სტუმრების მოსვლა ჩემთვის უცხოპლანეტელების თავდასხმაზე უარესია, აღარავის ვეპატიჟები, მაგრამ მეგობრები მაინც ახერხებენ შემორბენას.

379

ყველა ერს სტუმრის მიღების თავისი განსაკუთრებული წესი აქვს. ჰოლანდიელები სტუმარს სთავაზობენ ჩაის და ტორტის ერთ ნაჭერს, ჩვენ უფრო მსუყედ ვუმასპინძლდებით და უამრავ კერძს ვთავაზობთ. ფრანგებს საუბარი უყვართ სტუმართან მსუბუქ საუზმესთან ერთად, მალაიზიაში კი გასამასპინძლებლად ოჯახის უფროსის ნებართვაა საჭირო.ტრადიციები და წესები განსხვავებულია, მაგრამ ყველასთვის ერთი რამ არის საერთო – სტუმართან ყველა ცდილობს, რომ ზრდილობიანი და ყურადღებიანი იყოს. მაგრამ როდესაც მზად არ ხართ სტუმრის მისაღებად საკუთარ სახლში? სტუმართმოყვარეობის წესი ერთია, მაგრამ რა ხდება, თუ მასპინძელს უსიამოვნო განცდა აქვს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ რატომ არ უყვარს ზოგიერთ ადამიანს სტუმრების მიპატიჟება სახლში.

სტუმართმოყვარეობის თავისებურებები

ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრეა – სახლი – ადგილი, სადაც უნდა სუფევდეს სიმშვიდე და სიმყუდროვე. სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მოდუნდეთ. ხანდახან ახლო მეგობრებთან ურთიერთობაც დამღლელია. მაგალთად, მამამ დაპატიჟა სტუმრები, რომლებიც გვიანამდე დარჩნენ. ამ დროს ბავშვები და ოჯახის სხვა წევრები დისკომფორტს განიცდიან და შემდეგ საკუთარი მეგობრების მოპატიჟებაც აღარ სურთ, რომ სიმყუდროვე არ დაერღვეთ.

რთული დავალება – ვინ ეტყვის უარს მეგობარს ან ძმას დახმარებაზე? მაგალითად, ადამიანს არ აქვს ღამის გასათევი და შენი იმედი აქვს. ხომ არ დატოვებ ქუჩაში? თუმცა, გადის დრო, თითქოს ლაგდება მისი პრობლემები, მაგრამ წასვლას არ ჩქარობს. პირიქით, უფრო მოშინაურებულია, თავის ნივთებს აქეთ-იქეთ ტოვებს, სავარძელში საჭმლის ნამცეცებს ყრის, არ რეცხავს ჭურჭელს… ასეთ დროს საკუთარ სახლში ნამდვილად ვერავი მოისვენებს.

ძალია ახლო მეგობრები – მოულოდნელობები ყველას არ უყვარს. წარმოიდგინეთ: ადამიანი მოვიდა დაღლილი სამსახურიდან, რთული დღე ჰქონდა, გზაზე მანქანამ გაწუწა გუბიდან, კიდევ უფრო გაუფუჭა ხასიათი. ეხლახანს მივიდა სახლში და ამ დროს კარზე ზარია: “სიურპრიზი! გილოცავთ დაბადების დღეს!”  – მის წინ სტუმრები არია, რომელთაც უნდა გაუღიმოს, ესაუბროს, გაუმასპინძლდეს.ხშირად სტუმარი არ თვლის საჭიროდ წინასწარ გააფრთხილოს მასპინძელი, რადგან თავს ძალიან ახლობლებად თვლიან. არადა დიასახლისს თავისი გეგმები აქვს, თავისი დღის რეჟიმი. ამ დროს კი სტუმარმა “შემთხვევით” შემოიარა, რადგან იქვე იყო.

მხიარული დღესასწაულები სახლში – ცალკე საკითხია დღესასწაულის აღნიშვნა ოჯახურ წრეში ან მეგობრებთან ერთად. აქ უნდა გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები: მოამზადოთ ბევრი გემრიელი კერძი, გაშალოთ სუფრა, სტუმრების მოსვლამდე მოწესრიგდეთ, არ უნდა შეგემჩნეთ დაღლილობა, გაიღიმოთ, უმასპინძლოთ, შემდეგ გააცილოთ სტუმრები, აალაგოთ, დარეცხოთ ჭურჭელი.

რჩევა რედაქციისგან: შვილებთან სტუმრობისას, მშობლები ხშირად ზედმეტის უფლებას აძლევენ თავს და ცდილობენ ასწავლონ რა და როგორ გააკეთონ. ასეთი საუბარი არ სიამოვნებს ზრდასრულ ადამიანს.საერთოდ, თბილი და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება დისტანციის დაცვით უკეთ ხერხდება. შეხვედრა კი ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჯობია: გაისეირნოთ პარკში, კინოში, დასხდეთ კაფეში და ისაუბროთ. ფიზიკურად და მორალურად დაისვენებთ და სხვასაც აღარ შეაწუხებთ. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს