არსებები, რომლებიც შეიძლება შემოძვრნენ თქვენს სახლში კანალიზაციიდან

1196

რა უნდა გავაკეთოთ, თუ სახლში ვირთხები გაჩნდებიან? შესაძლებელია თუ არა დაუპატიჟებელი სტუმრები უნიტაზიდან ამოძვრნენ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიმზადეთ არსებების სია, რომლებსაც შეუძლიათ თქვეს სახლში კანალიზაციის გავლით შემოაღწიონ.

ვირთხები ბინაში

მღრღნელები მუდმივად ეძებენ ახალ საცხოვრებლებს. მათ მოწონთ თბილი, უსაფრთხო და საკვებით სავსე ადგილი. ძირითად ასეთი ადგილი არის სახლის სარდაფები, მაგრამ ცივ სეზონზე ხშირად უფრო თბილ ადგილს ეძებენ.საკვების ადა ახალი სახლის ძიებაში ცხოველები კანალიზაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე, იქიდან კი მილებში ამოყოფენ თავს. ვირთხებს აქვთ ძლიერი თათები და შესანიშნავად ცურავენ წყალში. შეუძლიათ გაძვრნენ ხუთკაპიკიანი მონეტის ზომის ხვრელში. ამიტომ კანალიზაციის მილები მისთვის გადაადგილების მოსახერხებელი გზაა.ამას გარდა, კუდიან თაღლითებს შეუძლიათ უნიტაზის ჰიდრო ლუქის გავლა, ეს სულაც არ წარმოადგენს მისთვის სირთულეს. წყლის ფენა სულ რამდენიმე ათეული სანტიმეტრია, რაც ვირთხისთვის დის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

რა ვქნათ, თუ უნიტაზში ვირთხას აღმოვაჩენთ? – უნიტაზში ვირთხის აღმოჩენა არ არის სასიამოვნო საქმე. ნუ აყვებით პანიკას, არ დაიწყოთ ყვირილი და ხელების ქნევა, რათა არ დააფრთხოთ ცხოველი და აგრესიული არ გახდეს.მაშინვე დაახურეთ უნიტაზს თავი, დაადეთ ზემოდან მძიმე საგანი და ჩარეცხეთ. თუ ვირთხა წყალს არ გაჰყვება, მოგიწევთ მიმართოთ არაჰუმანურ გზებს – ჩაასხით უნიტაზის ბაკში ქლორი ან კაუსტიკური სითხე და ისე ჩარეცხეთ.

როგორ მოვიშოროთ ვირთხები სახლიდან – თუ ვირთხამ მაინც მოახერხა უნიტაზიდან ამოსვლა და სახლში დამალვა, უნდა გამოიძახოთ სპეციალისტები. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაფანგი, ან მღრღნელების დასაფრთხობი ულტრაბგერითი საშუალებები. არსებობს უფრო მარტივი გზაც, მაგალითად ძლიერი სუნი. ამბობენ, რომ მღრღნელები ვერ იტანენ დამწვარი მატყლის სუნს. დაწვით ის და მავნებლები უკანმოუხედავად გაიქცევიან თქვენი სახლიდან.

გველი – ვერ წარმოგიდგენიათ, ხომ გველი ტუალეტში? გგონიათ ეს მხოლოდ ავსტრალიაში ხდება? იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია ასეთი რამ.გველებს თავისუფლად შეუძლიათ მილებში გადაადგილება. მათ უყვართ გრილი და ნესტიანი ადგილები და კანალიზაციაში ვირთხებთან ერთად შედიან საკვების საძებნელად.

კვერნა – იყო შემთხვევა, როდესაც მეოთხე სართულზე უნიტაზიდან ამოხტა კვერნა. მაშინვე მაშველები გამიძახეს და ცხოველი სწრაფად დაიჭირეს, გადაიყვანეს ადგილობრივ გარემოს დაცვის ცენტრში.მეცნიერები ამბობენ, რომ კვერნას თავისუფლად შეუძლია კანალიზაციის კოლექტორში შეღწევა. მოქნილი და წაგრძელებული სხეული საშუალებას აძლევს სწრაფად გადაადგილდეს მილებში.როგორც ხედავთ, ვირთხის ან გველის გამოჩენა უნიტაზიდან არ არის ურბანული მითი. ეს უფრო ხშირად პირველი სართულის მაცხოვრებლებთან ხდება. იმისათვის, რომ არ მიიზიდოთ მღრღნელები, არ ჩაყაროთ უნიტაზში საკვების ნარჩენები. თქვენ გაგიგიათ მსგავსი შემთხვევა სადმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს