გამოცდილი მეყვავილეები პასუხობენ კითხვას, თუ რატომ ამბობს უარს ყვავილობაზე ორქიდეა.

0
304

ორქიდეის ლამაზ და ჯანსაღ ყვავილობას სახლის პირობებში მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით იმ ძირითად პუნქტებზე, რისი დამსახურებითაც თქვენი ორქიდეა დიდხანს იყვავილებს და გაგაბედნიერებთ.

ორქიდეის ყვავილობა სახლის პირობებში

ბევრ ქალბატონს მოსწონს ორქიდეა მისი ნაზი, საოცარი ფორმის და ფერის ყვავილების გამო. ის ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს და გაამდიდრებს.ორქიდეა ძალიან მგრძნობიარეა დიდი რაოდენობით წყლის მიმართ, ამიტომ გადაჭარბებული მორწყვა პრობლემებს გამოიწვევს. განსაკუთრებით საშიშია უხვი მორწყვა, თუ ფესვებს რაიმე სახის პარაზიტები ჰყავს. ტენიანი ნიადაგი მათთვის იდეალური გარემოა გამრავლებისთვის. ამ შემთხვევაში ნამდვილად არ უნდა გქონდეთ ორქიდეის აყვავების იმედი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორქიდეები ცუდად რეაგირებენ ქოთნის შეცვლაზე. ისინი რთულად ეგუებიან ახალ ნიადაგს, ამიტომ შეეცადეთ ნაკლებად შეაწუხოთ. მაშ, ასე, რა უნდა გავითვალისწინოთ ორქიდეების მოვლისას? გაზაფხულზე ორქიდეებისთვის საშიში პერიოდია. მზე თითქოს არ აცხუნებს, მაგრამ პირდაპირმა სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს ფოთლების თერმული დამწვრობა. შეეცადეთ ქოთანი მოათავსოთ ისეთ ადგილას, სადაც არ მოხვდება მზის პირდაპირი სხივები.

დააკვირდით ფოთლების პიგმენტაციას. თუ მას აქვთ ვარდისფერი ან მეწამული ელფერი, ნიშნავს, რომ ზედმეტი სინათლის წყარო აქვს. ეს ხდება მაშინ, თუ ქოთანი დგას სამხრეთ ფანჯარასთან. ამ შემთხვევაში ჯობია დაიცვათ ყვავილი ფარდით ან ჟალუზებით. სხვა მხარის ფანჯრებზე ასეთი მანიპულაციები არ არის საჭირო.ეს რაც შეეხება, განათების სიჭარბეს, ხოლო რა ემართებათ ფოთლებს მისი დეფიციტის დროს? ამ შემთხვევაში ის ხდება წაგრძელებული ფორმის, ფერმკრთალდება, იწყებს ზემოთ, თითქოს ცდილობს იპოვოს სინათლის წყარო.

სხვა გავრცელებული პრობლემები – ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რაც ორქიდეის ყვავილობას უშლის ხელს, არის ოთახის ზედმეტად მაღალი ტემპერატურა და ვენტილაციის ნაკლებობა. ამიტომ არ უნდა მოათავსოთ ყვავილი გამათბობელ მოწყობილობასთან ახლოს, ხშირად გაანიავეთ ოთახი და მოარიდეთ ორპირ ქარს.არ დაგავიწყდეთ ორქიდეის კვება. საუკეთესოა სასუქი, რომელიც შეიცავს ფოსფორს და კალიუმს. ორქიდეას არ მოსწონს აზოტიანი ნიადაგი. ასევე, არ დაივიწყოთ მიკროელემენტი ხელატის ფორმით.რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორი სუბსტრატის გამოყენებას. ველურ ბუნებაში ორქიდეა მიმაგრებულია რაიმე საყრდენ წერტილზე. მიწა ფესვების გარშემო ფხვიერია და უზრუნველყოფს კარგ ვენტილაციას.

თქვენ გყავთ სახლში ორქიდეა? როგორ უვლით მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.