ფსიქოლოგმა ამიხსნა, როგორი ადამიანები არ იმსახურებენ შენს თანაგრძნობას და თანადგომას.

107

ადამიანის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის უნარს ემპათია ეწოდება. ძალიან კარგია, თუ მგრძნობიარე ადამიანი ხარ, რომელსაც არ შეუძლია იყოს გულგრილი სხვა ადამიანების მიმართ. თუმცა, ამაში ზომიერების დაცვაა საჭირო.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ იმ ადამიანების ტიპაჟების განხილვას, რომელთა მიმართ ემპათიის გამოხატვა არ ღირს. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს და წაგებული გამოდის ის მხარე, რომელიც თანაგრძნობას იჩენს მათი პრობლემების მიმართ.

ადამიანის მიმართ თანაგრძნობის უნარი

ემპათიის წყალობით ადამიანი საერთო ენას პოულობს სხვა ადამიანებთან, უმეგობრდება მათ. თუმცა, თანაგრძნობის ჩვევა შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ზოგიერთისთვის, რადგან ვიღაც-ვიღაცეებმა შეიძლება ცუდად გამოიყენონ. ვინ არიან ისინი?

1 . პროფესიონალი მოწუწუნეები – ასეთი ადამიანები ყველას შგვხვედრიათ. ისინი მუდამ წუწუნებენ, ყოველთვის პოულობენ უკმაყოფილების მიზეზს. არც მეუღლე ახარებს, არც შვილები უჯერებენ, კოლეგები ცუდი ყავს, უფროსი არ აფასებს…ნუ იჩქარებთ მის დამშვიდებას და რჩევების მიცემას, რადგან ეს ადამიანები არ მოგისმენენ და არც არაფერს შეცვლიან. ის ასეთ იმიჯში თავს კომფორტულად გრძნობს და მოსწონს მსხვერპლის პოზიცია.თუ სხვები ემპათიას იჩენენ და ცდილობენ დაეხმარონ მას, სიამოვნებით იღებენ გამოჩენილ ყურადღებას. თუ არ დაეხმარებიან, თვლიან, რომ გარშემო ყველა ცუდია, თვითონ კი კარგი. მას არ ეხერხება საკუთარი შეცდომების აღიარება და რაიმეს შეცვლა.

2 . წარუმატებლობის მოყვარულები – ეს ადამიანები ყოველთვის უკმაყოფილოები არიან. უფრო მეტიც, მათი პრობლემები იმდენად აშკარაა, რომ ისინი შესანიშნავად ჩანს გვერდიდანაც. ასეთი ადამიანი წარუმატებლობა წარუმატებლობაზე განიცდის, მუდმივად მიდის არასწორი მიმართულებით, უარს ამბობს საქმის ბოლომდე მიყვანაზე, მაშინაც კი, თუ წარმატება სულ ახლოს არის.დახმარების მცდელობა მათ უბრალოდ არწმუნებს საკუთარ უუნარობასა და დამოუკიდებლობის არქონაში. არც კრიტიკა, არც მხარდაჭერა არ უბიძგებს ჩვეული პრობლემებიდან გამოსვლისკენ. ემპათია პირიქით, დაეხმარება თავის პრობლემებში ჩაძირვასა და გათავისებაში.

3 . ტიპიური ეგოისტები – ეს ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს. ამიტომ გარშემომყოფები სერიოზულად არ აღიქვამენ. არ ღებულობენ იმ აზრს, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ თავისი სურვილები, მიზნები, აზრები.თუ ასეთი ადამიანის დახმარებას გადაწყვეტთ, მისგან რაიმე პასუხს ან მადლიერების გრძნობას არ ელოდეთ. ის დახმარებას ღებულობს, როგორც დამსახურებულს. მასთან ჰარმონიული ურთიერთობის აწყობა შეუძლებელია.

რჩევა რედაქციისგან: ადამიანებთან ურთიერთობისას გვსურს პოზიტიური განწყობის მიღება. თუ ასე არ მოხდება, მაშინ რატომ უნდა გვქონდეს ასეთი ურთიერთობა? ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებთან რთული იქნება პოზიტიური განწყობის შენარჩუნება.ემპათიის გამოჩენის შემთხვევაში, თუ საპასუხოდ არაფერს იღებთ, ცუდ განწყობაზე დადგებით. ამიტომ არ ღირს სინდისის აყოლა და ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობა. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს