მოქმედების ალგორითმი, როგორ დავეხმაროთ ადამიანს, ფსიქოლოგიური შოკის დროს.

66

დღევანდელ რთულ პერიოდში ბევრი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მუდმივად ნეგატიურმა ამბებმა და ემოციებმა შეიძლება ყველაზე ძლიერი ფსიქიკაც კი შეარყიოს. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მდგომარეობიდან გამოსვლა შეუძლებელია ხოლმე გარეშე პირთა დახმარების გარეშე.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ ფსიქოლოგის რჩევებს, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროთ ადამიანს, რომელმაც სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო.

შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა

შოკური ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება მიიღოს ადამიანმა, რომლის თვალწინ რაღაც საშინელი მოხდა. ასეთი მწვავე შოკის შემდეგ ისინი თავს დეზორიენტირებულად გრძნობენ ხოლმე. რისი გაკეთება შიძლება ამ დროს?

  1. პირველ რიგში უნდა დაამყაროთ მასთან კონტაქტი. დარწმუნდით, რომ ადამიანი თქვენ გხედავთ და ესმის, რეაგირებს სიტყვებზე, სთხოვეთ თავი დაგიქნიოთ თუ ესმის, ჰკითხეთ სახელი, გაუწოდეთ ხელი, დასვით კომფორტულ ადგილას.
  2. შემდეგ შეეცადეთ დაარწმუნოთ, რომ ის არ არის მარტო, რომ მზად ხართ დაეხმაროთ ფრაზებით: “აქ ვარ”, “მარტო არ ხართ”, “ყველაფერი რიგზეა, მე თქვენთან ვარ”. შეეცადეთ ყველანაირად გაამხნევოთ.
  3. შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ფსიქოლოგები გვირჩევენ, არის პიროვნების რაციონალური აზროვნების ჩართვა, ემოციების უკანა პლანზე გადატანა. ხშირად მიმართეთ სახელით, რომელიც უკვე იცით, ჰკითხეთ დაბადების თარიღი, მისამართი, ზუსტი დრო, თვე, რიცხვი. შემდეგ გამოკითხეთ რა მოხდა.
  4. შოკის შემდეგ აუცილებელია დააბრუნოთ ადამიანი რეალობაში. კარგი იქნება ათქმევინოთ, თუ რის გაკეთებას აპირებს. უთხარით, რომ უმჯობესია უსაფრთხო ადგილას გადავიდეს.
  5. უკანასკნელი ნაბიჯია “ავტონომიურობის აქტივაცია”. აქ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შოკის შემდეგ ადამიანმა შეძლოს დამოუკიდებლად იმოქმედოს სხვების დახმარების გარეშე. ამისთვის სთხოვეთ დაისხას წყალი და დალიოს, ადგეს და კონკრეტულ ადგილამდე მივიდეს და ა. შ.

იმედს ვიტოვებთ, ამ ინსტრუქციის გამოყენება არასდროს დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც ჯობია იცოდეთ, რადგან სამწუხაროდ, შემთხვევებისგან არავინ ვართ დაზღვეული. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს