დასუფთავების დროს ნიჟარას ვაფარებ სამზარეულოს ცელოფანს, ერთი საათის შემდეგ ის ლაპლაპებს, სასიამოვნო სურნელი აქვს და ნადები აღარსად არის.

0
252

ქვის ნიჟარა შესანიშნავი ალტერნატივაა უჟანგავი ფოლადის და სხვა ნიჟარების. ის შედგება 80% ბუნებრივი ქვისგან, რომელსაც პოლიმერები აქვს დამატებული. ის სიმყარეს აძლევს ნიჟარას. რა თქმა უნდა, ქვის ნიჟარაც საჭიროებს რეგულარულ წმენდას.

ქვის ნიჟარა

ნებისმიერ ნიჟარაზე გროვდება ჭუჭყი და ბაქტერიები. ქვის ნიჟარაზე კი ყავის და ჩაის კვალიც რჩება. ამას გარდა, მუქ ქვაზე ჩნდება წყლის  ლაქებიც. მას აშორებს 3%-იანი ძმრის ხსნარი. მისი გამოყენების შემდეგ ჩამოწმინდეთ ხოლმე წყლით.ქვის ნიჟარის გაწმენდა არ უნდა გაწმინდოთ აბრაზიული და სპირტის შემცველი მასალით. ისინი დროთა განმავლობაში დააზიანებს ნიჟარის ზედაპირს.ქვის ნიჟარის გასაწმენდად არსებობს მთელი რიგი სპეციალური ქიმიური საშუალებები, მაგრამ მის გარეშეც შეგიძლიათ იოლად მოვლა. ყოველ დღე გაწმინდეთ ნიჟარა ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, მაგრამ თუ უკვე არის ლაქები გაჩენილი, არ იდარდოთ.

უნიტაზების საწმენდი სითხე – თუ სახლში არ გაქვთ სპეციალური სითხე ქვის ზედაპირების საწმენდად, შეგიძლიათ გამოიყენოთ “დომესტოსი” ა “ტუალეტის იხვი”. ეს პროდუქტები შეიცავენ ქლორს, რომელიც ეფექტურად ებრძვის ნადებს, ბაქტერიებს და სხვადასხვა ლაქებს. წაუსვით პროდუქტი ნიჟარაზე და გააჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. უკეთესი შედეგისთვის ნიჟარას დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, შემდეგ გადაუსვით რბილი ღრუბელი ჭუჭყიან ადგილებში, ბოლოს კარგად ჩამორეცხეთ თბილი წყლით. აუცილებლად გააღეთ ფანჯრები, ჩაიცვით ხელთათმანები.

ქლორიანი ხსნარი – ყველაზე ჭუჭყიანი ადგილი ნიჟარაზე მისი ძირია. იმისათვის, რომ მოაშოროთ ძირითადი დაბინძურება, ჩაკეტეთ ნიჟარა საცობით, ჩაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს მთლიანად ძირი და დაასხით ქლორი 1:1 თანაფარდობით. 20 წუთის შემდეგ გაუშვით წყალი, გაწმინდეთ ნიჟარა ღრუბელით და კარგად გარეცხეთ თბილი წყლით.

სოდა – როგორც ცალკე აღებული საშუალება, სოდა არ უნდა გამოიყენოთ ნიჟარების საწმენდად, რადგან ზედაპირს დაკაწრავს, მაგრამ ის კარგად აშორებს ნიჟარიდან ლაქებს და ცხიმის კვალს. შეურიეთ საჭმელი სოდა ჭურჭლის სარეცხ საშუალებას და წაუსვით ნიჟარაზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ რბილი ღრუბელით გახეხეთ და ჩამორეცხეთ.

რჩევა რედაქციისგან: ქვის ნიჟარის ყოველდღიური მოვლისთვის შესაფერისი საშუალებაა მდოგვის ფხვნილი, ხოლო წყლის ნადების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, მაშინვე შეამშრალეთ ხოლმე წვეთები. არ უნდა ჩადგათ ნიჟარაში ცხელი ქვაბი ან ტაფა, რადგან ქვისთვის საშიშია ტემპერატურის უეცარი ცვალებადობა. თქვენ რა სიხშირით წმენდთ სამზარეულოს ნიჟარას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.