ქმარმა დათვალა, რამდენი ჭირდებოდა შვებულებისთვის, გაყო ხარჯი ნახევარზე, მაგრამ მე ვერ შევძელი გადახდა და მარტო გაფრინდა, ჩემს გარეშე

386

ოჯახური ბიუჯეტის სწორად განაწილების სწავლას შეიძლება წლები დასჭირდეს. ახალდაქორწინებულებს ყოველთვის არ გამოსდით ამ პროცესის მაშინვე დალაგება. შედეგად ამის ნიადაგზე შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება. მსგავსი შემთხვევა მოხდა ეკას ოჯახში. მისი ქმარი ფულთან დამოკიდებულებაში ძალიან ფრთხილი აღმოჩნდა. რამ გამოიწვია ჩხუბი და რა მოხდა საბოლოოდ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

როგორ ვმართოთ სწორად ოჯახური ბიუჯეტი

“ცოტა ხნის წინ გავთხოვდი და ჩემი ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ კოშმარად გადაიქცა. ქორწილის შემდეგ ქმართან ერთად დედაჩემის ერთოთახიან ბინაში გადავედი. დედამ გაგვაფრთხილა, რომ იქ ცხოვრება ჩემი დის სრულწლოვანებამდე შეგვეძლო, მერე კი გაყიდდა და თანხას გაგვინაწილებდა. ანუ გვქონდა 6 წელი, რომ საკუთარი სახლის ყიდვა მოგვეხერხებინა.სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინოდა. ხელფასი დაბალი მქონდა და ბინისთვის გადადებას ვერ მოვახერხებდი. თანაც ეს არ იყო ერთადერთი პრობლემა. ქორწილის შემდეგ ქმარმა მითხრა, რომ სერიოზულად უნდა გვესაუბრა.

ის დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეედგინა სწორად ოჯახური ბიუჯეტი და გადაწყვიტა, რომ თანაბრად გაგვენაწილებინა ხარჯები. ქმარმა დათვალა რამდენი დაგვჭირდებოდა კომუნალური გადასახადებისთვის, პროდუქტებისთვის, პირველადი საჭიროების ნივთებისთვის. ხარჯებში შეიყვანა კინოსა და თეატრში წასვლა. ამასთან, რეგულარულად უნდა გადაგვედო ფული ახალი სახლისთვის და საერთო ჯამში, თანხა გამოვიდა ჩემს ხელფასზე მეტი.

უსიამოვნო სიტუაცია – მომიწია ყველაფერზე ეკონომიის გაკეთება, მაგრამ არ ვნებდებოდი. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა ჩემი სახლი მქონოდა. ასე გავიდა რამდენიმე წელი. ამ პერიოდში დასასვენებლად არსად არ წავსულვართ და აი, ერთ დღეს ქმარმა გადაწყვიტა შვებულება აეღო. გვერდით დამიჯდა და გამომიცხადა: “დავიანგარიშე, რამდენი დაგვჭირდება დასასვენებლად რომ წავიდეთ. თანხა შუაზე გავიყოთ. ჩემი წილი უკვე მაქვს, ბილეთიც ვიყიდე. შენ რას იზამ?””ასე როგორ შეიძლება? იყიდე ბილეთი და ფაქტის წინაშე დამაყენე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სულ არ გინდა ჩემი წაყვანა.” აღმოჩნდა, რომ უყიდია თურქეთის ბილეთი, რომლის ფული მე ნამდვილად არ მაქვს. საბოლოოდ, ჩემი ქმარი მარტო გაფრინდა…

როდესაც ეს დედამ გაიგო, შოკში ჩავარდა: “არ მესმის, ეს რანაირი ოჯახია!” მეც არ მესმის და რა ვქნა? თუმცა, ეს კიდევ არ არის ყველაფერი. რამდენიმე თვეში დედაჩემი უმუშევარი დარჩა. სანამ ახალ სამსახურს იშოვიდა, უნდა დავხმარებოდი. ქმარს ვუთხარი, რომ ცოტა ხანი ბინის ფულს ვერ დავდებდი, ხომ არ მივატოვებდი დედას და პატარა დას ისე? პასუხად პრეტენზიები და უსიამოვნო რეპლიკები მივიღე.

სერიოზული ჩხუბი – ქმარმა მითხრა, რომ უნდა დავსერიოზულდე და გადავწყვიტო საერთოდ რა მინდა ცხოვრებისგან. არ ვარ ვალდებული დედას დავეხმარო და მეტი უნდა ვიფიქრო ოჯახზე. ჯობია ვიშოვო სხვა სამსახური, სადაც მეტი ხელფასი მექნება. აღარ არის ის დრო, როცა ოჯახს მხოლოდ მამაკაცები არჩენდნენ. ეხლა ყველანი თანაბარნი ვართ.ეს კი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ჩავალაგე ნივთები და დედასთან წავედი. დედამ მხრები აიჩეჩა და მითხრა: “შვილო, მხოლოდ შენ შეგიძლია გადაწყვიტო, გინდა მასეთ ადამიანთან ცხოვრება თუ არა.”შემდეგ დღეს კარზე ჩემმა ქმარმა დააკაკუნა, მომიბოდიშა და დაბრუნება მთხოვა. მითხრა, რომ სურდა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და შემეგრძნო რეალური ცხოვრება. მე კი არ ვიცი მინდა თუ არა ასეთი ურთიერთობა. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ქმრის ვალი მაქვს.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი გვიჩვენებს, რომ უმჯობესია ყველაფერი ქორწილამდე გაარკვიოთ. თუ პარტნიორების პოზიცია ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნორმალური ურთიერთობაც არ იქნება. სწორედ ასე მოხდა ეკას შემთხვევაშიც. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს