ბებია ყოველთვის მარწმუნებდა: „ნაგავი გვიან საღამოს არ გადაყარო“. ახლა უკვე ვიცი რატომ

2497

ბებიაჩემი ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანი იყო და მის ცხოვრეში ყველა პატარა დეტალს რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა. გზა შავმა კატამ გადაგიჭრა, სარკე გაგიტყდა ან მარილი დაგეყარა – ყველაფერი ეს ჩემთვის რაღაც ჩახლართული იყო.

ბებიას ერთი რჩევა დღემდე კარგად მახსოვს – ნაგავი გვიან საღამოს არ გადაყარო. ბევრ ადამიანს ამის შესახებ სმენია. არსებობს კიდევ არსებობს გამონათქვამი „ნაგავი ქოხიდან გარეთ არ გაიტანო, როცა მზე უკვე ჩავიდა“.

ამ ცრურწმენის არსის გაგება მიჭირდა და ყოველთვის პასუხს ვეძებდი. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია და თეორია ვიპოვე. ზოგიერთი მათგანი საღ აზრთან ახლოსაა, ზოგიერთს კი სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეთ.

უძველესი დროიდან ნაგავი ღამით არ გაჰქონდათ, რადგან მათ ჯადოქრების და სხვა ბოროტი სულების არსებობის სჯეროდათ. იმ დროს ხალხს ეგონათ, რომ ალქაჯებს ადამიანზე ჯადოს გაკეთება შეუძლიათ და ღამით გარეთ გასვლა უსაფრთხო საქმიანობა არ იყო.

სხვა ვერსიის თანახმად, ღამით დატოვებული ნაგვით „სახლის სული“ იკვებება. ძველად ადამიანები მასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდნენ, რადგან ეს უკანასკნელი სახლს იცავდა. თუ სახლის სული საცხოვრებელს მიატოვებდა, ბინის მფლობელს შიმშილობა და უბედურება ელოდა.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ადამიანს ძველი ცრურწმენები დიდად არ აღელვებს, რადგან ახლა შეიძლება რამდენიმე მეტრი ნაგვის პარკი შეიძინოთ და ნარჩენები სანაგვე ყუთში გადაყაროთ. აი, ძველად ალქაჯების ჯადოს და „სახლის სულთან“ კარგ ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

თუ ფენშუის პატივს სცემ, სახლიდან ნაგავი საღამოს არ გაიტანოთ! დაოსური პრაქტიკის თანახმად, ღამის პერიოდში ნაგვის გატანა ფულის მოშორების სიმბოლოა და ასე სახლში სიღარიბე დაისადგურებს. მეორე მხრივ, პრაქტიკა გვასწავლის, რომ უსარგებლო ნივთები უნდა მოვიშოროთ, რომ სახლში დადებითი ენერგიის ბალანსი შეინარჩუნოთ.

უფრო მეტად, ბოლო ვერსიას უფრო ვემხრობი. ენუტებისთვის, ღამის ცხოვრების წესის მქონე ცხოველებისთვის ნაგავსაყრელზე უკეთესი ადგილი არაა. ვინ იცის მშიერ მღრღნელს რისი გაკეთება შეუძლია. ამიტომ ნაგავს დილამდე არ ვყრი.

თითოეული ირჩევს იმას, თუ რისი სჯეროდეს. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის გადაყრით ნაგავს, მთავარი თავად მოქმედებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს