დედამ უარი თქვა შამპუნზე და თავს იბანს ვაშლის ძმრით, მაგრამ ჩემი მიდგომა ასე რადიკალური არ არის.

251

თმის სილამაზე დამოკიდებულია მის სისუფთავესა და მდგომარეობაზე. დაბანის დროს შეიძლება გარკვეული შეცდომები დავუშვათ, ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ გარკვეული წესები, რათა არ დავაზიანოთ თმა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმის სილამაზე.

ვიბანთ თავს ყოველ დღე

შხაპის მიღებამდე მშრალი თმა უნდა დაივარცხნოთ, თავი კი დაიმასაჟოთ, რათა დაბანამდე გახურდეს. იდეალურია, თუ ამას მასაჟორით გააკეთებთ.წყალი უნდა იყოს საშუალო ტემპერატურის, არც ცხელი, არც ცივი. ცხელი წყალი იწვევს კაის გამოშრობას, ცივი კი არ ათბობს სკალპს, რაც ხელს უშლის შამპუნში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების მოხვედრას თმის ფოლიკულში.

შამპუნის შერჩევა და სწორი მოხმარება – არ აქვს მნიშვნელობა რომელი შამპუნით დაიბანთ თავს, ან რა ფუნქცია აქვს მას – აღდგენა, კვება, მოცულობის მიცემა და ა.შ. ეს ყველაფერი სარეკლამო ხრიკია და ამ ეფექტის მისაღებად არ არის საკმარისი შამპუნის შემადგენლობა. მისი მოვალეობაა მხოლოდ ჭუჭყის მოშორება.მაშინ როგორ გამოვიყენოთ შამპუნი სწორად? ზოგი ისხამს ხელის გულზე მცირე რაოდენობას და თმებზე აქაფებს მას. ასე გაკეთება კი არ არის სწორი. ამ დროს თმები იბურდება და თუ გავითვალისწინებთ, რომ სველი თმა ყველაზე დაუცველია, შეიძლება დააზიანოთ ის.ამიტომ ასე უნდა მოიქცეთ: მცირე რაოდენობით შამპუნი შეიზილეთ თმის ძირებში და მსუბუქად შეიზილეთ, ქაფი გადაინაწილეთ ზემოდან ქვემოთ, არ არის საჭირო უხეშად მოჭერა. შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

თმის მოვლის ნებისმიერ პროდუქტს – კონდენციონერს, ბალზამს თითქმის ერ და იგივე ფუნქცია აქვს – იცავს თმას ზედმეტი დაზიანებისგან. აქედან გამომდინარე, არ არის საჭირო ყველას ერთდროულად შეძენა. გაითვალისწინეთ, რომ მათი გამოყენება არ შეიძლება თმის ძირებზე, ის მხოლოდ ბოლოებისთვის არის განკუთვნილი.

  თმის გაშრობა – არ გაწუროთ სველი თმა. საკმარისია რბილად მოუჭიროთ ხელი და შემოიხვიოთ პირსახოცი, ცოტა ხანში კი დაიწყოთ გაშრობა. ექსპერტები თვლიან, რომ გაშრობა ბუნებრივად ჯობია, ვიდრე ფენით. ცხელი ჰაერის ნაკადი იწვევს თმის გამოშრობას, რაც საბოლოოდ მის დაზიანებას იწვევს.

რჩევა რედაქციისგან: რაც შეეხება თმის დაბანის სიხშირეს: ყოველ დღე დაბანაში არაფერია ცუდი. დაიბანეთ როგორც გესიამოვნებათ და თვლით საჭიროდ. იმედი გვაქვს გამოგადგებათ ჩვენი რჩევები. თქვენ როგორ უვლით თმას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს