აუტანელი შფოთვა მაქვს, ყოველ დღე ვიღვიძებ შიშით, არ ვიცი როგორ გავუმკლავდე ამას.

234

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი შიში გამიჩნდა მომავლის. ომი უკრაინაში, ეკოლოგიის პრობლემები, ხვალინდელი დღის გაურკვევლობა ხელს გვიშლის სრულფასოვან ცხოვრებაში. მესმის, რომ შიში ჩვეულებრივი რეაქციაა და ჩემსავით ბევრი ადამიანი ფიქრობს, მაგრამ ეს არ მიმსუბუქებს მდგომარეობას. არსებობს შიშს დაძლევის სხვადასხვა გზა და დღეს პაპარაცის ამ სტატიაში შევეცდებით გავერკვეთ ამაში.

როგორ დავძლიოთ შიში

ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდებიან ომის სიტუაციაში, შიში, ბრაზი და შფოთვა ნორმალური რეაქციაა. ის ტოტალურ სტრესშია და უდიდეს წნეხს განიცდის. ადამიანების ფსიქოემოციური მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლება. ზოგი მალე ეგუება ცხოვრების ახალ პირობებს, ზოგი კი უფრო ნელა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან სიფრთხილე და ემოციების მონიტორინგი. არ შეიძლება მისი დათრგუნვა და იგნორირება, პირიქით, საჭიროა თითოეული ემოციის გადამუშავება.უკვე კარგა ხანი გავიდა, რაც უკრაინა გმირულად იცავს თავის ტერიტორიებს. მებრძოლები, მოხალისეები და სამოქალაქო პირები განიცდიან ემოციების მთელ სპექტრს. ყველას შიში აქვს დაუფლებული და ცხოვრებას უნგრევს.

საერთოდ, შიშ ახდენს ორგანიზმის მობილიზებას. ეს აუცილებელია იმისთვის შემდგომი მოქმედება ეფექტური იყოს თვითგადარჩენისთვის, მაგრამ როდესაც შიში ძალია ძლიერია, ადამიანები ვერ ახერხებენ კრიტიკულად აზროვნებასა და მოქმედებას. ამ შემთხვევაში კი საკუთარ თავს დიდ საფრთხეს უქმნის.

როგორ დავამარცხოთ შიში – თუ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, სადაც თავის გაკონტროლება გიჭირთ,  გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას. პირველ რიგში გაჩერდი და გაიხსენე ვინ ხარ. შენ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია და ყველაფერი უნდა გააკეთო ოჯახის და ახლობლების გადასარჩენად.შემდეგ დაარეგულირეთ სუნთქვა. პანიკის დასაძლევად არსებობს სუნთქვა კვადრატებით: ჩაისუნთქეთ თვლაზე 1-2-3-4, შეაჩერეთ 1-2-3-4, ამოისუნთქეთ 1-2-3-4 და კვლავ შეაჩერეთ 1-2-3-4. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე ბევრად ნელა 1-2-3-4-5-6-7-8 თვლით.

თუ დახმარება სჭირდება თქვენს ახლობელს, დააწყებინეთ სუნთქვა კვადრატებით, მოჰკიდეთ ხელი და ერთად ითვალეთ. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით კვადრატებით სუნთქვა ასე მუშაობს: როდესაც ჰაერს ნელა ამოისუნთქავთ, იზრდება ნახშირორჟანგის და კლებულობს ჟანგბადის დონე. ამის წყალობით გულისცემა სწრაფად უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.თვლა საჭიროა აზროვნების პროცესის გასააქტიურებლად. ამით თქვენი ემოციური მდგომარეობა გადადის რაციონალურ აზროვნებაზე.

შიშს ადამიანი ფიზიოლოგიურ დონეზე გრძნობს. ჩქარდება გულისცემა, შეიძლება გაჩნდეს ხმაური ყურებში, იბინდება მხედველობა, ხდება ამოვარდნა ობიექტური რეალობიდან. ამიტომ მთავარი ამოცანაა ამ რეალობაში დაბრუნება. ამაში დაგეხმარებათ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა: რა გქვია, სად ხარ? რა დღეა?…კიდევ ერთი ხერხი – “სამი საგნის წესი”. გაიხსენეთ სამი სახის ყვავილის ან ხის სახელი, იპოვეთ სამი ერთი ფერის ნივთი, ან შეეხეთ სამ სხვადასხვა ზედაპირს.

სხვა რეკომენდაციები: თუ გაქვთ შესაძლებლობა, იყვირეთ რაც შეიძლება ხმამაღლა. შფოთვას კარგად უმკლავდება სიმღერაც. ომში მყოფი ადამიანები ხშირად მღერიან თავისი ქვეყნის ჰიმნს, რაც ამაღლებს მორალსაც.დაძაბულობის მოსახსნელად უბრალოდ შეეხეთ საკუთარ თავს, გაიკეთეთ ლიმფო-დრენაჟული მასაჟი. ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა სტრესულ სიტუაციაში სასარგებლო იქნება. სირბილი, ცეკვა, ბუქნები, იატაკის რეცხვაც კი დაგეხმარებათ ზეწოლის მოხსნასა და განტვირთვაში. გისურვებთ, რომ ომის შიში არასოდეს გამოგეცადოთ! მშვიდობისნი მომავალი გქონოდეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს