ხმაურიანი მეზობლები ზედა სართულზე დიდი პრობლემაა, რომელიც ბევრისთვის არ არის უცხო და თუ კარგი სმენა გაქვს, შენს თავზე კი ხალხი აქტიურად მოძრაობს თავის საცხოვრებელში, პრობლემები გარანტირებული გაქვს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ამბავს ქალის შესახებ, რომელიც მსგავს პრობლემას შეეჯახა.
ხმაურიანი მეზობლები
“ყველაფერი კარგად იყო, სანამ მეზობელი ბებია შვილთან გადავიდოდა და თავის ბინას გააქირავებდა. საცხოვრებლად მოვიდა ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც თავიდან არანაირ შიშს არ იწვევდა.” – გვწერს ირინა.
“მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს სახლში ხმაურის იზოლაცია არც ისე კარგი იყო. სანამ ჩვენს ზემოთ ცხოვრობდა პენსიონერი მოხუცი, ამას ვერ ვამჩნევდით, მაგრამ როდესაც ცელქი ბავშვი დასახლდა, ყოველი ფეხის ნაბიჯი გვესმოდა. ხან დარბოდა, ხან ტიროდა, ხან გიჟივით ყვიროდა. მშობლებიც ხშირად ჩხუბობდნენ ხან შვილთან, ხან ერთმანეთთან. მთელი ეს აქტივობა ზოგჯერ მთელი ღამე გრძელდებოდა.რამდენჯერმე ვცადე მათთან დალაპარაკება და დამპირდნენ, რომ ჩუმად იქნებოდნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. გრძელდებოდა სათამაშოების ბრახუნი და ქაოსი. ვწერდი ვაიბერზე, ვურეკავდი ტელეფონზე, ვუხსნიდი რომ კანონით საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე ვალდებულები არიან სიმშვიდე შეინარჩუნონ, მაგრამ ამაოდ.
ეფექტური ნაბიჯი – საბოლოოდ, ჩემი მოთმინება ამოიწურა. დაველაპარაკე სხვებსაც. საბოლოოდ მე და ჩემთან ერთად შეწუხებულმა მეზობლებმა კოლექტიური საჩივარი შევიტანეთ სამეურვეო ორგანოში. ბავშვის მშობლებიც გავაფრთხილე, რომ დავაყენეთ საკითხი მშობლების უფლებებზე ბავშვთან დაკავშირებით.
მაშინვე სასწაული მოხდა! აბეზარმა მეზობლებმა ხმაურს უკლეს, თუმცა ორი კვირის შემდეგ დაივიწყეს დაპირება და ისევ ძველებურად განაგრძეს ყველაფერი. ჩვენც ისევ შევიტანეთ საჩივარი.ამჯერად შესაბამისი ორგანოების არგუმენტები უფრო მკაცრი იყო და ოჯახმა ჩაალაგა ბარგი და სხვაგან გადავიდა. იმედია, აწი უფრო ადეკვატური ხალხი გადმოვა ჩვენს ზემოთ. კარგია, რომ შევძელით ჩვენი უფლებების დაცვა.”
რჩევა რედაქციისგან: მართლაც ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ ხმაურიან მეზობლებს, მაგრამ ასეთი ქცევა უმჯობესია დასაწყისშივე შეაჩეროთ. თქვენ როგორ უმკლავდებით აბეზარ მეზობლებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.