თავმოყვარე მშობლებმა ქალიშვილი ბინით უნდა უზრუნველყონ და გიამბობთ, რატომ ასე კატეგორიულად

1280

სტატისტიკა მტკიცედ ირწმუნება, რომ ზოგიერთი მშობელი არც ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აჩუქოს ქალიშვილს ბინა 18 წლის შემდეგ. უმეტესობა მათგანი მსგავს საჩუქარს უფრო ვაჟიშვილს უკეთებს. თითქოსდა, ის გვარის გამგრძელებელია და ოჯახი უნდა არჩინოს. ქალიშვილი მაინც გათხოვდება და რაში სჭირდება ცალკე საცხოვრებელი ფართი?უნდა ითქვას, რომ მსგავს მოსაზრებას ყველა მხარს არ უჭერს. რას ფიქრობენ ახალგაზრდა გოგოები? გრძნობენ თავს დაუცველად ძმებთან შედარებით? შეიძლება თუ არა წყენა გულში დარჩეთ და საერთოდ ეს უსამართლობაა? Paparazzi ამ საკითხის გარკვევას ეცდება.

როგორ ვაჩუქოთ ბინა ქალიშვილს

თავდაჯერებული მეუღლე – დავიწყოთ იმით, რომ ბევრი ახალგაზრდა ქალი იძულებულია მეუღლის ავტორიტეტი აღიაროს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი სახლი აქვს. დაფიქრდით: ხომ არსებობენ ზარმაცი კაცები და მშრომელი ქალები? ქალი შეიძლება ორ სამსახურში მუშაობდეს, პარალელურად მუდმივად რაღაცას სწავლობდეს. შეიძლება ყველა სფეროში კარგი პროფესიონალი იყოს.მაშინ, როცა მეუღლე არც თევზია და არც ხორცი. არანაირი კარიერა ან რაიმეს მიღწევის სურვილი. თუმცა მშობლებისგან მიღებული სახლი აქვს და მორჩა. ახლა მამაკაცი ამ ოთხი კედლის მეფე და ღმერთია. ქალმა უნდა მოუსმინოს, დაალაგოს, გარეცხოს და სხვა ყველაფერი გააკეთოს. ოჯახში ფულის შემოტანაც არ უნდა დაავიწყდეს. რა არჩევანი აქვს?ასე ვიღებთ შემდეგ მდგომარეობას: ქალი მუდმივად თავს უცხოდ თვლის. ეს კამათში, სკანდალში და შინაგან დაძაბულობაში ვლინდება. გასაკვირი არაა, თუ საბოლოოდ სხვა მამაკაცის ძებნას დაიწყებს. ფარულად ან აშკარად, მნიშვნელობა არ აქვს. ქორწილი მთავრდება, ქალი მარტო ან ბავშვთან ერთად ახალ სახლს ეძებს. რა მოხდება, უცნობია.

მომთხოვნი მშობლები – არსებობს ისეთი საჩოთირო საკითხი, როგორიცაა ოჯახთან ურთიერთობა. დამ უბრალო შურის გამო შეიძლება ძმასთან ურთიერთობა შეწყვიტოს. მას ხომ საკუთარი ბინა აქვს, თავად არაფერი. რით არის ცუდი? რაღაც დროით მშობლებთან ერთად ცხოვრება უწევს და აქ თაობების გაუგებრობის პრობლემა ჩნდება.მშობლებისთვის ზრდასრული ქალიშვილი მაინც ბავშვია. შესაბამისად, სახლში ადრე უნდა მოვიდეს. ასეთ პირობებში ურთიერთობა რთულია. ამას დამატებული მუდმივი ყურადღება და სახლში დახმარება. 16 წლისას ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ 20 წლის ასაკში ურთიერთობა იძაბება.ახალგაზრდა გოგოები ხშირად პირველ შემხვედრს ეძებენ, რომ მშობლებს თავი დააღწიონ და საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ბედნიერი ქორწინების შანსი ნაკლებია. ადამიანებმა ჯერ ერთმანეთი უნდა გაიცნონ, შეეგუონ. შედეგი კვლავ საუკეთესოს სურვილს ტოვებს.

შემოსავალი – სწორედ ამიტომ, ბევრი ქალი სხვა ქვეყანაში წასვლის და ფულის შოვნის გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. ყველას საკუთარი ადგილი სჭირდება. ბუნებრივია, მიდიან იქ, სადაც მეტს უხდიან. ზოგი მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით უკან ბრუნდება. სხვები არაფრით ბრუნდებიან. ზოგი საერთოდ უცხოეთში რჩება.ამას შეგიძლიათ სხვადასხვა კუთხით შეხედოთ, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. არა მხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც უცხოეთში სამუდამოდ მიდიან. შედეგები ქვეყნისთვის სასიკეთო არაა. მიზეზი საკმაოდ ბანალურია.

ზრდასრული მშობლები უნდა დაფიქრდნენ, დაეხმარება თუ არა ბინა მათ პრინცესას ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს ერთოთახიანი გარემონტებული ბინისთვის საკმარისი თანხა არ აქვს, თუმცა ბევრს შეუძლია თანხის ნაწილი მაინც დაფაროს. ასე ქალს საკუთარი შემოსავლის ქონის და კარიერაში წარმატების მიღწევის სტიმული უჩნდება. როგორც ხედავთ, დადებითი მომენტები მინუსებს სჭარბობს. ამაზე დაფიქრება ღირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს