გამოცდილმა მებაღეებმა კარგად იციან, რომ ვარდების კარგი ყვავილობისთვის დარგვის დროს უნდა გამოიყენონ კარტოფილი

1121

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვარდებმა უხვად იყვავილონ? ამაზე ბევრი მეყვავილე ოცნებობს, რადგან თვალს ახარებს ყვავილების სამოთხე, აღაფრთოვანებს და აბედნიერებს მას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ვარდის გაზრდის უჩვეულო ხრიკს კარტოფილის ბოლქვებით.

ვარდის ყვავილობა

შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, გექნებათ ლამაზად აყვავებული ვარდის ბუჩქები. ეს მცენარეები პატრონისგან დიდ ყურადღებას მოითხოვენ, სამაგიეროდ კი ელეგანტურად ირხევიან ზღაპრულ ბაღში და ულამაზებენ გარემოს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ვარდები
  • კარტოფილი
  • პლასტმასის ბოთლები
  • მიწა
  • მაკრატელი
  • ქოთანი

პრაქტიკული მხარე – როგორც მიხვდით, ვისაუბრებთ მოჭრილი კვირტიდან ვარდის გაღვივებაზე. დაგჭირდებათ კარტოფილის ბოლქვები. შეარჩიეთ საღი კარტოფილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ვარდის მოყვანის პროცესი არ გაამართლებს.შემდეგ მოჭერით ვარდის ღერო, მოაცილეთ ყველაა ფოთოლი გარდა ზედა 2-3 ფურცლისა. ქვედა ნაწილი ჩადეთ ვარდისთვის განკუთვნილ სასუქში. გააკეთეთ მოსამზადებელი სამუშაო ყველა კარტოფილთან და ღეროსთან, რომელსაც დარგვას უპირებთ.

შემდეგ მოამზადეთ ქოთნები, სუბსტრატი და ბოთლები. ბოთლის ქვედა ნაწილი უნდა გადაჭრათ ისე, რომ დააფაროთ ქოთანში მოთავსებულ ყვავილებს. გაუკეთეთ კარტოფილს ნახვრეტი და ჩაარჭვეთ მასში ვარდის ღერო. ის მყარად უნდა იდგეს და არ ყანყალებდეს.ქოთანში ჩაყარეთ სუბსტრატი 5 სმ სიმაღლეზე, შემდეგ მოათავსეთ კარტოფილი ვარდთან ერთად და დააყარეთ მიწის თხელი ფენა. დააფარეთ ვარდს პლასტმასის ბოთლი სათბურის ეფექტის შესაქმნელად. შეგიძლიათ ბოთლების ნაცვლად გამოიყენოთ შუშის ქილებიც.ყვავილი მორწყეთ ერთი კვირის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში კარტოფილმა შეიძლება დაიწყოს ლპობა და გააფუჭოს ნერგები. ვარდი ამ მდგომარეობაში უნდა გქონდეთ დაახლოებით ერთი თვე. ამ პერიოდში ნერგი უნდა დაფესვიანდეს და გაძლიერდეს.

ულამაზესი ვარდი აყვავდა – რისთვის ვიყენებთ კარტოფილს? ხომ შეიძლება, ვარდი პირდაპირ მიწაში ჩაირგოს და დაელოდო სასწაულს? რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს ან მოხდება, ან არა. ხოლო კარტოფილის ბოლქვი საიმედო საყრდენი და დაცვაა. მისი მიკროელემენტები დააჩქარებს ვარდის ღეროზე ჭრილობის შეხორცებას და ხელს შეუწყობს მის განვითარებას.ქილის ან ბოთლის ქვეშ ვარდი იქნება მინი ინკუბატორში, დაცული ცვალებადი ტემპერატურისა და ამინდისგან. ერთი თვის შემდეგ ვარდი სრულიად ნორმალურად იგრძნობს თავს ღია გრუნტზე და მალე ულამაზესი ყვავილებით გაგაბედნიერებთ.

როგორ მოგწონთ ეს ხრიკი? ეცდებით ამ მეთოდით ვარდების მოყვანას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს