მამის გარდაცვალების შემდეგ დედა ავად გახდა, ის მეზობელმა თავისთან შეიფარა. მას დავპირდი, რომ გულუხვად დავაჯილდოვებდი.

460

“ჩემი ბავშვობის მოგონებები არც ისე ნათელია”- იხსენებს ირაკლი. ის სოფელში გაიზარდა. მთელი ბავშვობა ცდილობდა, რომ შეძლებისდაგვარად დახმარებოდა დედას. მისი სანათესაოდან ცოცხალი აღარავინ იყო, ამიტომაც ქალს შემწეობას ვეღარავინ გაუწევდა. ერთი შეხედვით, სამყაროში წონასწორობა უნდა არსებობდეს: უბედურებას ბედნიერება ანაცვლებდეს. თუმცა ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცხოვრება მხოლოდ უბედობისგან შედგება.

ბავშვობის მოგონებები

“ღარიბ ოჯახში დავიბადე, მოკრძალებულად ვცხოვორბდით, თავი ძლივს გაგვქონდა. როცა 5 წლის ვიყავი, მამა ავად გახდა და საწოლს მიეაჯაჭვა. დედას ორმაგი ტვირთი დააწვა მხრებზე, მას რამდენიმე სმენაშიც უნდა ემუშავა და თან ჩვენთვის მოევლო. მშობელს ვერაფრით ვეხმარებოდი, რადგან ძალიან პატარა ვიყავი.სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქის უნივერსიტეტში ჩავაბარე და იქ გავაგრძელე სწავლა. ვცდილობდი, რომ პარალელურად მემუშავა კიდეც, თუმცა გამომუშავებული ფული საჭმელზეც კი არ მყოფნიდა. მაშინ თანხის დაზოგვა დავიწყე, ნაწილს დედას ვუგზავნიდი. უნივერსიტეტის სასადილოს მზარეულები დიდ სიკეთეს იჩენდნენ ჩემს მიმართ და უფასოდ მაჭმევდნენ ხოლმე, ამასთან, დედასთანაც მატნევდნენ ხოლმე საჭმელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც არ შეცვლილა უკეთესობისკენ ჩვენი ცხოვრება. მამა გარდაიცვალა, ქმრის ნათესავები დედას იქედან გამოსახლებას უპირებდნენ. მაშინ იგი ცუდად გახდა. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. სოფელში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, იქ არც საცხოვრებელი მქონდა და არც სამსახური. გამიმართლა, რომ საერთო საცხოვრებელში ჩემს მეზობლად ერთი მარტოსული ქალი ცხოვორბდა.როცა მას ჩვენი ოჯახის მდგომარეობა ვუამბე, იგი დამთანხმდა, რომ დედას თავისთან შეიფარებდა. ერთხელ, მუშაობის დამთავრების შემდეგ, გზაზე ერთ გოგონას დავეჯახე. ის დაბნეულად შეუდგა ნივთების აკრეფას, მე კი გაშეშებული ვიდექი და მას ვუყურებდი. მაშინ გოგონას სიცილი აუტყდა და გასეირნება შემომთავაზა. საუბარში გაიკრვა, რომ იგი ჩემი უფროსის ქალიშვილი იყო.

ქეთოს ეშინოდა ჩემთვის ამის გამხელის, რადგან ფიქრობდა, რომ მას შემდეგ, რაც მამამისის ვინაობას გავიგებდი, მასთან ურთიერთობას შევწყვეტდი. მისმა ოჯახმა თბილად მიმიღო. ქეთოს მამა გულისხმიერი კაცი აღმოჩნდა. მან დედას ბინა უყიდა. ჩვენ მალევე შევუღლდით და უკვე 10 წელია, რაც ბედნიერად ვცხოვრობთ”.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – შესაძლოა, არც კი გვჯეროდეს ბედისწერის, თუმცა ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა არ ღირს. ყოველთვის უნდა გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და არ ელოდოთ გაგნების მინიშნებებს. მხოლოდ მაშინ იქნებით მზად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოთ, სამყარო დაგეხმარებათ ყველაფრის მიღწევაში. როცა რაიმე მთელი გულის გვწადითა და საკუთარი გეგმების რეალიზაციისთვის ძალებს არ ვზოგავთ, მაშინ ადრე თუ გვიან სასიამოვნო ცვლილებების დრო აუცილებლად დადგება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს