ფერმერმა მოხერხებულად ჩადო არწივის კვერცხი კრუხის ბუდეში და დააკვირდა რა მოხდებოდა შემდეგ.

0
34857

ინტერნეტ სივრცეში არაერთ უცნაურ ისტორიას წააწყდებით. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სოციალური ქსელების დახმარებით ამბები სწრაფად ვრცელდება, თუნდაც პლანეტის მეორე მხარეს მოხდეს.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ საოცარ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ ჩადო ფერმერმა არწივის ბუდეში ქათმის კვერცხი, ხოლო არწივის კვერცხი წამოიღო და კრუხის ბუდეში ჩადო. მას უბრალოდ აინტერესებდა მოუვლიდა თუ არა ორივე ფრინველი სხვის ბარტყს. რით დამთავრდა ეს ავანტურა?

არწივის ბუდე

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფერმერმა თავის ტერიტორიაზე არწივების წყვილი შეიფარა. ის უვლიდა მათ, აჭმევდა და უზრუველყოფილი ჰყავდა ყველაფრით. ზემოთხსენებული გიჟური იდეა მოუვიდა მაშინ, როცა დედა არწივმა ორი კვერცხი დადო.მამაკაცს აინტერესებდა მოუვლიდა თუ არა არწივი განსხვავებულ შთამომავალს. ამიტომ ფრინველებს კვერცხები შეუცვალა და დააკვირდა რა მოხდებოდა შემდეგ.თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ექსპერიმენტი თავიდან მშვიდად მიდიოდა, რადგან ცვლილება ვერც არწივებმა და ვერც კრუხმა ვერ შეამჩნიეს. ყველაზე საინტერესო დაიწყო მაშინ, როცა ბარტყებმა გამოჩეკა დაიწყეს.

არწივების რეაქცია – არწივები მაშივე მიხვდნენ, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა. ისინი ყურადღებით ათვალიერებდნენ წიწილას, თითქოს ცდილობდნენ ეპოვათ მასში რაიმე მსგავსება. ფერმერი ფიქრობდა, რომ მტაცებელ ფრინველებს შეეძლოთ შეეჭამათ წიწილა და ძალიან დარდობდა, მაგრამ მერე დარწმუნდა, რომ ყვითელ ბურთს არაფერი ემუქრებოდა.მალე არწივები წიწილას საერთოდ აღარ აქცევდნენ ყურადღებას და კონცენტრირდნენ ნამდვილ ნაშიერზე, აჭმევდნენ და იცავდნენ. წიწილა მარტო დარჩა.

რაც შეეხება არწივის მართვეს, რომელიც ქათმის ბუდეში გამოიჩეკა, თავს კომფორტულად გრძნობდა. კრუხს საერთოდ არ გაკვირვებია მისი დანახვა და საკუთარივით ზრუნავდა მასზე.საბოლოოდ ფერმერმა აღარ გარისკა, იპოვა შესაფერისი მომენტი და მართვეც და წიწილაც თავ-თავიანთ მშობლებთან დააბრუნა.ქათამს სიტუაციის შეცვლა დიდად არ უგრძვნია, თითქოს არც არაფერი მომხდარა. სამაგიეროდ არწივებმა სიხარულით მიიღეს მეორე შვილი ოჯახში და მისი მოვლა დაიწყეს. აქედან ფერმერმა დაასკვნა, რომ ჭკვიანმა ფრინველებმა ზუსტად იციან სად არის მათი შვილი.

კრუხი თავდაუზოგავად ზრუნავს ყველა მის მიერ გამოჩეკილ კვერცხზე. ამიტომ არც თუ იშვიათად მას უდებენ იხვის, ბატის ან ინდაურის კვერცხებს.თუმცა, ეს ზრუნვა დროებითია და რამდენიმე კვირაში ის თავის მოვალეობას შესრულებულად თვლის და ტოვებს წიწილებს.თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? როგორ აფასებთ თითო ექსპერიმენტს? არ დაგავიწყდეთ გაგვიზიაროთ მოსაზრებები კომენტარებში.