შესაძლებელია თუ არა თავის დაცვა ენერგეტიკული ვამპირებისგან? როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? დამეთანხმებით, თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ნეგატივია. ადამიანების გარკვეული ნაწილი იკვებება სხვების ემოციებით. ისინი პროვოცირებას უკეთებენ სხვებს ჩხუბისა და შეურაცხყოფისკენ, თავად კი ამის გამო დისკომფორტს არ განიცდიან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს.
ენერგეტიკული ვამპირებისგან თავის დაცვა
ადვილი შესამჩნევია, რომ თანამედროვე სამყარო კიდევ უფრო სასტიკი გახდა. რა უნდა გააკეთოთ იმ დროს, თუ საყვარელ ადამიანს რაღაც უცნაური დაემართება? თუ ის გახდება ბრაზიანი, პირქუში, მოწყენილი. მნიშვნელოვანია, გულახდილად დაელაპარაკოთ მას და ჰკითხოთ ცუდი განწყობის მიზეზი.ზოგჯერ ადამიანს არ სურს პრობლემებზე საუბარი, თუმცა მის გულში ქარიშხალი მძვინვარებს და აუცილებელია გამოსავალის პოვნა. ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ასევე აუცილებელია სწორი კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება.
ბოროტი ადამიანები – ხდება ისეც, რომ ადამიანებთან მხოლოდ საუბარი პრობლემას ვერ მოაგვარებს. მაშინ ხომ არ ჯობია შეეცადოთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობის შეზღუდვა? რატომ უნდა დახარჯოთ ჯანსაღი ემოციები და სასიცოცხლო ენერგია ენერგეტიკულ ვამპირზე? უმჯობესია, მოერიდოთ ასეთ ადამიანებს და არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ საქმე ემოციურ პროვოკაციამდე. იცოდეთ, რომ თქვენი ცუდი განწყობა ნამდვილი საჩუქარი იქნება პროვოკატორისთვის.ცუდი აზრები და ცუდი განწყობა გადამდებია. ამის დანახვა მარტივად არის შესაძლებელი. მაგალითად, გაბრაზებული უფროსი უყვირის ქვეშევრდომს, რომლის განწყობა ამის შემდეგ უარესდება და შემდეგ ბრაზი თავისზე სუსტზე გადააქვს. ფრანგი ფილოსოფოსი ჟან პოლ სარტარი თვლიდა: “ჭკვიანი ადამიანები არ ბრაზობენ, ბრაზი გულისხმობს შეზღუდულობას.”
ასევე უმჯობესია უკანმოუხედავად გაქცევა ტოქსიკური უფროსებისგან. ასეთ სამსახურში ხელფასზე მეტად გამოიმუშავებთ პრობლემების თაიგულს და დაიზიანებთ ნერვებს. უფროსი თაობა იძულებული იყო მოეთმინა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდობა ცდილობს უფრო მეტად მოუსმინოს საკუთარ სურვილებს და ოცნებებს და დააიგნოროს სხვისი მომაბეზრებელი შენიშვნები.
პროფესიონალური დახმარება – თუ გრძნობთ, რომ თქვენს შინაგან განწყობას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, უმჯობესია, მიმართოთ პროფესიონალს. ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, ნიშნავს რომ საკუთარ თავში ძალების მობილიზება გსურთ. ყველას არ შეუძლია გამოუტყდეს საკუთარ თავს გამოუტყდეს, რომ პრობლემა აქვს.ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვების, თუ ერთ სპეციალისტთან კომუნიკაცია არ გამოგივათ, შეცვალეთ ის. ფსიქოლოგთან ურთიერთობა კომფორტული უნდა იყოს, დაუსვით მას ნებისმიერი შეკითხვა. კარგ სპეციალისტს ყოველთვის ექნება სასარგებლო პასუხები. ის გასწავლით, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ადამიანთან, რომელიც თქვენს მორალურ მხარეს აზიანებს.
საუკეთესო დაცვა ენერგეტიკული ვამპირებისგან – პირველი და მთავარი წესია, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ენერგეტიკულ ვამპირებთან კონტაქტს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამის გაკეთება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. შეეცადეთ აღიქვათ ის როგორც რადიო, ან ტელევიზია, რომელიც სადღაც, უკანა პლანზე მუშაობს. ასეთ შემთხვევაში მას გაუჭირდება თქვენი განწყობის გაფუჭება და საკუთარი ეგოიზმის დაკმაყოფილება.უარყოფით ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ ის, რაც ძალიან გიყვართ. წადით კინოში, მშვიდ კაფეში, ან კიდევ გაისეირნეთ ბუნებაში, პარკში. დატკბით მდინარით, ზღვით, ტყით. თუ გყავთ შინაური ცხოველი, გაერთეთ მასთან კონტაქტით, აღფრთოვანდით მისი ემოციებით. ნება მიეცით საკუთარ თავს იგრძნოთ ბედნიერება. ამას ყველა ადამიანი იმსახურებს.
თქვენ როგორ იცავთ თავს ენერგეტიკული ვამპირებისგან? გაურბიხართ მათ თუ გიწევთ დიალოგში შესვლა? როგორ ებრძვით ცუდ განწყობას და ნეგატივს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.