მეურვეობის სამსახური – ეს ალბათ უკანასკნელი ინსტანციაა, რომელთანაც საქმის დაჭერას ისურვებდით. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, რომლებიც განიცდიან არასათანადო მოპყრობას და შევიწროვებას ოჯახებში, გული გვტკივა. თუმცა, გვირაბის ბოლოს ყოველთვის ჩანს სინათლე და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში აღწერილი ამბავი ამის დადასტურებაა.
მეურვეობის სამსახური
მიშოს დედა ერთი წლის წინ გარდაიცვალა და ბიჭუნა მამინაცვალთან დარჩა, რადგან სხვა ნათესავებს არ იცნობდა. მასთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა კარგი. ჯერ კიდევ, სანამ დედა ცოცხალი იყო, სანდრო ხშირად ეჩხუბებოდა ბავშვს და ზედმეტ ტვირთად მიიჩნევდა. დედის გარდაცვალების მერე კი სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.ჩხუბი, ყვირილი, მუდმივი კრიტიკა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა. ბავშვი საკუთარ თავში ჩაიკეტა და არავის აღარ ეკონტაქტებოდა. მამინაცვალი გარეთ არ უშვებდა და მკაცრად მოითხოვდა მისგან მხოლოდ მეცადინეობას.მიშო დედის მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა, სადაც მამინაცვალმა წაიყვანა. მან დაკარგა სამსახური, ვალები დაედო და ქალაქის სახლის გაყიდვა მოუწია. ახლა ისინი ცხოვრობენ სოფლის პატარა სახლში, სადაც მამაკაცი ბავშვს კეტავს ხოლმე და თავად დასალევად მიდის.მიშო კარგა ხანია შეეჩვია ცხოვრების ასეთ წესს. ის ფანჯრიდან იპარება ხოლმე და დედის საფლავზე მიდის. საათობით ზის იქ და უყვება დედას მომხდარ ამბებს: “დედა, ძალიან მენატრები. არ მიყვარს სანდრო ბიძია, არც მას ვუყვარვარ, ძალიან მეშინია მისი!”
საბედისწერო შეხვედრა – ერთხელ, სასაფლაოზე სეირნობის დროს მიშო ხანში შესულ ქალს შეხვდა. ის ძალია ჰგავდა დედას. ქალს გაუკვირდა ასეთ ადგილას რას აკეთებდა ბავშვი მარტო?მიშო გამოელაპარაკა: “დედაჩემს იცნობდი? თქვენ ძალიან ჰგავხართ მას!” ქალმა ამოიოხრა და უპასუხა: “დიახ, პატარავ, ვგავარ, რადგან ის ჩემი ქალიშვილი იყო, მე შენი ბებია ვარ!” ბიჭუნას სუნთქვა შეეკრა, დედას არასდროს უხსენებია, რომ ბებია ჰყავდა.აღმოჩნდა, რომ როდესაც მიშო ორი წლის იყო, დედამ მიატოვა ქმარი და სანდროს გაყვა. ბებიამ და სხვა ნათესავებმა ამის გამო მასთან კონტაქტი გაწყვიტეს, შედეგად კი დედამ შვილიშვილთან ურთიერთობა აუკრძალა ყველას.2 წლის ასაკიდან მიშო მხოლოდ დედისა და მამინაცვლის გარემოცვაში იზრდებოდა და ეგა, რომ ნათესავები არ ჰყავდა.
მიშოს გადარჩენის გეგმა – ბებიამ თავისი გეგმა გაანდო: “მე და ბიძაშენმა არაერთხელ ვცადეთ შენთან დაკავშირება, მაგრამ სანდრო ყოველთვის გვიშლიდა ხელს. მივხვდი, რომ ერთადერთი გამოსავალი მეურვეობის სამსახური იყო, მაგრამ მათთვის საჭიროა გარკვეული წინაპირობა. მითხარი, მამინაცვალი კარგად გექცევა?”ბიჭუნამ ტირილი დაიწყო და თავი გააქნია, ბებია მაშინვე მიხვდა ყველაფერს. ის დაუკავშირდა იურისტს, რომელსაც გააცნო საქმის ვითარება. მან კი თავის მხრივ, განუმარტა როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ დროს. ქალი ხვდებოდა, რომ ბევრი სირთულის გადალახვა მოუწევდა, მაგრამ შვილიშვილის გაბედნიერების სურვილი ძალას მატებდა.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – ამ ამბავში ბევრი მნიშვნელოვანი მინიშნებაა: პირველ რიგში უნდა ისწავლოთ ბავშვის მოსმენა. ცხოვრება მოაწყოთ ისე, რომ საკუთარი სურვილების გამო სხვა არ დააზიანოთ. მიგვაჩნია, რომ ბებია შეძლებს მეურვეობის სამსახურის დახმარებით დაუბრუნოს მიშო თბილ ოჯახს. თქვემნ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.