ჩვენს საზოგადოებაში მოხუცების შეურაცხყოფა. საზოგადოების უმრავლესობა უთანაგრძნობს მათ, მითუმეტეს, რომ ასაკობრივ პრობლემებთან ერთად დაბალი შემოსავალი აქვთ.თუმცა, ყველა ბებიას არ სჭირდება დახმარება. არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაზე დიდი გაჭირვების დროსაც არ შეგაწუხებენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს კარგია, მაგრამ ხანდაზმულ ემოციურ “ვამპირებთან” შედარებით უკეთესია. ასეთებს საკვები არ ჭირდება, მათ სურთ იწუწუნონ ცხოვრებაზე, გასცენ ბრძანებები, ყველაზე უკეთ იციან ყველაფერი…
მოხუცების შესახებ
მოგეხსენებათ, ოფისში მუშაობა ვერ შეედრება მინდორში ან მაღაროში მუშაობას. მაგრამ ჩემთვის, 32 წლის მინიატურული გოგოსთვის საკმაოდ რთულია. მუდმივად მჭირდება უამრავი ინფორმაციის დამახსოვრება და მონიტორთან ჯდომა. ერთი რაც მჭირდება, ადამიანური მოპყრობა და დიდი ჭიქით ლატე შესვენების დროს.ბოლო პერიოდამდე ვახერხებდი ამას. შენობის პირველ სართულზე ჩავდიოდი ხოლმე და ვტკბებოდი სურნელოვანი სასმელით, მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. ყავის მაღაზიაში მოდიოდა ხოლმე ერთი მოხუცი ზუსტად იმ დროს, როცა შესვენება გვქნოდა.
პირველად ის მაღაზიაში ვნახე. იჯდა და ხმამაღლა საყვედურობდა ბარისტას, რომ მისი ასაკის მიუხედავად, რიგში დააყენეს. შემდეგ შევამჩნიე, რომ აიღო რამდენიმე შეკვრა შაქარი. იქნებ აგროვებს?რაც შეეხება მის გარეგნობას: იყო დაახლოებით 60 წლის, შეიძლება ცოტა მეტის ან ნაკლების, მოვლილი, კარგად ჩაცმული, ძვირფასი სათვალით. ენერგიული და ცოცხალი ქალი იყო.მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ჩავედი ყავის დასალევად. იქ დიდი რიგი დამხვდა, რადგან ტურისტული ჯგუფი შესულიყო. მოთმინებით დაველოდე ჩემს რიგს. ამ დროს შემოვიდა “დიდი მბრძანებელი” და ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე წინ ჩამიდგა.მივხვდი, რომ წინ დიდი ომი მელოდა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი.
- -ქალბატონო, ჯერ ჩემი რიგია, გთხოვთ თქვენი ადგილი დაიკავოთ რიგში.
- – გოგონა, მოხუცს ადგილი უნდა დაუთმო! უცბად შევუკვეთავ ჩაის და გავალ. შენ ახალგაზრდა ხარ, დროის მეტი რა გექნება…
- -თქვენ ეხლა ჩხუბს დაიწყებთ და დროს დამაკარგინებთ. მე კი შესვენებაზე ვარ ჩამოსული, ვერ ჩავეტევი დროში!
- -რა თავხედი ხარ, როგორ ელაპარაკები უფროსს? ახლავე პოლიციაში დავრეკავ!
მოხუცს სახე აუწითლდა და ხმასაც აუწია. მივხვდი, რომ მას ჭირდებოდა ჩვენი მდგომარეობიდან გამოყვანა, ის ამის გარეშე არ გავიდოდა მაღაზიიდან. რაც უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას დავახარჯავდით, მით უფრო მეტ ენერგიას წაიღებდა.ამიტომ მივტრიალდი ბარისტასკენ და თვალით ვანიშნე ჩემი შეკვეთა მიეღო. ქალმა მკვეთრად შეცვლილი და შერბილებული ტონით სთხოვა ჩემს უკან მყოფ ყმაწვილს დაეთმო რიგი. მან არ იცოდა რა ეპასუხა. მაშინ ბარისტამ უთხრა:
- -ქალბატონო, დადექით რიგის ბოლოში. თუ ყმაწვილი თქვენ წინ გაგიშვებთ, მაშინ მის უკან მდგომებმაც უნდა გაგიშვან, რაც მეეჭვება ყველას სურდეს. ამიტომ თუ თქვენი პატივისცემა სურს, გაგიცვალოთ ადგილი. ყმაწვილი გადახვალთ რიგის ბოლოში?
- -არა, გმადლობთ.
- -გასაგებია, ქალბატონო, დაიკავეთ თქვენი ადგილი!
გამოგიტყდებით, არ ველოდი დაწესებულების თანამშრომლისგან ასეთ ცივ და თავდაჯერებულ ტონს. როგორც ჩანს, მასაც უმტყუნა ნერვებმა. ასევე, ძალიან გამაკვირვა მოჩხუბარის რეაქციამ – როგორც კი მიხვდა, რომ არვინ უჭერდა მხარს, მაშივე თავისი ადგილი დაიკავა და მას მერე მშვიდად იქცეოდა.ზოგმა შეიძლება თქვას, რატომ გაანაწყენე მოხუციო, მაგრამ გეტყვით, რომ ის არ განაწყენებულა. უბრალოდ მიხვდა, რომ ამ ადგილას სხვისი ენერგიით ვეღარ გამოიკვებებოდა. მას ჩაი არ ჭირდებოდა, ისევე როგორც შაქარი. ნეგატივის გაცემა და სხვისი ემოციის მიღება კი ნამდვილად უნდოდა.
მას შემდეგ, რაც მომხმარებლები და დაწესებულების თანამშრომლები ერთ აზრზე დადგნენ, მოხუცი მიხვდა, რომ აქ მისი ადგილი არ იყო. სავარაუდოდ იმ კაფეში აღარც შემოვა. ასე, რომ აღარაფერი ემუქრება ჩემს ემოციურ განტვირთვას და მშვიდ შესვენებას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.