მიტოვებული მშობლები: რა აიძულებს პენსიონერებს ითხოვონ მოწყალება?

0
768

კვირა დილით ეკლესიის შესასვლელში ბევრი ხალხია. მათ შორის შეგიძლიათ შეხვდეთ მათ, ვინც არც თუ ისე წარმატებულად იცხოვრა, არიან გაჭირვებულები და მიტოვებული მშობლებიც. ქალბატონი თინა ერთ-ერთი მათგანი იყო. მას ძალიან უჭირდა მოწყალების სათხოვნელად გამოსვლა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. პენსია არაფერში ჰყოფნიდა, არადა როგორმე უნდა გაეტანა თავი.

მიტოვებული მშობლები

უნდა ვაღიაროთ, რომ ქალბატონი თინა არ იყო საუკეთესო დედა. როგორც ჩანს, ვერ გაზარდა შვილები ისე, რომ სიბერეში უმწეო, მოხუცს დახმარებოდნენ. ქალიშვილი თავისი შვილებისთვის სთხოვს ფულს, ვაჟი კი მუდმივად მიდის ხოლმე საჭმლისთვის. დედას არაფერი ენანება შვილებისთვის, მაგრამ ფული აღარ ჰყოფნის კომუნალური გადასახადებისთვის, წამლებისთვის… შვილებთან თუ რამეს დაიჩივლებდა, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ მის სიტყვებს და ეძებდნენ კიდევ რა წაეღოთ.

ამიტომ ქალბატონი თინა იძულებულია მოწყალება ითხოვოს, დასძლიოს სირცხვილის და უხერხულობის გრძობა და იმათხოვროს. თუმცა ტაძრის შესასვლელში ბევრი მათხოვარია, ხოლო გულუხვი გამვლელი ძალიან ცოტა.ერთ დღეს თინამ გააკეთა ის, რასაც საკუთარი თავისგან არ ელოდა. დაიწყო ერთი მეორის მიყოლებით ხალხის წინაშე ლექსების კითხვა: პუშკინი, ესენინი, ნაბოკოვი… და სხვათა შორის, ამას ძალიან კარგად აკეთებდა. მისი მეხსიერება იდეალური იყო.ხალხმა მეტი ფული გაიღო მისთვის, რამდენიმე ადამიანი გაჩერდა კიდეც მის მოსასმენად, მათ შორის იყო მსუქანი ქალი დიდი სათვალით. ის მივიდა თინასთან და უთხრა:

  • -შენი ადგილი არ არის აქ, წამოდი ჩემთან ერთად!თავიდან თინა უარზე იყო და გაოცებული უყურებდა უცნობს, მერე კი ცნობისმოყვარეობამ სძლია.
  • -წამოდით, მშიერი იქნებით -თინამ თავი დაუქნია, ადგა და უცნობ ქალს გაჰყვა.

ახალი ცხოვრება – გაიარეს მცირე მანძილი და სადარბაზოში შევიდნენ. უცნობის ბინაში პირველად ამდენი ხნის მანძილზე მოდუნდა და დაისვენა. მიირთვა წვნიანი, სოსისები და კარტოფილი, შემდეგ ჩაი და ტკბილეული.

  • -მაპატიეთ, თქვენი სახელი?
  • -ნათელა მქვია – უპასუხა ქალმა – ახლა კი მომიყევით თქვენს შესახებ.თინა მოყვა თავის ამბავს, თავის მცირე პენსიაზე, უმადურ შვილებზე, იძულებით მოწყალების სათხოვნელად წასვლაზე. ნათელა მოეხვია დიდი თანაგრძნობით
  • -ჩემთან დარჩით ქალბატონო თინა!
  • -რატომ იჩენთ ჩემს მიმართ ამხელა სიკეთეს?
  • -თქვენ ძალიან გავხართ დედაჩემს. ისიც თქვენსავით მშვიდი და ინტელიგენტი ადამიანი იყო. გული შემეკუმშა სხვა მათხოვრებთან ერთად რომ დაგინახეთ.

ამ საუბრის შემდეგ თინა ნათელას სახლში გადავიდა. შვილებმა თავიდან გააპროტესტეს მისი წასვლა, მაგრამ საბოლოოდ ვაჟი დედის ბინაში გადაბარგდა და ყველაფერი მიწყნარდა. ახლა თინას მშვიდი გარემო ჰქონდა, პენსიაც ასე თუ ისე ჰყოფნიდა და დაუბრუნდა მოხუცების საყვარელ საქმიანობას: ქსოვას, სამზარეულოში ფუსფუსსა და კითხვას. გვერდით კი ერთგული მეგობარი ჰყავდა ნათელას სახით.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – სიკეთე ბევრს გადაარჩენს. იქნება ეს უცხო ადამიანები გაჭირვებაში, თუ მიტოვებული მშობლები. ყოველთვის იქნებიან ისეთები, ვისაც არ შეეშინდება დახმარების გაწევა. ასეთი ადამიანების წყალობით უკეთესი მომავლის რწმენა არასდროს გაქრება.