საფრანგეთში არც ერთი მზარეული არ დაიწყებს მუშაობას, სანამ გარშემო ყველაფერი თავის ადგილზე არ იქნება. ვსწავლობთ ორგანიზებას შეფ-მზარეულებისგან.

326

უამრავი ადამიანი წუწუნებს, რომ ძალიან იღლება სამსახურში და დღითიდღე ძალები ეცლება, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, პრობლემა მხოლოდ დიდი დატვირთვის გამო არ ჩნდება. სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია სამუშაო პროცესის ლოგიკურად და სწორად წარმართვა. არადა, სწორედ ამაში მდგომარეობს წარმატებული საქმიანობის არსი. პაპარაცის რედაქცია დაინტერესდა, თუ რა წესებით ხელმძღვანელობს სწორად ორგანიზებული ადამიანი. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.

ორგანიზებული ადამიანის წესები

გაუთავებელი დედლაინები გვაიძულებს დავალება შევასრულოთ რაც შეიძლება სწრაფად და კარგად. შედეგის მიღწევის დროს გვავიწყდება, რომ თავად სამუშაო პროცესი სწორ ორგანიზებას მოითხოვს. აღმოჩნდა, რომ არსებობს მთელი ფილოსოფია ამ საკითხის შესასწავლად და მას მიზანპლასი ეწოდება.ეს ტერმინი ფრანგული წარმოშობისაა და სათავეს კულინარიიდან იღებს. საფრანგეთში არცერთი მზარეული არ დაიწყებს მუშაობას, სანამ გარშემო ყველაფერს თავის ადგილს არ მიუჩენს. მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი, ინგრედიენტების რაოდენობა, ჭურჭელი. იმისათვის, რომ სწრაფად იმოქმედონ, ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.ასევეა ყველა სხვა სამუშაოც. მიზანპლასს აქვს კონკრეტული პრინციპები. სწორედ ის შეიძლება მოვარგოთ ორგანიზებული ადამიანის წესებს.

მიზანპლასის ფილოსოფიის პრინციპები

  1. ნებისმიერ საქმეში უნდა გამოიყოს სამუშაოს შესრულების თანმიმდევრობა. თუ სამუშაო რთულია, დაყავით ნაწილებად კონკრეტულ დავალებებად. არ გადახტეთ ერთი საქმიდან მეორეზე, რადგან მეტი დრო და ეერგია დაგჭირდებათ.
  2. ორგანიზება გაუკეთეთ სამუშაო სივრცეს ისე, რომ ის თავად გკარნახობდეთ რა უნდა გააკეთოთ შემდეგ. გაიხსენეთ, როგორ არის განლაგებული ხატულები თქვენს სმარტფონზე. თქვენ ისინი განლაგებული გაქვთ საჭიროების მიხედვით. იგივე უნდა გააკეთოთ სამუშაო სივრცეშიც. მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი, რაც ყურადღებას გაგიფანტავთ.
  3. სამუშაო – რთული პროცესია, მთელი სისტემა, რომელიც უამრავ ადამიანზეა აწყობილი. ნებისმიერი სამუშაო შედგება დავალების 2 ტიპისგან. ერთი სრულდება ადგილზე და მაშინვე, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას თანამშრომლისგან. მეორე კი სრულდება ადამიანის პირდაპირი მონაწილეობის გარშე.
  4. ნებისმიერ დავალებას უნდა ჰქონდეს დასაწყისი და დასასრული. თუ არ გეცოდინებათ, როგორი იქნება რეზულტატი, არ უნდა მოკიდოთ ხელი. სწორედ ამისთვის არსებობს დედლაინები და მოთხოვნები, რომელიც კონკრეტულ სამუშაოს ეხება.
  5. თანმიმდევრობა და რეგულარულობა რუტინული სამუშაოს შესრულების დროს საქმეს ამარტივებს. თუ წესებს დაიცავთ, მოქმედება თანდათან ავტომატიზირებული გახდება.

კეთილსინდისიერება საქმეში – ყველამ იცის თავისი შესაძლებლობები. პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული ადამიანი შეუძლებელს არ აიღებს თავის თავზე. დროს ვერ ვმართავთ და ის თავად ალაგებს ყველაფერს თავის ადგილას.თუ იცი, რომ დღეს მხოლოდ სამი დავალების შესრულება შეგიძლია ხუთიდან, არ არის საჭირო თავზემოთ ხტომა. გააკეთე ის, რაც შეგიძლია ხარისხიანად, ვიდრე ყველაფერი და ცუდად.

რჩევა რედაქციისგან – თუ გსურთ თქვენი სამუშაო პროცესის დალაგება, დაიწყეთ მცირედით – დაგეგმეთ. საქმის სწორად დაგეგმარება დაგეხმარებათ ორიენტირებაში და აღარ გადაერთვებით მეორეხარისხოვან დავალებებზე.დრო და ენერგია – უმთავრესი სამუშაო რესურსებია, რომლის გარეშე პროდუქტიულობა არ მიიღწევა. როდესაც ისწავლი დროის და ენერგიის სწორად მართვას, სამუშაო აღარ იქნება ისეთი დამქანცველი.

თქვენ ხართ ორგანიზებული? როგორ ანაწილებთ დროს და ენერგიას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს