ნიუანსები!

463

კლიარი- ნახევრად თხევადი ცომია, რომელშიც ამოავლებენ ხოლმე პროდუქტებს შეწვამდე. მასზეა დამოკიდებული მზა კერძის იერსახე და გემო. მისი მომზადება საერთოდ არაა რთული, თუმცა არსებობს გარკვეული ნიუანსები. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ მოამზადოთ სწორი კონსისტენციის მქონე გემრიელი კლიარი.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი კლიარი

ინგრედიენტები

  • 1 ც. ქათმის კვერცხი
  • 100 გ ფქვილი
  • 1 ს.კ რძე ან წყალი
  • 1 ს.კ მზესუმზირის ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. თავიდან ათქვიფეთ კვერცხი მზესუმზირის ზეთთან. შეგიძლიათ ცილა ადღვიბოთ გულისგან ცალკე, ამ შემთხვევაში არ დაჭგირდებათ ზეთის დამატება და ცომი უფრო ჰაეროვანი გამოვა.
  2. დაუმატეთ მარილი და სანელებლები გემოვნებით, ოღონდ მცირე რაოდენობით, რათა კლიარის არომატმა არ გადაძლიოს კერძის სურნელს.
  3. დაუმატეთ ფქვილი, ასევე 1 ს.კ სუფთა ცივი წყალი ან რძე.
  4. ასეთი კლიარი გამოდგება ქათმის ფილის ან ყვავილოვანი კომბოსტოს ნაჭრების შესაწვავად.ეს კლიარი საკმაოდ სქელი გამოდის და ის არ გაიწელება ტაფაზე. იგი ეყოფა დაახლოებით 100 გრამ პროდუქტს. კვერცხი შესძენს მას ოქროსფერ ქერქს, მზესუმზირის ზეთი დაარბილებს ცომს. წყლის ნაცვლად სჯობს რძე გამოიყენოთ.

ტკბილი კლიარი – ტკბილი კლიარი შესანიშნავია, მაგალითად, ვაშლის ან კვახის შესაწვავად.

ინგრედიენტები

  • 3 ც. ქათმის კვერცხი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 100 გ არაჟანი
  • 50 გ შაქარი
  • 150 მლ რძე
  • ვანილინი

მომზადება

  1. კვეცხის ცილა გააცალკევეთ გულისგან. ისინი ათქვიფეთ აქაფებამდე და შეინახეთ მაცივარში.
  2. კვერცხის გულებში გახსენით 2 ს.კ შაქარი, დანის წვერით დაუმატეთ ვანილინი სურნელისთვის.
  3. კვერცხის გულებს დაუმატეთ არაჟანი და ცოტაოდენი რძე, შემდეგ გაცხრილული ფქვილი.
  4. მოურიეთ ცომს, ის საკმაოდ სქელი გამოვა, თანდათან დაასხით მას დარჩენილი რძე, თან მოზილეთ, რათა არ წარმოიქმნას კოშტები.
  5. ბოლოს დაუმატეთ ცომს ათქვეფილი ცილები და ფრთხილად მოურიეთ კოვზით.
  6. ტკბილი კლიარიც მზადაა! ასეთ ცომში მობრაწული ვაშლის რგოლები გულსართიან ოლადებს მოგაგონებთ.

კლიართან მუშაობის ნიუანსები

  1. მნიშვნელოვანია ინგრედიენტების ზედმიწევნით შერევა მაქსიმალურ ერთგვაროვნებამდე.
  2. წყალი ან რძე, რომელსაც კლიარს ვუმატებთ, უნდა იყოს ცივი.
  3. კლიარი უნდა გააკეთოთ კერძის მომზადებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. საქმე იმაშია, რომ ამ დროში წებოვანა კარგავს ელასტიურობას და ცომი უკეთ მიეკრობა პროდუქტს. კლიარი სჯობს მაცივარში გააჩეროთ.
  4. კერძის მომზადებამდე უნდა შეამოწმოთ კლიარის კონსისტენცია. ჩააწეთ მასში კოვზი, თუ კლიარი თანაბრად ფარავს მის ზედაპირს, ესე იგი ის სწორადაა გაკეთებული.
  5. ასევე კლიარში პროდუქტების ამოვლებამდე სჯობს ისინი ხელსახოცით გაამშრალოთ, რათა ზედმეტი სინოტივე მოაშოროთ.
  6. საწყისი პროდუქტის სიმშრალეზეა დამოკიდებული კლიარის კონსისტენცია. მაგალთად, ქათმის მკერდისთვის სჯობს მოამზადოთ შედარებით თხევადი კლიარი, რომელიც მარტივად მისცემს საშუალებას ზეთს შეაღწიოს მის სიღრმეში. წვნიანი პროდუქტებისთვის კი სქელ კლიარს იყენებენ.
  7. კლიარს შეგიძლიათ დაუმატოთ სუნელები და მწვანილი.
  8. კლიარში ამოვლებული პროდუქტების შეწვამდე ტაფაზე დასხმული ზეთი კარგად უნდა გაცხელდეს.
  9. კლიარში მომზადებული პროდუქტები სჯობს ქაღალდის ხელსახოცზე დააწყოთ, რათა მან შეიწოვოს ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს