დეკემბერა სწრაფად იყვავილებს, თუ მისცემთ მას დაბალანსირებულ სასუქს, მასაზრდოებელ ბულიონს საყვარელი მცენარისთვის.

1391

დადგა ზამთარი და კვლავ გვახარებს დეკაბრისტის წარმოუდგენლად ლამაზი ყვავილობა. ზოგისთვის ეს იშვიათი საახალწლო სასწაულია, სხვებისთვის კი მოსალოდნელი კანონზომიერება. კარგი განოყიერების შემთხვევაში შლუმბერგერი აუცილებლად მოგგვრით სიხარულს თავისი გაშლილი კოკრებით. ეს კი მოხდება ნოემბრის დასასრულსა და დეკემბრის დასაწყისში.

დეკაბრისტის ყვავილობა

დეკაბრისტის კოკრების ფორმირება ხდება ყლორტების წვერებზე გაჩენილ ახალ ნაზარდებზე. უხვი ყვავილობისთვის ასეთი ყლორტების რაოდენობა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი.როგორ მივაღწიოთ ასეთ შედეგს? პასუხი მარტივია: გაამდიდრეთ ნიადაგი მწვანე საფარის ზრდისთვის აუცილებელი სასუქით. ახლა მოგიყვებით, როგორ და როდის უნდა გააკეთოთ ეს.

  1. შემოდგომის დასაწყისი – ამ პერიოდში კოკრების ფორმირდება ზამთრის ტალღის ყვავილობისთვის. საჭიროა ორჯერ განოყიერება სამ კვირიანი ინტერვალით. შემოდგომაზე არაა საჭირო, რომ მცენარე ხარჯავდეს რესურსებს ფოთლებისთვის ყვავილობის საზიანოდ. სწორედ ამიტომ სასუქი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ფოსფორსა და კალიუმს.
  2. მარტიდან მაისის ჩათვლით – გაზაფხული მცენარის ზრდის პერიოდია. გაანოყიერეთ იგი თვეში ერთხელ.
  3. ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით – ზაფხულში დეკაბრისტს ეზრდება ფოთლები, ამიტომ კიდევ უფრო ხშირად უნდა გაანოყიეროთ იგი 1,5-2-ჯერ თვეში. ამ პერიოდში სასუქი უნდა შეიცავდეს უფრო მეტს აზოტს, ვიდრე ფოსფორსა და კალიუმს.მზა თხევადი მინერალური სასუქების გამოყენებას აქვს გარკვეული უპირატესობები. შემოდგომის დასაწყისისთვის გამოდგება ისეთი სასუქები, რომელთა შეფუთვაზე დატანილია წარწერა “აყვავილებულთათვის”, ზაფხულში კი ისინი, რომელთა შეფუთვაზე წერია- “დეკორატიულ-ფოთლოვანთათვის”.

რედაქციის რჩევა: თუ თქვენი დეკაბრისტი აყვავდა, ეცადეთ არ გადაიტანოთ იგი ერთი ადგილიდან მეორეზე, არ გარეცხოთ და მზისკენ არ დადგათ ქოთანი სინათლისკენ. ამ პერიოდში სჯობს მცენარეს არ შეეხოთ. თუ ფენშუის სპეციალისტებს დავუჯერებთ, ეს ყვავილი ქმნის ოჯახში სიკეთისა და ურთიერთგაგების აურას. განათავსეთ იგი ფულის ზონაში და თქვენს ოჯახს ფინანსური კეთილდღეობა ელოდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს