როგორ გავზარდოთ პეკინური კომბოსტო ბოსტნის გარეშე? შეიძლება თუა არა ამის გაკეთება პირდაპირ სახლის ეზოში, ან აივანზე? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ მეთოდს, რომელიც დააინტერესებს მათ, ვისაც არ აქვს საკუთარი მიწის ნაკვეთი.
როგორ გავზარდოთ პეკინური კომბოსტო
კომბოსტოს ყველა სახეობას შორის პეკინური ჯიში ყველაზე წვნიანია. ბოჭკოებით მდიდარი ბოსტნეულისგან ნაზი და გემრიელი სალათები მზადდება. სახლში მოყვანილი და ახალი მოკრეფილი საკვები ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. ამიტომ სცადეთ, ნამდვილად არ ინანებთ.დათესეთ თესლი ჩითილებისთვის აპრილის დასაწყისში. ამისთვის დაგჭირდებათ კვერცხის ჩასადები მუყაო და ფხვიერი ნიადაგი. მორწყეთ ზომიერად და მოათავსეთ 15 გრადუს ტემპერატურაზე. პირველი ყლორტები 5 დღეში გამოჩნდება.
როდესაც 3-4 ფოთოლი წამოვა, შეგიძლიათ გადარგოთ მიწაში. თუ არ გაქვთ ნაკვეთი, მოამზადეთ შესაბამისი კონტეინერები. მაგალითად, აიღეთ 20 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი და გადაჭერით.გაუკეთეთ ძირებზე სადრენაჟო ხვრელები ცხელი ლურსმნით ან რკინით, შეავსეთ მიწით და ფრთხილად ჩარგეთ ნერგები შიგნით.მორწყეთ რეგულარულად, 20 დღის შემდეგ ფოთლები საკმაოდ წამოიზრდება. სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის, ჭინჭრის ან სხვა სარეველების ნაყენი. მისი მომზადების წესი პაპარაცის სტატიებში გვაქვს აღწერილი.
40 დღის შემდეგ წარმოიქმნება პრიალა ფოთლების აყვავებული როზეტი. იმისათვის, რომ ბუჩქებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, დადგით მოშორებით.დაახლოებით 2 თვის შემდეგ მოაცალეთ გაუხეშებული ქვედა ფოთლები. ის საკვებად არ არის ვარგისი და მცენარეს ტყუილად წაართმევს საკვებ ნივთიერებებს.
როდესაც კომბოსტოს ყველა ფოთოლი დაიხურება, თავი შეიკვრება და მკვრივი გახდება, შეგიძლიათ მოსავლის აღება. ერთი კომბოსტო კილოგრამს აღწევს და ინახება არაუმეტეს 3 თვისა.აივანზე სხვა ბოსტნეულის მოყვანაც შეგიძლიათ. მაგალითად, ხრაშუნა კიტრი, პომიდორი და სხვა.გიცდიათ ბოსტნეულის მოყვანა აივანზე? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.