თანამედროვე ახალგაზრდობისთვის ლიტერატურული კლასიკა ხშირად ტექსტების მტვრიანი კრებულია, მგრამ ხდება ხოლმე, რომ საუკუნეების წინ ნათქვამი სიტყვები გულში გხვდება. განსაკუთრებით დღეს, როცა ჰაერი გაჯერებულია მჭვარტლისა და დენთის სუნით, ერიხ მარია რემარკის ომის საწინააღმდეგო ციტატები ჟღერს როგორც ახალი დაწერილი მოხსენება.
ერიხ მარია რემარკის ციტატები
რემარკს ბევრი რამ ჰქონდა ცხოვრებაზე სათქმელი. 18 წლის ასაკში მან თავის თავზე გამოსცადა ომის საშინელება, იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა. 1933 წელს სამშობლოს დატოვება მოუწია.რემარკის უმცროსი და, რომელიც გერმანიაში დარჩა, 1943 წელს სიკვდილით დასაჯეს ომის საწინააღმდეგო გამონათქვამებისთვის. ერიხმა ამის შესახებ მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ შეიტყო და თავისი რომანი “სიცოცხლის ნაპერწკალი” მიუძღვნა.
ისტორია მეორდება – “წამყვანი გაზეთები საშინელი იყო – ტყუილებით სავსე, სისხლისმსმელი, ამპარტავნული. მთელი მსოფლიო გერმანიის გარეთ წარმოჩენილი იყო როგორც დეგენერატი, სულელი, მოღალატე. ისე გამოდიოდა, რომ მსოფლიოს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა. რომ გერმანიას დაეპყრო.ის იდგა ხალხის წინაშე და გაჰყვიროდა გერმანიის ყველა მიწის დაპყრობის უფლებაზე, ძლევამოსილ გერმანიაზე, შურისძიებაზე, იმაზე, რომ დედამიწაზე მშვიდობა შეიძლება შენარჩუნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი ქვეყნები შეასრულებენ გერმანიის მოთხოვნებს. სწორედ ეს არის სამართლიანობა.ვიღაცის ბრძანებამ ეს ჩუმი ფიგურები ჩვენს მტრებად აქცია. სხვა ბრძანებას შეეძლო ისინი ჩვენს მეგობრებად ექცია. ვიღაცები დასხდნენ მაგიდასთან და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, და აი, უკვე რამდენიმე წელია ჩვენს უმაღლეს მიზნებს ვხედავთ იმაში, რასაც კაცობრიობა ჩვეულებრივ სტიგმატირებს ზიზღით და სჯის ყველაზე მკაცრი სასჯელით.”
ციტატები ომზე – ჩვენი ხელები მიწაა, ჩვენი სხეული კი წვიმის გუბეებია, ჩვენ არ ვიცით ცოცხლები ვართ თუ არა.სიცოცხლე არასდროს ყოფილა ისეთი ძვირფასი, როგორც დღეს… როდესაც ის ასე ცოტა ღირს.ომმა არარაობებად გვაქცია. ჩვენ აღარ გვყავს ახალგაზრდობა. აღარ ვაპირებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას. ჩვენ ლტოლვილები ვართ, გავურბივართ საკუთარ თავს., საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ თვრამეტი წლისები ვიყავით და მაშინ ვიწყებდით ცხოვრების და სამყაროს სიყვარულს. ჩვენ კი მას ვესროლეთ. პირველივე აფეთქებული ჭურვი გულში მოგვხვდა. ჩვენ მოწყვეტილი ვართ გონივრულ ქმედებას და ადამიანურ მისწრაფებებს, პროგრესს. ჩვენ აღარ გვჯერა არაფრის, ჩვენ გვჯერა ომის.ფრონტი – ეს გალიაა, რომელშიც დაძაბულები ველოდებით, თუ რა იქნება შემდეგ.სინამდვილეში ადამიანი ბედნიერია მხოლოდ მაშინ, როცა ნაკლებ ყურადღებას აქცევს დროს და თან არ სდევს შიშის შეგრძნება. და მაინც, თუ შიში გსდევს, შეგიძლია გაიცინო. კიდევ რა რჩება გასაკეთებელი?
რემარკის კალამს ეკუთვნის რომანები: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, “სამი მეგობარი”, “ტრიუმფალური თაღი”, “შავი ობელისკი”, “დაბრუნება” და სხვა. ყველამ უნდა წაიკითხოს ამ შედევრებიდან ერთი მაინც. თქვენ რომელი რომანი გაქვთ წაკითხული? გაგვიზიარეთ კომენტარებში.