ახალგაზრდა მეხანძრემ მასწავლა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის დროს და რა მოქმედებებით შეიძლება შევუქმნათ სიცოცხლეს საფრთხე.

252

გაჩნდა ხანძარი! რა უნდა ვქნათ ამ დროს? პირველ რიგში ნუ აყვებით პანიკას – ის სწორ ქმედებაში ხელს შეგიშლით. გახსოვდეთ, რომ ხანძრის დროს სწორი ქცევა თქვენს სიცოცხლეს გადაარჩენს. როგორ უნდა მოიქცეთ და რა ზომები უდა მიიღოთ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

უსაფრთხო ქცევა ხანძრის დროს

ხანძრის დროს თქვენი მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად სად იმყოფებით. თუ ბინაში ხართ, თქვენი პირველი ამოცანაა შენობის უსაფრთხოდ დატოვება. გაითვალისწინეთ, რომ კვამლი არანაკლებ საშიშია ცეცხლზე. მან შეიძლება მოგწამლოთ.არ დაკარგოთ დრო, დაასველეთ ქსოვილი და აიფარეთ ცხვირსა და პირზე. თუ დაკვამლიანება ძლიერია, დაწექით და ისე გახოხდით. არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეთ სახლში თუნდაც ძვირადღირებული ნივთების ასაღებად.თუ ქვემოთ ვერ ახერხებთ ჩასვლას, შეეცადეთ ახვიდეთ სახურავზე და იქ დაელოდეთ მაშველებს. თუ ვერსად ვერ გადიხართ, გადით აივანზე და მჭიდროდ დახურეთ კარი. შეძლებისდაგვარად ამოქოლეთ კარები სველი სქელი ქსოვილით, მაგალითად პლედით.

ფანჯრები, კარი, ლიფტი – პატარა ოთახში ხანძარი უფრო გაძლიერდება, თუ გააღებთ კარებს და ფანჯრებს. ევაკუაციის დროს ფრთხილად იყავით კარის სახელურებთან, რადგან ის შეიძლება გახურებული იყოს.ოთახიდან გასვლისას აუცილებლად დახურეთ კარებები და ფანჯრები. არავითარ შემთხვევაში არ ისარგებლოთ ლიფტით. შეიძლება ეს აღმოჩნდეს ხაფანგი, რომლიდანაც ვერ გამოხვალთ.

სხვა ადამიანების დახმარება – თუ შენობას ცეცხლი უკიდია და ამ დროს თქვენ გარეთ ხართ, გსურთ დაეხმაროთ ადამიანებს, უნდა იცოდეთ გარკვეული წესები. პირი და ცხვირი დაიცავით სველი ნაჭრით, თქვენ კი მოისხით რამე სქელი ტანსაცმელი ან პლედი. სახლს რომ მიუახლოვდებით, რაც შეიძლება დაბლა დაიხარეთ მიწამდე.თუმცა, სწორად შეაფასეთ სიტუაცია და დარწმუნდით საკუთარ ძალებში, რომ თავადაც არ დაზიანდეთ. გამოიძახეთ სახანძრო დახმარება და დაელოდეთ პროფესიონალებს.თუ ბავშვთა ერთად ხართ, აიყვანეთ ხელში მხრებით თქვენს წინ. თქვენი ამოცანაა დაიცვათ ის შესაძლო საფრთხისგან. არ დაგავიწყდეთ სველი ნაჭერი – ჯერ თავად შემოიხვიეთ, შემდეგ ბავშვს. პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ დაცული, რომ შემდეგ შეძლოთ სხვისი გადარჩენა.

უსაფრთხო ქცევა ხანძრის დროს – თუ აღმოჩნდებით ხანძრის ეპიცენტრში სავაჭრო ცენტრის, ოფისის სივრცეში, მნიშვნელოვანია იპოვოთ საევაკუაციო გასასვლელი, წაიკითხეთ ევაკუაციის გეგმა და მკაცრად დაიცავით ის. შეეცადეთ დაიმახსოვროთ ნახაზზე მოცემული საევაკუაციო მარშრუტი.კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ ისარგებლოთ ლიფტით. თუ მანქანა ავტოსადგომზე გიყენიათ, დატოვეთ ის, რადგან დიდი ალბათობაა საცობის შექმნის და ხელს შეუშლით სახანძრო მანქანებს მუშაობაში.

რჩევა რედაქციისგან: ზოგჯერ შესაძლებელია ხანძრის საკუთარი ძალებით ჩაქრობა მაშინ, როცა ცეცხლი არ არის დიდი. მოიმარჯვეთ ცეცხლმაქრი, ჩვეულებრივი წყალი, მიწა ყვავილების ქოთნებიდან.როდესაც ადამიანებს ცეცხლი ტანსაცმელზე ედებათ, პანიკაში ვარდებიან და აქეთ-იქით იწყებენ სირბილს. ეს მოქმედება ცეცხლს უფრო მეტად აძლიერებს. ასეთ დროს უნდა გაჩერდეთ, დაწვეთ ძირს და იგორავოთ, ან სწრაფად გადაიფაროთ სქელი ნაჭერი, ცეცხლი სწრაფად ჩაქრება.

შეუძლებელია მორალურად მზად იყო ხანძრისთვის, მაგრამ უსაფრთხოების წესები აუცილებლად უნდა იცოდე. წინასწარ უნდა შეისწავლო შენობის ევაკუაციის გეგმა, ასწავლეთ ის ბავშვებსაც.იმედი გვაქვს, ამ წესების გამოყენება არასდროს მოგიწევთ ცხოვრებაში. გაუფრთხილდით თავს. თქვენ შესწრებიხართ ხანძარს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს