კარინამ არ იცოდა რა იყო ქალის ბედნიერების არსი. ის დედასთან გვიან საღამოს მივიდა გაფრთხილების გარეშე. ის ბოლო ორი თვის განმავლობაში ქმართან წაჩხუბების შემდეგ რამდენჯერმე ესტუმრა დედას ღამის გასათევად, თან სურდა, რომ მისი მამაკაცისთვის თავისი საქციელის გააზრების საშუალება მიეცა, მაგრამ ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა მობოდიშების და თხოვნის გარეშე. ამჯერად დედამ გადაწყვიტა ასე მარტივად აღარ გაეშვა თავისი ქალიშვილი.
ქალის ბედნიერების არსი
ქალიშვილი კარინა – დედამ შვილს დალაპარაკება სთხოვა. გოგონას ტირილისგან თვალები ჰქონდა ჩაწითლებული და ნერვიულად აწვალებდა თითზე ნიშნობის ბეჭედს.ჩხუბის მიზეზი ძირითადად ქმრის უყურადღებობა იყო. ის მთელი გულით ზრუნავდა ქმარზე, მისგან კი ვერაფერს ღებულობდა, სცადა ამასთან შეჩვევა, მაგრამ შეუძლებელი იყო. განაწყენებული გამოიქცეოდა დედასთან, მოიოხებდა ტირილით გულს და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ურთიერთობაში კი არაფერი იცვლებოდა.
ქალის ბედნიერების არსი – ქალბატონი ნინასთვის ეს სიტუაცია ნაცნობი იყო. მისი შვილი სრულიად იმეორებდა მის ამბავს და მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება კრახით დამთავრდა, კარინა მაინც იმეორებდა მის შეცდომებს. დედა გულწრფელად ნანობდა, რომ კარგად არ აუხსნა თავის დროზე მამაკაცებთან ურთიერთობის ნიუანსები, თუმცა, არც ახლაა გვიანი.
- -იცი ამბავი ქალზე, რომელმაც მიიღო ერთი ყუთი ვაშლი? ჰკითხა დედამ – მან აიღო ეს ვაშლები და გადაწყვიტა ჯერ შეეჭამა ის, რომელიც გაფუჭებას იწყებდა. ამ მიზნით ყოველ დღე ჭამდა შელახულ ვაშლებს, იმ მიზნით, რომ მომავალში გემრიელ და წვნიან ვაშლს შეჭამდა. ამასობაში კი სხვა ხილი ფუჭდებოდა და როდესაც ყუთი დაცარიელდა, მას არცერთი საღი ვაშლი არ უჭამია.
- -და რას ნიშნავს ეს? – ჰკითხა კარინამ
- -იმას, რომ ზოგიერთი თავისთვის იტოვებს გაფუჭებულს და საღ ვაშლებს სხვას აძლევს. ასე ვაძლევდი ყველაფერ კარგს მამაშენს და თავად გაფუჭებულებს ვჭამდი. შენც იმავეს აკეთებ: გასცემ საუკეთესოს, საკუთარ თავს კი ივიწყებ. თან იმედი გაქვს, რომ ეს ყველაფერი თავისით გამოსწორდება.
- -გინდა თქვა, რომ ტყუილად ვკარგავ დროს?
- -შენ თითონ მიხვდი. თუ შენი ქმარი ახლა არ გაძლევს იმდენ სიყვარულს, რამდენსაც შენ აძლევ, ნუ ელოდები, რომ რამე შეიცვლება. ერთ დღესაც ყუთი დაცარიელდება და ყველაფერი დასრულდება. ბედნიერებას კი ვერასდროს იგრძნობ.კარინას ცრემლები გადმოსცვივდა, მაგრამ გადაწყვიტა ქმართან გაერკვია ურთიერთობა.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი და კონფედენციალურია, მაგრამ საჭირო დროს მშობელი ვალდებულია დაეხმაროს შვილს თუნდაც რჩევით. ამ შემთხვევაში დედამ გადაწყვიტა კარინასთვის მიენიშნებინა რა იყო ბედნიერების არსი. დანარჩენი კი უკვე მისი საქმეა.თქვენ რას ფიქრობთ? როგორ წარიმართება წყვილის ურთიერთობა? აქვს მომავალი მათ ქორწინებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.