პირველ სიყვარულთან შეხვედრის ალბათობა, რომელიც 20 წელია არ გინახავს, ძალიან მცირეა, მაგრამ შესაძლებელი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:ვახო კაფეში იჯდა და ტელეფონს ათვალიერებდა, ამ დროს გვერდით მაგიდასთან თვალი მოჰკრა ულამაზეს ქალს, რომელშიც თავისი ახალგაზრდობის ქარიშხლიანი სიყვარული ამოიცნო. დიახ, ეს იყო ალექსანდრა.
ახალგაზრდობა და სინანული
ვახოს კარგად ახსოვდა ალექსანდრა – გოგონა, რომლითაც აღფრთოვანებული იყო სკოლიდანვე. მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ გაბედა მასთან დალაპარაკება და აღმოჩნდა, რომ გოგონასაც ჰქონდა სიმპატიები.თუმცა, ვახოს მაშინ არამდგრადი ხასიათი ჰქონდა და ექვსთვიანი ურთიერთობის შემდეგ მობეზრდა სტაბილური შეხვედრები. დაშორდა შეყვარებულს და სხვასთან გადაინაცვლა, შემდეგ კიდევ სხვასთან და ასე იყო კარგა ხანი, სანამ საბოლოოდ თავისი უფროსის ქალიშვილზე არ დაქორწინდა.
15 წლიანი დამქანცველი ქორწინების, ჩხუბისა და სკანდალების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ვახო ახლა მშვიდად იყო, მაგრამ აწუხებდა მარტოობის განცდა. მას არ ჰყავდა გვერდით ადამიანი, რომელთანაც თავს მშვიდ და მეგობრულ გარემოში იგრძნობდა.
შემთხვევითი შეხვედრა – ვახომ დრო აღარ დაკარგა და ალექსანდრასთან მივიდა:
- -გამარჯობა, გახსოვარ?
- -ღმერთო ჩემო – გაუღიმა ალექსანდრამ – რა თქმა უნდა მახსოვხარ!ვახო მაგიდასთან ჩამოუჯდა და საუბარი გააგრძელა, ფიქრობდა, რომ ეს შეხვედრა ბედის ნიშანი იყო.
- -როგორ ხარ? ქმარი გყავს?
- -არა, ქმარი არ მყავს, რაც შენ მიმატოვე, მამაკაცების მიმართ არ ვიყავი დადებითად განწყობილი.
- -როგორ? ასეთი ლამაზი ქალი ისევ მარტო ხარ? ელოდები ვინმეს აქ?
- -კი, ველოდები. აი ისიც, მოვიდა. გაიცანი გიორგი.მაგიდას ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი მიუახლოვდა.
- -მაპატიეთ, შემოგეჭერით. არ მეგონა, თუ მარტო არ იქნებოდი.
- -შენი წასვლის შემდეგ მარტო არასდროს ვყოფილვარ – გაიღიმა ალექსანდრამ – გიორგი სულ ჩემთან იყო. ის შენი შვილია…
მიუხედავად ზრდილობიანი ტონისა, ვახომ დედა-შვილის მზერით იგრძნო, რომ ზედმეტი იყო და წავიდა.ყოველთვის არსებობს მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრის ალბათობა, მაგრამ რა მოყვება ასეთ შეხვედრას? ვახოს შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მისი უპასუხისმგებლო საქციელის გამო არცერთ ოჯახში არ ექნება თავისი ადგილი და მუდამ მარტო იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?