მეზობელს აგარაკზე ტიტები გასაყიდად მოჰყავს ხოლმე. მან გამიზიარა ამ ყვავილის გამრავლების წესები.

1581

“ძალიან მიყვარს ტიტები, უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყვავილები. ზამთრის შემდეგ მისი ფერების სიმრავლე აღმაფრთოვანებელია. ის გაზაფხულის ყვავილია. ტიტის ბოლქვები ძირითადად ირგვება სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ გაზაფხულზეც შეიძლება.” – მითხრა ჩემმა მეზობელმა.მარინა ტიტებს გასაყიდად ზრდის ხოლმე და თან საკმაოდ წარმატებით. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვისაუბრებთ ტიტების მოყვანის ნიუანსებსა და სირთულეებზე.

ტიტის ბოლქვების დარგვა

პირველ რიგში კარგად უნდა შეარჩიოთ თესლი. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ ბოლქვებს, რომელსაც გავლილი აქვს სერთიფიცირება, კარგად უძლებს დაბალ ტემპერატურას. თუ ბოლქვები ღია გრუნტში უნდა ჩარგოთ, მაშინ მაშინ თესვა აპრილის დასაწყისში დაიწყეთ. ასევე შეიძლება ბოლქვების ჩარგვა კონტეინერებში და შემდეგ ფრთხილად გადარგვა ბაღში. ეს ყველაფერი კი ივლისამდე უნდა გააკეთოთ, თორემ ყვავილებს არ ექნებათ დრო მომწიფების და აყვავებისთვის.

მიწაში ჩარგვამდე საჭიროა ბოლქვებისთვის იმუნიტეტის გაძლიერება. ამისათვის ისინი უდა მოთავსდეს მაცივრის ქვედა თაროზე, დაახლოებით 5 გრადუს ტემპერატურაზე. ამის შემდეგ ისინი უფრო მდგრადი იქნებიან გარემო პირობების მიმართ.ასევე, ბოლქვები უნდა მოათავსოთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარში ნახევარი საათის განმავლობაში ან ტიტების სპეციალურ სითხეში 15 წუთით ინსტრუქციის მიხედვით. შემდეგ კარგადა გააშრეთ.გაზაფხულზე ბოლქვების დარგვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გზაა დარგვა სპეციალური კონტეინერებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის კონტეინერიც. სახლში ვიყენებ ბოლქვოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სუბსტრატს, გრუნტში კი შეგიძლიათ დაამატოთ დიატომინი და ციონი.

ჩასარგავი ჭურჭელი უნდა იყოს მინიმუმ 10 სმ სიმაღლის, შეავსეთ ის მიწით და ჩასვით ბოლქვები, ან განათავსეთ გრუნტზე ერთმანეთისგან მცირე დაშორებებით.დარგვისთანავე მორწყეთ და თვალი ადევნეთ, რომ არ გამოგიშრეთ. თუ თავზე დააფარებთ, წყალი ნაკლებად აორთქლდება და ბოლქვი მალე გაღვივდება. ქოთნები უნდა მოათავსოთ მზიან ადგილას ფანჯარაზე ან აივანზე.როდესაც ტემპერატურა გარეთ დასტაბილურდება, შეგიძლიათ გადარგოთ ყვავილები ღია გრუნტზე. აუცილებლად შეარჩიეთ შესაფერისი ადგილი საკმარისი მზის შუქით და სითბოთი.როგორც ხედავთ, გაზაფხულზე ტიტების დარგვის მეთოდი არაფრით განსხვავდება შემოდგომის თესვისგან. ტიტა უპრეტენზიო მცენარეა და თუ გაითვალისწინებთ ზემოთ მოცემულ მარტივ რეკომენდაციებს, კარგი მოსავალი გექნებათ.

რჩევა რედაქციისგან: არ დაგავიწყდეთ, რომ ყვავილობისთვის ტიტას სჭირდება ზომიერი და რეგულარული მორწყვა.კულტივირების ისტორიის მანძილზე ტიტას ათასზე მეტი ჯიში იქნა გამოყვანილი, თუმცა მისი დიდი ნაწილი აღარ არსებობს. თუმცა, მსოფლიოში ახლაც იქმნება ახალი ჯიშები და მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. თქვე გიყვართ ტიტები? გიცდიათ მათი დარგვა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს