პასუხი კითხვაზე, თუ რა მოვალეობა აქვთ შვილებს მშობლების წინაშე, არც ისე მარტივი გასაცემია. სინამდვილეში ყველაფერი აღზრდასა და ცხოვრებისეულ შეხედულებებზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ქვეყანაში დამოკიდებულება ასაკოვან მშობლებთან განსხვავებულია.მაგალითად, ამერიკაში კარგად არის განვითარებული მოხუცთა თავშესაფრები. შვილები ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე აგზავნიან იქ მშობლებს და არც მათ აქვთ პრეტენზია შვილებთან. რაც უფრო ძვირია დაწესებულება, მით უფრო კომფორტულ პირობებს სთავაზობენ ხალხს. აზიელები პირიქით, მთელი ცხოვრება მშობლებთან ერთად ცხოვრობენ. რომელი მიდგომაა სწორი? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
რა ვალდებულება აქვთ შვილებს
” მე უკვე საკმაოდ მოხუცი ვარ. შვილებთან ურთიერთობა მთლად ისეთი არ არის, როგორსაც ვისურვებდი. მინდა უფრო ხშირად ვნახო ხოლმე. ასაკის მატებასთან ერთად ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებ. არ ხარ რეალიზებული, აღარც ენერგია გაქვს. მეტი დრო გაქვს გარემოს აღსაქმელად და გარკვეული დასკვნების გამოსატანად. ტელევიზორიც გბეზრდება და შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფნა გინდა.მაგრამ მათ თავისი ცხოვრება აქვთ და არ სცალიათ. ადრე ვბრაზდებოდი, მაგრამ ეხლა მივხვდი, რომ შვილები ჩვენი საკუთრება არ არიან. მათ უნდა ისწავლონ, იმუშაონ, შექმნან თავისი მომავალი.გადავწყვიტე რაიმე ჰობით დავკავებულიყავი, ვაკეთებ ტყავის ნაკეთობებს. ამ საქმიანობამ ცხოვრების ხალისი დამიბრუნა და ისე ჩავერთვები ხოლმე საქმიანობაში, რომ ტელეფონზეც ვერ ვპასუხობ. ალბათ ასე არიან სხვებიც – როცა დაკავებულები არიან, არ სცალიათ ტელეფონისთვის და არაფერია აქ საწყენი.
ადრე, როდესაც შვილები პატარები იყვნენ, მუდმივად გვქონდა პრობლემები პირად სივრცესთან დაკავშირებთ. ბავშვები ამბობდნენ, რომ მეტი თავისუფლება უნდოდათ. მე კი მეგონა, რომ ჩვენს გარეშე კისერს წაიტეხავდნენ, ან ცუდ წრეში მოხვდებოდნენ. როდესაც გაიზარდნენ, მუშაობა დაიწყეს, თანდათან ფეხზე დადგნენ, იყიდეს სახლები და მანქანები, მეც მეხმარებიან ხოლმე. გამოდის, რომ ჩემი ნერვიულობა უსაფუძვლო იყო?ახლა მესმის, რომ მარტოობა სიბერის განუყოფელი ნაწილია. ხომ არ მიატოვებენ შვილები ყველაფერს ჩვენს გასართობად? რა მათი ბრალია, რომ ჩემი ცოლი გარდაიცვალა და მე მარტო დავრჩი? მითუმეტეს, ცდილობენ ყურადღება მომაქციონ, მირეკავენ, მეხმარებიან მატერიალურად. მაგრამ… ხანდახან ძალიან მოვიწყენ ხოლმე.ამ დროისთვის ბევრი გატაცება ვიპოვე, გავიცანი ერთი სასიამოვნო ქალბატონი, შევწყვიტე ჩემი თავის შეცოდება და ყველაფრის მარტოობისთვის დაბრალება.
თავად ვმართავ საკუთარ ცხოვრებას. ხშირად ვალაგებ, ვრეცხავ, ვამზადებ საჭმელებს. ვცდილობ, მოსაწყენად დრო არ დამრჩეს. თურმე შეიძლება ასაკში მყოფმა ადამიანმაც ნახოს თავისი საქმე და რამით დაკავდეს. მთავარია, სწორად გადაანაწილოს ძალები.არ უნდა იყო გარემოებებზე დამოკიდებული. გადი გარეთ და ეკონტაქტე შენნაირ ადამიანებს. დამიჯერეთ, ბევრს იპოვით თქვენს მსგავსს, მთავარია, შეინარჩუნო კარგი განწყობა და სწორად წარმოაჩინო თავი.თუ საკუთარ თავთან არ ხარ კომფორტში, ვერც სხვასთან ერთად იქნები კარგად. უ დაკარგავთ პირად მეს და დააფასეთ საყვარელი ადამიანები!
მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარება ნებისმიერ ასაკში. ის გვმატებს თავდაჯერებულობას და აზრს სძენს ცხოვრებას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.